სომხური დრამის ოცდამეათე დაბადების დღე ერევანში საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნა, თუმცა თავიდან მასშტაბური ზეიმი იგეგმებოდა. გასული წლების განმავლობაში დრამმა, დამოუკიდებლობის პირველი წლების მძიმე ეკონომიკურ პირობებში, არა მხოლოდ თავის გადარჩენა შეძლო, არამედ გააძლიერა საკუთარი პოზიცია არანაკლებ რთულ გლობალურ პოლიტიკური და ეკონომიკურ პირობებში.
როგორც სომხეთის ცენტრალურ ბანკში Dalma News-ისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნეს, ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1993 წლის 22 ნოემბერს ჩაეშვა და სომხეთის ისტორიულ კალენდარში ახალი დღესასწაული – დრამის დღე გამოჩნდა. ბერძნული სიტყვა “დრაქმა”, ნიშნავს “ფულს”. ერთი დრამი ასი ლუმის ტოლია, მაგრამ სუსტი მსყიდველობითი უნარის გამო ეს პატარა მონეტა დღეს არ გამოიყენება. შექმნიდან ცოტა მოგვიანებით, საერთაშორისო ბანკნოტების სისტემაში, დრამმა მიიღო კოდი – ISO 4217 – AMD, ხოლო კარენ კომენდარიანმა და რუბენ არუჩიანმა, სომხური ანბანის საფუძველზე, შეიმუშავეს დრამის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც პირველად 2007 წელს, მე-10 000-ე ბანკნოტის უკანა მხარეს განთავსდა.
2008 წლის 22 ნოემბერს, სომხეთის ცენტრალურ ბანკში ედუარდ შაჰიკიანის მიერ შექმნილი სომხური დრამის ბრინჯაოს ძეგლი გაიხსნა. მისი თქმით, ეს იდეა მოულოდნელად გაჩნდა და „გადაწყდა, რომ ყველაზე რეალისტური ვარიანტი იქნებოდა სომხური ანბანის ორმხრივი ასო „დ“ («Դ»), რომელიც ორი ხაზით დაიხატებოდა“, – განაცხადა მან პრეზენტაციაზე. როგორც ადგილობრივები ხუმრობდნენ, ეროვნული ვალუტა თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა დახურულ ციკლში- “ლევონიდან ლევონამდე”. პირველი სახელი გულისხმობს კილიკიის სომხეთის მმართველს ლევონ I-ს, რომლის სახელსაც უკავშირდება ვერცხლის “ტრამის” (დრამის) მონეტა, ხოლო მეორე – მესამე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომელმაც დრამი თავის ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნა.
წლების განმავლობაში დრამმა არაერთხელ შეიცვალა გარეგნობა და 2019 წელს ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ სომხური 50 ათასიანი კუპიურა მსოფლიოს ბანკნოტების ტოპ ათეულში დაასახელა. ექსპერტების აზრით, დრამმა ოცდამეათე წლისთავს შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში მიაღწია. ევრაზიის განვითარების ბანკის (EDB) ანალიტიკოსების ინფორმაციით, სომხური ვალუტა 2023 წლის ივლისის ბოლოს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40 პროცენტით გამყარდა.
“2022 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან სომხური დრამი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში სტაბილურ გამყარებას ავლენს. ამრიგად, აღნიშნულ პერიოდში სომხური დრამი გამყარდა შემდეგი ვალუტების მიმართ: დოლარი 19,8%-ით, ევრო 21,7%-ით და რუსული რუბლი 32,4%-ით”, – ნათქვამია კვლევაში.
ამას ძირითადად ხელს უწყობს რუსული რელოკაციური ბიზნესის შემოდინება, რის შედეგადაც ეროვნული ვალუტა დასაშვებზე მეტად გამყარდა. მაგრამ, როგორც იმავე მიმოხილვაშია აღნიშნული, უცხოური ვალუტის გადაჭარბებულმა მიწოდებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს, რაც, შესაბამისად, ადგილობრივი კომპანიების უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შემცირებას და სომხური ექსპორტის პოზიციის შესუსტებას გამოიწვევს.
ეკონომისტები ამ ფენომენს “ჰოლანდიურ დაავადებას” უწოდებენ. ეს ტერმინი მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში, ნიდერლანდებში წარმოიშვა. იქ, სადაც ნავთობისა და გაზის დიდი მარაგები აღმოაჩინეს. მაგრამ როდესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა შევიდა, ამან ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია.
მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაციებამ შეიძლება მხოლოდ გააუარესოს სიტუაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი გადაწყვეტს დატოვოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, როგორც მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს. როგორც Dalma News-ისთვის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრმა თათულ მანასერიანმა აღნიშნა, EAEU-დან გასვლა ქვეყნის თვითმკვლელობის ტოლფასია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
“უარი ვთქვათ იმ დროს, როცა ეკონომიკური ზრდის შენელებას და კლება დაფიქსირდა? შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რუსეთის ფედერაციასა და ევრაზ. ეკ. კავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის გაფართოების, რელაკანტების ჩასვლისა და უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის შედეგი იყო. უბრალოდ გულუბრყვილობაა იმის იმედად ყოფნა, რომ ასე გაგრძელდება. ასეთ პირობებში იმაზე უარის თქმა რაც უკვე გვაქვს, თანაც სამაგიეროს მოთხოვნის გარეშე, უბრალოდ არაპროფესიონალობად მიმაჩნია. მეტიც, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, ან სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ სტრუქტურას სომხეთისთვის ჯერ არ შეუთავაზებია მსგავსი პირობები, ან რეალური ალტერნატივა”, – ამბობს ეკონომისტი.
მართლაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში სომხური პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სივრცეში ინდუსტრიულ თანამშრომლობასთან, რომლის წყალობითაც სომხეთი უზრუნველყოფს წლიურ ეკონომიკურ ზრდას 1-დან 1,5 პროცენტამდე. სომხეთში რუსული ინვესტიციები კი ყოველთვის პირველობდა. თუმცა, რუსეთიდან დასავლეთისკენ და უკვე დადასტურებული ეკონომიკური მოდელიდან შებრუნებამ, შესაძლოა არაპროგნოზირებადი და სამწუხარო შედეგები გამოიწვიოს.
რაც შეეხება უშუალოდ იუბილეს, ის გასაგები მიზეზების გამო არ აღინიშნა. მაგრამ სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევაში წარადგინა ლიტვაში მოჭრილი ვერცხლის სამახსოვრო მონეტა “ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილე”, რომელიც, სავარაუდოდ, ნუმიზმატიკოსთა კოლექციებში მოხვდება, რადგან მხოლოდ 400 ცალი დაიბეჭდა. სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ორგანიზაცია “My Forest Armenia”-თან თანამშრომლობით, გაზაფხულზე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ლორის რეგიონის ორ თემში საზეიმოდ დარგეს 160 000 ხე. სომხეთის ისტორიის მუზეუმში ცოტა ხნის წინ, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეროვნული ვალუტის ეტიმოლოგიასა და განვითარებას, სადაც მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა და მკვლევარებმა აშშ-დან, რუსეთიდან, ლიბანიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და ირანიდან.
როგორც Dalma News-ისთვის გაკეთებულ კომენტარში სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ჰოვანეს ხაჩატრიანმა განაცხადა, განიხილეს მნიშვნელოვანი ნუმიზმატიკური ამოცანები მათი ისტორიული, კულტურულ-ისტორიული, თანამედროვე, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კონტექსტში. ასევე, შემოდგომის დასაწყისში, სომხეთის პრეზიდენტმა ბანკის თანამშრომლებს უმასპინძლა, სადაც ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ვალუტის შექმნისა და დანერგვის ისტორიულ ეპიზოდებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სომხური ვალუტების ისტორიულ გზას, უძველესი დროიდან დღემდე.
ნათელა ოგანიანი