თბილისის მთავრობამ დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტის მთავარი ამოცანა გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
“თბილისი მწვანე ქალაქად უნდა იქცეს და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გამწვანების სტრატეგია ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა ნარმანიამ, რომლის თქმითაც, მერია ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს.
როგორც ipn.ge წერს, ნარმანიამ დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა, რომ იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებისთვის და ხელი შეუწყონ იმას, რომ არ დაბინძურდეს გარემო.