საქართველოში პურის ფასის მატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ “TV პალიტრის” ეთერში განაცხადა.
დოლიძის ინფორმაციით, პურის ფასის შესაძლო მომატება ფქვილის ფასის ზრდითაა განპირობებული. კერძოდ, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37-დან 44 ლარამდე გაიზარდა.
დოლიძის თქმით, საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება უკვე გაზარდა.