სევანის ტბიდან ირანში წყლის გადაქაჩვასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლო და უკიდურესი სისულელეა. – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა რესპუბლიკის ეკოლოგიის მინისტრმა არამაის გრიგორიანმა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას.
“რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი ხდება და არც შეიძლება მოხდეს,”- განაცხადა მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინათ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ირანმა განიზრახა სომხეთისა და საქართველოსგან შეიძინოს წყლები, ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ურმიას ტბის შესავსებად. ირანის სახელმწიდო სააგენტო “ირნასთან” ინტერვიუში გავრცელებული ხმები უარყო, ტბების აღდგენის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა მასუდ ტაჯრიშიმაც.