გასული საუკუნის 90-იან წლებში, “КВН”-ის (მსკ) აღორძინების დროს, “ერმი” არა მხოლოდ პირველი სომხური “მერცხალი” გახდა, არამედ პირველი მხიარულთა და საზრიანთა გუნდი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თუმცა “ერმი”-მ არა მხოლოდ საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ კავკასიურ სტილს მსკ-ში, არამედ დააფუძნა ცნობილი ფრაზა: “მსკ თამაში არ არის, ის ცხოვრების წესია”, რომელიც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დევიზად იქცა.

მაშინდელმა ცნობილმა მსკ-ელებმა თავიანთი კარიერა შოუ-ბიზნესში განაგრძეს, ზოგი თავის გზით წავიდა, მაგრამ მსკ-მ თითოეულის ცხოვრებაში გარკვეული როლი შეასრულა. მათ შესახებ გიამბობთ.

ვიწყებთ “КВН”-ს!

“ერმი”-ს ბიჭები – ახალგაზრდები და უდარდელები
“ერმი”-ს ბიჭები – ახალგაზრდები და უდარდელები

ყველაფერი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაიწყო. ქვეყანაში არსებული დრამატული მოვლენების ფონზე ტიუმენში გაიმართა ფესტივალი, რომელიც მსკ-ს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა, (თამაში პირველი არხის პირდაპირი ეთერით აჩვენეს). მასში სომხური გუნდი ერმი პირველად მონაწილეობდა. გუნდის ხანმოკლე გამოსვლამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ორგანიზატორებზე, რომ უმაღლეს ლიგაშიც მიიწვიეს. უმაღლეს ლიგაში პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე ერმიმ ლენინგრადელები დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში გზა ნოვოსიბირის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ნსუ) გუნდს დაუთმო.

“პირველმა მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. ეს აუცილებელად გასავლელი სკოლა იყო”. ნოვოსიბირის “მანქანაზე” სტუდენტების ბევრი თაობა მუშაობდა, მათ კონტენტის შეგროვება და შენარჩუნება იცოდნენ, რაც მთავარია მიღწევებს ხელიდან ხელში სიფრთხილით გადასცემდნენ”, – იხსენებს “ერმი”-ს გუნდის მონაწილე გრანტ ბარსეგიანი.

1992 წელს გუნდმა კვლავ მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში და ის ეტაპი წარმატებით ჩაატარა, ფინალში მხიარულთა და საზრიანთა გუნდ “ბაქოს ბიჭებს” შეხვდა. რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ფინალური თამაში “ორი ჩემპიონის” ფორმატში ჩაეტარებინათ.

ბიჭებმა გამოტოვეს 1993 წლის ტურნირი. “პირველ რიგში შემოქმედებითი კუნთები” უნდა გაგვემაგრებინა. სეზონში მონაწილეობის მიღება დამქანცველი რბოლაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სცენარის დაწერა და მისი სცენაზე შესრულება ერთიდაიმავე ადამიანებს უწევთ. გარდა ამისა, მათ უნდა ისწავლონ და იფიქრონ ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე. მეორეს მხრივ, ჩვენ უბრალოდ ძალების აღდგენა გვჭირდებოდა. მესამე – მასალის მომზადება”,- ამბობს გრანტ ბარსეგიანი.

“ერმი” – გამოცდილებით დაბრძენებულები და… ოდნავ უდარდელები
“ერმი” – გამოცდილებით დაბრძენებულები და… ოდნავ უდარდელები

 

1994 წელს “ერმი” კვლავ ჩემპიონია.

 

 

მსკ 90-იანი წლების ერევანში

90-იანი წლების დასაწყისში ერევანში მსკ ძალზედ პოპულარული იყო. საჭირო გახდა მთელი ამ მოძრაობის კოორდინირება და შედეგად “ერმი”-ს გუნდთან ერთად შეიქმნა სომხეთის მსკ-დ ასოციაციური გუნდები და სომხეთის მსკ-ს ლიგა. პირველ შესარჩევ ტურში შეირჩა შვიდი გუნდი. “ერევნელი ვირტუოზები”, ქალთა გუნდი “შოკი”, “X”, «Джентльмены удачи “ (წარმატების ჯელტმენები), “მოთამაშეები”, “კარინ”, “ერპი”. ის ძალზედ საპასუხისმგებლო სეზონი იყო, რადგანაც თავისი არსით მასზე სომხური მსკ-ს მომავალი იყო დამოკიდებული…

აი რას იხსენებს მხიარულთა და საზრიანთა გუნდის “ერევნელი ვირტუოზების” წევრის, არმენ თადევოსიანი:

“1992 წელი იდგა. მაშინ ბრიუსოვის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობდი და ჩემს მეგობარ სარქის მნოიანთან ერთად მსკ-ს გუნდის შექმნა გადავწყვიტეთ. შევკრიბეთ 5 ადამიანი და გავემართეთ “ერმი”-ს (ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი) ბიჭებთან შესახვედრად. მათ მოსკოვის КВН-ში მონაწილეობის გადაწყვეტილება გავანდეთ. მათ მეგობრული შეხვედრის ჩატარება შემოგვთავაზეს. ამ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა ჩვენი გამგზავრების ბედი. შემოთავაზებას დავთანხმდით, მაგრამ არც ისე წარმატებული იყო ჩვენი გამოსვლა. დავმარცხდით.

1993 წელს, ერევანში მსკ-ს პირველ ჩემპიონატზე მივიღეთ მონაწილეობა. ფინალში ორი გუნდი, «Джентльмены удачи და “ერევმელი ვირტუოზები” გავიდნენ. მათ გაერთიანება გადაწყვიტეს და შედეგად შეიქმნა მხიარულთა და საზრიანთა გუნდი “ნათესავები ერევნიდან”, რომელიც “ერმი”-სთან ერთად სოჭში ფესტივალზე უნდა გამგზავრებულიყო.

წარმატებული დებიუტის მიუხედავად უმაღლეს ლიგაში ვერ მოვხვდით. ვმონაწილეობდით მხოლოდ პირველ ლიგაში, სადაც სამწუხაროდ მახაჭკალას გუნდთან დავმარცხდით. გუნდი დაიშალა. ერთ ნაწილს კვლავ სურდა ერევანში თამაშის გაგრძელება, მეორეს – მომავალი სეზონისთვის მომზადება. მე დასვენება გადავწყვიტე.

არმენ ტადევოსიანი
არმენ ტადევოსიანი

მსკ-მა პირველ რიგში, სერიოზული პრობლემებისადმი იუმორისტული მიდგომა, წერა, შემოქმედება, ნებისმეირი რთული ვითარებიდან გამოსავალის მოძებნა მასწავლა. მსკ-ში არის კონკურსი “მოთელვა”, როდესაც 30 წამში სწრაფად უნდა მოიფიქრო ხუმრობა. ცხოვრებაში მსგავსი რამ ხშირია – ზოგჯერ სერიოზული გადაწყვეტილება “30 წამში” უნდა მიიღო.”

ახალი ბიჭები ერევნიდან – “ერმი”-ს შემდგომი ეპოქა

გუნდი “ახალი სომხები” – გზის დასაწყისი
გუნდი “ახალი სომხები” – გზის დასაწყისი

სახელწოდება “ახალი სომხები” ალექსანდრე მასლიაკოვის წყალობით გაჩნდა.

“უმაღლესი ლიგის პირველ თამაშზე მან სწორედ ასე თქვა: აი, ახალი სომხები მოვიდნენო”, – იხსენებს ცნობილი შოუმენი, გუნდ «Джентльмены удачи» -ის დამფუძვნებელი არმენ პეტროსიანი (მენჩი):

“მსკ-ში მოღვაწეობა სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე. 16 წლის ვიყავი და “ერმი”-ს ბიჭებთან ვმეგობრობდი. 1994 წელს მათთან ერთად ფინალურ შეხვედრაზე დასასწარებად გავემგზავრე. მანამდე არასდროს მიფიქრია მსკ-ში მონაწილეობაზე. იქიდან დაბრუნების შემდეგ კი გადავწყვიტე გუნდი შემექმნა. შევიკრიბეთ მეგობრები, მე და გრიშა (გრიგორ გასპარიანი) ერთ ეზოში ვცხოვრობდით, ხოლო არტურ ჯანიბეკიანი და არმენ მკრტჩიანი მეზობლად ცხოვრობდნენ. მაშინ ვერავინ წარმოვიდგენდით, რით შეიძლებოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო.”

“გაგვიმართლა, იმდროისთვის კომპანია “შარმი” აგროვებდა გუნდებს მსკ-ს სომხეთის ლიგისთვის. (1991 წელს მხიარულთა და საზრიანთა გუნდის “ერმი”-ს მონაწილეებმა კომპანია “შარმ ჰოლდინგი” შექმნეს, რომელიც პროდიუსერობდა რეკლამაზე, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების, სატელევიზიო და რადიო პროგრამების შექმნაზე, იყვნენ კონცერტების ორგანიზატორობი და სხვა. რედ) ეს გამოსვლა ჩვენი ახლადდაარსებული გუნდი «Джентльмены удачи» წარმატებული გამოდგა. ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ. შემდეგ სოჭის ფესტივალზე გავემგზავრეთ. ორი წლის განმავლობაში ვორონეჟის ლიგაში ვმონაწილეობდოთ, რომელიც უმცროს მასლიაკოვს მიჰყავდა.

ლიგის პირველი წელი წარუმატებელად ჩავატარეთ. ეს არც არის გასაკვირი – არ ვიცოდით რუსულ ენაზე, როგორ უნდა გვეთამაშა. მომდევნო წელს ფინალში გავედით, სადაც ადგილობრივ ვორონეჟის გუნდთან დავმარცხდით. ბოლოს, 1996 წელს პირველად მიგვიწვიეს მსკ-ს უმაღლეს ლიგაში”, – ამბობს არმენ პეტროსიანი (მენჩი).

იმ წელს, გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა,თუმცა “მახაჩკალელ მაწანწალებთან” დამარცხდა. 1997 წელს “ახალი სომხები” სეზონში მოხვდნენ და ფინალამდე მივიდნენ, სადაც ჩემპიონის ტიტული გუნდებთან “ზაპოროჟიე”, “კრივოი როგ” და “ტრანზიტი” გაინაწილეს.

“მე და ჩემმა მეგობრებმა 17 წლის ასაკში ვისწავლეთ სამშობლოს ფარგლებს გარეთ დამოუკიდებელი ცხოვრება. თანაც არ დაგავიწყდეთ, რა დრო იყო. თავი გაგვქონდა. იყო დრო, როდესაც ფული საერთოდ არ გვქონდა. ზოგჯერ ისე გავმგზავრებულვართ, უკან დასაბრუნებელი ფულიც არ გვქონია.

არმენ პეტროსიანი
არმენ პეტროსიანი

იმ წლებში კარგად გამოგვწვრთნეს. ყურადღებით ვადევნებდით თვალ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.

დადგა დრო, როდესაც რუსული გუნდებისგან არაფრით განვსხვავდებოდით: რუსეთის შესახებ ხშირად ჩვენ მათზე მეტი ვიცოდით. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენ მიზანი გვქონდა – ჩემპიონობა გვსურდა. დღე და ღამ ვმუშაობდით. როდესაც ადამიანი ასე ინტენსიურად ემზადება, შეუძლებელია მიზანს არ მიაღწიოს. უფლება არ გვქონდა ჩემპიონები არ გავმხდარიყავით”.

ტურნირის მსვლელობისას ბიჭები დიდ დროს ატარებდნენ მოსკოვში, რათა იქაური ატმოსფეროს სრული აღქმა შეძლებოდათ. ეგრძნოთ სოციალური პუნსი, უკეთ გასცნობოდნენ იმ ერის მენტალიტეტს, რომლის ენაზეც მოუწევდათ გამოსვლა, – ამბობს მენჩი.

ერევანში ჯდომით ასეთი ეფექტის მიღწევა ძალზედ რთული იქნებოდა. ჩვენი იუმორი ჟიურის წევრებისა და მაყურებლისთვის ახლო და გასაგები უნდა ყოფილიყო. უფრო მეტიც, პუბლიკა უნდა მიმხვდარიყო, რამდენად ინფორმირებულები და განათლებულები ვიყავით. “ერმი”-სგან იმით განვსხვავდებოდით, რომ ის უბრალოდ გუნდი იყო, ჩვენ კი აბსოლუტურად ახალი პოზიცია – “კავკასიური” ხაზის უტრირება ავირჩიეთ. გუნდში გვყავდა პერსონაჟი კარენ მანტაშიანი, რომელიც კავკასიელის სახეს გასახარიერებდა. ამ გმირის რეპლიკები გასაგები და დასამახსოვრებელი იყო – სწორედ ამით განვსხვავდებოდით სხვა გუნდებისგან”.

მაგრამ როგროც ცნობილია, КВН-ში მარადიულად ვერ ითამაშებ. დრო გადის და საჭიროა ადგილი ახალ გუნდს დაუთმო.

მენჩის მოგონებებიდან: “2001 წელს ვიგრძენით, რომ მოვიდა დრო, როდესაც უნდა დაასრულო ეს ეტაპი და პირად ცხოვრებას მიხედო. გუნდის ზოგიერთ წევრს იმ დროისთვის უკვე შექმნილი ჰქონდათ ოჯახები. ჩვენც ისევე მოვიქეცით, როგორც “ერმი”-ს ბიჭები: გადავწყვიტეთ ადგილი სხვებისთვის დაგვეთმო. ამგვარად შეიქმნა გუნდი “სომხური პროექტი”, მაგრამ ის დაიშალა და ვიცი, რატომაც. ჩემის აზრით, მათი წარუმატებლობის მიზეზი ენთუზიაზმის არ ქონაა. ამ, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შეკრებილ ბიჭებს საერთო მიზანი არ ჰქონიათ, მსკ-ში კი გულით უნდა ითამაშო და სრულად დაიხარჯო.

წლები გავიდა, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში ვართ გაბნეულები, მაგრამ სოც.ქსელით ვურთიერთობთ და ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. არტურ ჯანიბეკიანმა საკმაოდ კარგი ტრადიცია დააფუძნა: ყოველი წლის ივლისში ერთად გვკრებს და 10 დღის განმავლობაში ოჯახების გარეშე ვატარებთ დროს…

არმენ პეტროსიანი
არმენ პეტროსიანი

მსკ-მ ჩემს ცხოვრებაში პრაქტიკულად ყველაფერი შეცვალა. ეკონომიკურზე ვსწავლობდი და რომ არა მსკ, ალბათ ახლა სულ სხვა სფეროში ვიმუშავებდი”.

1995 წელს, სანამ მხიარულთა და საზრიანთა გუნდი “ახალი სომხები” ერევნის პირველ ლიგაში თამაშობდნენ, სომხეთში შესარჩევი ეტაპები და ადგილობრივი ჩემპიონატები ტარდებოდა. მსკ-ს გუნდი “უბრალო რომანტიკოსები” ათობით სხვა გუნდთან ერთად თამაშობდა შესარჩევ ტურში. ბიჭებმა გაიმარჯვეს და სეზონის თამაშებზე მოხვდნენ. თუმცა, მოგვიანებით გუნდი დაიშალა. მომდევნო წლის გაზაფხულზე გუნდის ზოგიერთი წევრი კვლავ შეიკრიბა და ახალი გუნდი შექმნეს, სადაც ერევნის კონსერვატორიის (ერგკ) ბიჭებიც მოხვდნენ.

“პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, ტელევიზორით ვადევნებდი თვალს “ახალი სომხების” გამოსვლებს. შემდეგ ჩემს ინსტიტუტში შევკრიბე ბიჭები და შევქმენით გუნდი “ჯოკერი”, თუმცა მხოლოდ ერთი საჩვენებელი თამაში ჩავატარეთ. უბრალოდ მივხვდით, რომ არც ისე სასაცილოები ვიყავით, რომ მოსკოვში, პირველ ლიგაში მოვხვედრილიყავით. ორი წლის შემდეგ აშოტ მურადიანს შევხდვი და მისგან შევიტყვე, რომ კონსერვატორიის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი იკრიბებოდა, გადავწყვიტე წავსულიყავი. საბოლოოდ გუნდის კაპიტანი გავხდი”,- იხსენებს “ახალი სომხების” გუნდის წევრი ვარდან ზადოიანი.

გუნდი “ახალი სომხები” – განახლებული შემადგენლობა
გუნდი “ახალი სომხები” – განახლებული შემადგენლობა

სამი წლის განმავლობაში გამოვდიოდით ეგიდით “შარმი” და ერევნის ლიგის ჩემპიონები გავხდით. ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ გუნდ “ახალი სომხების” წევრები, რომლებიც იმ დროისთვის ახალ წევრებს ეძებდნენ. ამგვარად მათ დავით მატევოსოვი, არტაკ გასპარიანი, ამარაზ გასპარიანი, ცოტა მოგვიანებით კი, გოგა მელკონიანი აირჩიეს. ჩამოყალიბდა საკმაოდ იმედის მომცემი შემადგენლობა, რომელიც სოჭში პირველი სეზონის გახსნაზე მონაწილეობდა. ჩვენ უმაღლეს ლიგაშიც მიგვიწვიეს. 1996 წლის დასაწყისი – პირველი თამაში ახალი შემადგენლობით”.

დღეს ვარდანი მოსკოვსა და ერევანს შორის ცხოვრობს. რეგულარულად მონაწილეობს “კომედი კლაბ”-ის გადაღებებში, მუშაობს 4 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ერევანში ბრუნდება 2 თვით. “უბრალოდ, ვერ გადავწყვიტე ოჯახის რუსეთში გადაყვანა. სამუშაოსა და იმ ბიჭების გარდა, რომლებსაც უკვე 100 წელია ვიცნობ, მოსკოვში ახალი მეგობრებიც შევიძინე: ანდრეი ავერინი, ზურაბ მატუა, გარიკ ხარლამოვი, თემურ ბატრუდინოვი და სხვები.

ვარდან ზადორიანი
ვარდან ზადორიანი

ვერ ვიტყვი, რომ მსკ-მ პიროვნულად შემცვალა. КВН-ში რომც არ მოვხვედრილიყავი, სხვა ადმიანი ვერ ვიქნებოდი, თუმცა მსკ-მა მასწავლა სხვაგვარად შემეხედა ადამიანებისთვის და მიმეღო ისინი მთელი თავიანთი ღირსებებითა და ნაკლით. ადამიანების უკეთ გაგება ვისწავლე”.

სომხური მსკ-ს შესახებ ორი ფილმი გადაიღეს: ერთ-ერთი “ერმი”-ს გუნდზე მოგვითხრობს, მეორე კი რეჟისორ ედუარდ ამბარცუმიანის შესახებ, რომელიც მთლიანად სომხურ მსკ-ს მიეძღვნა.

“მაშინ 14 წლის ვიყავი. ჩემი თაობის ახალგაზრდები უსაქმურები ვიყავით. სკოლის შემდეგ ორი ვარიანტი მქონდა: ან სახლში უნდა დავმჯდარიყავი, ან ეზოში ვმდგარიყავი. არცერთი ვარიანტი არ მომწონდა. იმ დროს ტელევიზორში ვხედავდი, როგორ მონაწილეობდნენ ჩვენი ბიჭები მოსკოვის მსკ-ში და როგორ აღწევდნენ წარმატებებს. სწორედ КВН-მა განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ. სტუდენტობის დროს ერევნის TV კომპანია “მირ”-ში მოვხვდი. პირველად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე და მაშინ დაიწყო ჩემი ამბიციები. მსკ-ზე ფილმის გადაღება მინდოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამისთვის გაბედულება და იმის აღიარება იყო საჭირო, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო. მაგრამ ეს იდეა იმდენად ღრმად მქონდა გულში, რომ ხელსაყრელ ვითარებას ვეძებდი. რამდენიმე დოკუმენტური ფილმის გადაღების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი მსკ-ზე ფილმის გადაღების ფიქრებს.

დავუკავშირდი მარკ საგატელიანს და გადაღებების დაწყებაზე შევუთანხმდი. უნდა ვაღიარო, რომ იმ დროისთვის არც საჭირო ტექნიკა მქონდა და არც სხვა სახსრები. ერთადერთი – მომცეს კამერა, შტატივი და არქივის ჩანაწერები. თავისი არსით ეს აბსოლუტურად ავანტიურისტული პროექტი იყო.

კარგად მახსოვს მოსკოვში პრემიერის დღე. შევდივარ კინოთეატრში, ვდგავარ ფოიეში და ვსაუბრობ. უცებ ვიგრძენი, რომ ყველამ ერთად შეაბრუნა თავი და მიაშტერდა ერთ წერტილს. მეც გავიხედე და დავინახე გარიკ მარტიროსიანი, არსენ დანიელიანი, რაფაელ მინასბეკიანი, არტურ ჯანიბეკიანი… იმის შეგრძნება, რომ შენი კუმირები, ადამიანები, რომლებზეც ორიენტირებული იყავი და რომლებსაც შენი სამუშაო უკავშირდება, ძალზედ ძვირფასია. რა თქმა უნდა ჩვენ მანამდეც გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ როდესაც ყველა ერთად ჩემი ნამუშევრის შესაფასებლად შეიკრიბა, სულ სხვა შეგრძნებაა. ასე, რომ მე ძალიან ვემადლიერები ამ ფილმს, რომელმაც მე ცოტა ხნით მაინც დამაბრუნა წარსულში.

ედუარდ ამბარცუმიანი
ედუარდ ამბარცუმიანი

КВН – ეს არის გარემო, სადაც სწავლობ საკუთარი პოზიციების დაცვას, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, საკუთარი შეცდომების მიღებას, პრობლემების გადაჭრასა და გამარჯვებას. მისი წყალობით სწავლობ, რა არის გუნდი და გუნდური სული.

წელს “ერმი”-ს გუნდს 25 წელი უსრულდება, ზუსტად ამდენივე წლისაა სომხეთის რესპუბლიკა. ეს გუნდი ეკრანებზე თავისი გამოჩენის პირველივე წუთიდან იქცა პრაქტიკულად მთელი სომხური ერის მხიარულებისა და სიამაყის წყაროდ. მხიარულების, სინათლისა და იმედების ფეიერვერკი, რომელმაც მხიარულთა და საზრიანთა სცენიდან გააქრო სიცივე და სასოწარკვეთილება. ოპტიმიზმის ნაპერწკალი, რომელიც დღემდე ბევრი ადამიანის გულში სწორედ ამ გუნდისა და ამ ბიჭების წყალობით არსებობს.

P.S. სამწუხაროდ დღეს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ზოგიერთი ძალზედ ბრწყინვალე წარმომადგენელი: მარკ საგატელიანი, არტურ ტუმასიანი…

ჩვენს შორის აღარ არის. თუმცა, ბიჭებო, ჩვენ გვახსოვხართ!

მოამზადა არმინე აგარონიანმა