სომხეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანის ხელმძღვანელობით, 21 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
პეკინში აბრამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კეციანს, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის თავმჯდომარე ხუ სიაოლიანს, ჩინეთის სამოქალაქო საინჟინრო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტსა და კომპანიის პირველ მდივანს სონ ენომს შეხვდება.
აბრამიანის ხელმძღვანელობით სომხეთის დელეგაცია ჩინეთში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 24 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესაწაულო მიღებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შემდეგ აბრამიანი სიანში (შენსის პროვინციაში) გაემგზავრება, სადაც ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება და ფორუმის ფარგლებში აბრამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრს ვან იუნს შეხვდება.