“სომხეთის ელექტროქსელმა” აუდიტის სამსახურზე კონკურსი გამოაცხადა, – ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.
2009-2014 წლებში შეთანხმებული პროცედურების აუდიტის ხარჯების, შესაბამისობისა და შესრულების ტექნიკური სამუშაო სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.
წინასწარი შეფასებით, აუდიტი დაახლოებით 3 თვეს გასტანს.
საკონკურსო განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 სექტემბერი. იმავე დღეს გაიხსნება სატენდერო წინადადებების კონვერტები.