სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” (სრპ) გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა თითქმის 50% დააგროვა, რაც არჩევნებშ მონაწილე სხვა პოლიტიკური ძალების მაჩვენებლების გათვალისწინებით, მეექვსე მოწვევის ეროვნულ კრებაში მანდატების 50%-ზე მეტს ნიშნავს.
ამ არჩევნებზე სრპ ორსახოვანი იანუსის როლში იყო. ერთი მხრივ ოდიოზურ ოლიგარქებს და ადგილობრივ თავადებს უნდა გაემარჯვათ, მეორე მხრივ – მაღალი პირადი რეიტინგის მქონე კარენ კარაპეტიანს, საარჩევნო სიის პირველი ათეულის რესპექტაბელურ “რესპუბლიკელებთან” ერთად, რომელსაც თავად პრემიერი სათავეში არასაკმარისი ბინადრობის ცენზის გამო ვერ ჩაუდგა. ნომერი პირველი თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი გახდა, რომელიც ბევრი თავისი თანაპარტიელისგან განსხვავებით სკანდალებში არ არის გახვეული.
ამასთანავე, საარჩევნო კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების წყალობით, სრპ-მ ვითარების გაკონტროლების შესაძლებლობა იმ მექანიზმის დახმარებით უზრუნველყო, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავადაც კი, პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.
მეორე ადგილზე “ცარუკიანის” ბლოკი 27,32%-ით გავიდა. ეს პოლიტიკური ძალა თავის გამარჯვებას თავისივე ლიდერის გაგიკ ცარუკიანის იმიჯს და ფინანსურ შესაძლებლობებს, ასევე მის ფრთებქვეშ შემოკრებილ გავლენიან ადამიანებს უმადლის. ამ ფაქტორების წყალობით, ბლოკი ერთადერთი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა, რომელმაც საარჩევნო ქრთამის დარგების საკითხში კონკურენტობა სრპ-ას გაუწია.
ბლოკს თავისი ადმინისტრაციული რესურსებიც გააჩნდა, რასაც კოტაიკსკის ოლქში, რომელიც ცარუკიანის “სამფლობელოდ” ითვლება, სრპ-აზე გამარჯვება ადასტურებს. გარდა ამისა “რესპუბლიკური პარტიიდან” რამდენიმე წევრის გადასვლამ თავისი წილი გავლენა მოახდინა. მათი მხარდაჭერის წყალობით, ბლოკმა სრპ არტაშატშიც დაამარცხა, რომლის მერი ცარუკიანის სიძე არგამ აბრაამიანი (ექსპრემიერის, რესპუბლიკური პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასული ოვიკ აბრაამიანის ვაჟი).
მომავალი პარლამენტის შემადგენლობაში სრპ-ის პარტნიორი მემარჯვენე კოალიციაში, სომხური რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტიუნიც” შევიდა. ერთ-ერთ უძველეს სომხურ პარტიას, რომელიც დასაბამს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან იღებს, ამომრჩევლების 6,75%-მა მისცა ხმა. პარტიას განვითარებული პარტიული ორგანიზაცია, სომხეთის ყველა რეგიონში არსებული წარმომადგენლობა დაეხმარა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, ხელისუფლებასთან კოალიციაში ყოფნის შედეგად შექმნილი იმიჯის პრობლემების ნიველირებაში დაეხმარა.
მესამე ადგილზე ხმათა 7,77%-ით გავიდა ბლოკი “ელქ” (გამოსავალი), რომელიც პარტიებმა “სამოქალაქო შეთანხმება”, “ნათელი სომხეთი” და “რესპუბლიკა” შექმნეს. ამ პარტიების ლიდერები ახალი თაობის ოპოზიციური ლიდერები არიან. ესენია: ნიკოლ პაშინიანი და ედმონ მარუქიანი, ასევე სომხეთის ეროვნული გმირის ვაზგენ სარქისიანის ძმა, ექსპრემიერი არამ სარქისიანი.
სომხეთის პოლიტიკური რეალიების შესახებ საუბრისას უნდა ითქვას ისიც, რომ ღვიძლი ძმა – არმენი, რომელიც არამ სარქისიანის დროინდელ მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სიის ნომერი პირველი კანდიდატია.
აღსანიშნავია იმ პოლიტიკურ ძალთა ანალიზი, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. ესენი არიან პირველ რიგში – სომხური პოლიტიკის ვეტერანები. ბოლოდროინდელი არჩევნები, სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის და მისი თანაპარტიელების, ფაქტობრივ პოლიტიკურ დაკრძალვად იქცა. წლების განმავლობაში სომხეთის პოლიტიკური ველის ოპოზიციური ნაწილის ლიდერად აღიარებულმა ძალამ, რომელიც სათავეში ბლოკ “კონგტრესი-სსპ”-ს ჩაუდგა, ხმათა მხოლოდ 1,65% დააგროვა.
ამ არჩევნებზე ტერ-პეტროსიანს ვერც ყარაბაღის თემით სპეკულირება და მშვიდობიანი თანაცხოვრების გულწრფელი სურვილი დაეხმარა. ფაქტობრივად, სომხურმა საზოგადოებამ მკაფიოდ და გასაგებად უპასუხა კითხვაზე: მზად არის თუ არა ყარაბაღის საკითხში ცალმხრივ დათმობებზე წავიდეს. სომხეთის მოსახლეობა ერთხმად პასუხობს – არა!
საერთოდ გასაკვირია ის, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში ყარაბაღული მოძრაობის ტალღით და სომხეთის და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების ლოზუნგით მოვიდა, შემდეგ მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყარაბაღისგან “თავის დაღწევას” ცდილობს.
ეს არჩევნები პოლიტიკური კრახით კიდევ ერთი ცნობილი ოპოზიციური მოღვაწის – პარტია “მემკვიდრეობის” ლიდერის რაფი ოვანისიანისთვის დასრულდა. ამ უკანასკნელმა 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმათა 40% დააგროვა. თუმცა, ეს იმის წყალობით მოხდა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე სხვა, არასახელისუფლებო გავლენიანმა პირებმა თქვეს უარი. 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ “მემკვიდრეობა” მუდმივად შიდა სკანდალებში ეხვეოდა, მის რიგებს ცნობილი წევრები ტოვებდნენ, პარტია გაურკვეველ კავშირებს ამყარებდა და წყვეტდა, როგორც თავის დროზე “თავისუფალ დემოკრატებთან” მოხდა. საბოლოო ჯამში, ოვანისიანმა არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებიდან ახლად გამომცხვარ ოპოზიციონერებთან ერთად მიიღო. ესენია: თავდაცვის ექსმინისტრი სეირან ოჰანიანი და საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ვარდან ოსკანიანი. თუმცა, საზოგადოებამ ასეთი ალიანსი და პოლიტიკური ამნეზია შესაბამისად შეაფასა, რასაც მათ მიერ დაგროვებული ხმათა 2,07% ადასტურებს.
კიდევ უფრო კატასტროფლი შედეგი აჩვენა “მემკვიდრეობის” ყოფილმა პარტნიორმა პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები”, რომელმაც ხმათა 1%-იც კი ვერ მოაგროვა. როგორც ჩანს, ევრაზიული კავშირიდან გასვლის იდეამ, სომხური საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. შემთხვევითი არც ის არის, რომ სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მოწინააღმდეგე კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ – ბლოკმა “ელქ” თავი შეიკავა კავშირიდან გასვლის აუცილებლობაზე განცხადებების გაკეთებისგან.
“თავისუფალი დემოკრატებისთვის” შესაძლოა, ეს ორმაგად საწყენია, რადგანაც სომხეთის კომუნისტურმა პარტიამ თითქმის იმდენივე ხმა დააგროვა, რამდენიც მან.
თუმცა, ფიასკო მოელოდათ არა მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციონერებს, არამედ სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” დიდი ხნის პარტნიორებს სხვადასხვა კოალიციაში, მაგალითად, პარტია “ორინაც ერკირს”. პარტიის რებრენდიგს, ვერც ახალმა სახელწოდება “სომხეთის აღორძინებამ” უშველა. მან ხმათა მხოლოდ 3,71% დააგროვა. თუმცა, როგორც „დაშნაკცუტიუნის“ შემთხვევაში, პარტიის ნაცვლად მთელს სომხეთში არსებულმა განვითარებულმა პარტიულმა ქსელმა ითამაშა, რისი წყალობითაც საარჩევნო რბოლის აუტსაიდერებს შორის ყველაზე საუკეთესო შედეგი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამი პოლიტიკური ძალა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ან ხელისუფლებაში არიან, ან კიდევ მასთან მჭიდრო კავშირში, გაგიკ ცარუკიანის უპრობლემო ბიზნესს ადასტურებს. საერთო ჯამში მათ ხმათა 83% მიიღეს და ეს ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, სადაც საზოგადოება ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილებას პერმანენტულად გამოხატავს.
საზოგადოება ცვლილებებს მოითხოვს. ამით აიხსნება სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” რიგებში “კოსმეტიკური რემონტი” და მის ავანსცენაზე ახალი პიროვნებების გამოჩენა. თუმცა ხელისუფლებაში რეალურად ხარისხიანი ცვლილებების მოხდენის გარეშე, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა მოემსახუროს, ქვეყანაში საკმაოდ საშიში მოვლენები განვითარდება. ოპოზიციურად განწყობილი უმცირესობა სულ უფრო მეტად გადაიხრება იმ მოსაზრებისკენ, რომ ქვეყანაში კანონის ძალით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია და ძალადობრივი აქციების გამართვას დაიწყებს. როგორც ეს შარშან, ივლისში მოხდა, როდესაც ჯგუფმა “სასნა ცრერმა” სომხეთის პოლიციის სამსახურის საპატრულო დანაყოფი ჩაიგდო ხელში.
მოამზადა ჰაიკ ხალათიანმა