მიმდინარე წლის ყურძნის მოსავლის აღების საკითხები განიხილეს, პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანის ხელმძღვანელობით სომხეთის მთავრობის 6 აგვისტოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ დაინტერესებული უწყებებისა და საწარმოების ხელმძღვანელები.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სავარაუდოდ 280 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს მიიღებენ, რომელთაგან 196 ათასი ტონა უნდა გადაამუშაონ, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება 160 ათასი ტონა.
აბრამიანის თქმით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურძნის აღების პროცესის მომზადებას და მზად არის ითანამშრომლოს გადამამუშავებელ კომპანიებთან ყურძნის დამატებითი რაოდენობის ათვისების პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით.
“დღეისთვის დღის წესრიგში დგას საკითხი: მოვემზადოთ ყურძნის სეზონისთვის, ძალიან მინდა თქვენგან მოვისმინო, როგორი მექანიზმების გამოყენება და ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი, რათა შევძლოთ ჩვენი გლეხებისგან მოსავლის შეძენა,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი, მიმდინარე წელს ყურძნის შეძენასთან დაკავშირებით მოსხენებით გამოვიდა.
სხდომის შედეგების შეჯამებისას პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა გლეხებს არ დარჩეთ ყურძენი და გადამამუშავებელმა კომპანიებმა იყიდონ მათი მოსავალი. აბრამიანის თქმით, მთავრობა ცენტრალურ ბანკთან ერთად განიხილავს ამ საკითხს და მეთვალყურეობას გაუწევს, რომ ფინანსურ რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს.