კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (NIIRK) 2022 წელს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების (გარდა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოებისა) საკომუნიკაციო რეჟიმების ყოველწლიური მონიტორინგი ჩაატარა. კვლევის მიხედვით, სომხეთი რუსეთისადმი ყველაზე მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების ხუთეულში შევიდა და მეხუთე ადგილზეა.
ზოგადად, 2022 წელს მეგობრული კომუნიკაციური რეჟიმების ჯგუფში 8 ქვეყანა, შედარებით მეგობრული – 2 ქვეყანა და არამეგობრული – 4 ქვეყანა შევიდა. ბელორუსი რეიტინგში პირველ ადგილზეა. მეორე და მესამე ადგილები ყირგიზეთმა და უზბეკეთმა გაინაწილეს, შემდეგ მოდის ყაზახეთი და ხუთეულს სომხეთი ასრულებს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ გამოვლინდა ცვალებადი საკომუნიკაციო რეჟიმების ჯგუფი (სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი), რომლებშიც სავარაუდოდ 2023 წელს მეგობრული კომუნიკაციების განვითარების პირობები შეიცვლება. ცვლილების ვექტორი ასევე, დამოკიდებული იქნება რუსეთის უნარზე აირჩიოს სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიები.
„ზოგადად, მეგობრულ ქვეყნებში ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მიმართ შინაგან პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც კეთილგანწყობის კონცეფცია ადრე ინერციით იყო რეპროდუცირებული (მუშაობდა ჰომეოსტაზის მექანიზმი), ახლა საჭირო გახდება ძალისხმევა, შესაძლოა, კომუნიკაციების განვითარების სპეციალური პროექტები და პროგრამები (ყაზახეთი)“, – ნათქვამია კვლევაში.
Dalma News-მა გაარკვია, თუ როგორ აფასებენ ექსპერტები ამ მონიტორინგის შედეგებს.
სომხეთის საგარეო პოლიტიკა მკაფიო უნდა იყოს
როგორც ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა არამ საფარიანმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ სომხეთი რუსეთისადმი ყველაზე მეგობრული ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, კარგია. თუმცა, მისივე თქმით, შარშან ანალოგიური რეიტინგით ყაზახეთი მეორე ადგილზე იყო, ხოლო სომხეთი – მესამეზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებმა 2022 წელს თავიანთი ადგილები დათმეს.
„კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი მერყევი ქვეყნებია და მათი პოზიციები 2023 წელს, შესაძლოა ისევ შეიცვალოს. ეს ცვლილებები შესაძლოა დამოკიდებული იყოს რუსეთის უნარზე გავლენა მოახდინოს ამ ქვეყნებთან და მათ შორის სომხეთთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება კვლევების შესწავლის შემდეგ სომხეთის ხელისუფლების მიერ დასკვნების გამოტანის საკითხს, საფარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ღრმად აცნობიერებს ეკონომიკის, პოლიტიკის, უსაფრთხოების, სამეცნიერო, კულტურული და ჰუმანიტარული განვითარების სფეროების ინტერესებს და ჩნდება რუსეთთან თანამშრომლობისა და ყოვლისმომცველი ურთიერთქმედების განვითარების საჭიროება.
„თანამედროვე მრავალ პოლარული სამყაროს რეალობა, გლობალური ჰიბრიდული ომი და დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება პატიოსანი, გულწრფელი, ყველასთვის გასაგები პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავების აუცილებლობას ჰკარნახობს. სომხეთის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, მოკრძალებული და გამჭვირვალე მსოფლიოს ყველა პოლუსისთვის, არ უნდა იწვევდეს ეჭვს და უნდობლობას. ამისთვის კი მუდმივი კონსულტაციების, კოორდინაციისა და ზუსტი მოქმედებების ცოცხალი მექანიზმები გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის კონსტრუქციული მონაწილეობისთვის, სომხურ-რუსული სტრატეგიული კავშირის განვითარებისთვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ღირსეული წვლილისთვის ახალი არგუმენტები მოიძებნება“, – დასძინა მან.
სიახლე კარგია, მაგრამ არის რაღაც, რაზეც უნდა დავფიქრდეთ
საერთაშორისო ექსპერტი, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრი გრიგორ ბალასანიანი კვლევის წაკითხვის შემდეგ აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით სიახლე კარგია, მაგრამ 2021 წლის შედეგებთან შედარებით სომხეთის პოზიცია შემცირდა – 61,7%-დან 58,3%-მდე. ასე რომ, არის რაღაც, რაზეც უნდა დავფიქრდეთ და ვიმუშაოთ.
„დიახ, სომხური საზოგადოება რუსეთს კვლავაც მეგობარ ქვეყნად განიხილავს, რაც უდავოდ ძალიან კარგი და ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ მჯერა, რომ თუ სომხურ საზოგადოებაში შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარდა, დასავლეთი ნელ-ნელა მიზანს მიაღწევს და სომხეთს „ანტირუსულად“ აქცევს”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამის წინაპირობა უკვე არსებობს და სამწუხაროდ, სომხურ-რუსული სტრატეგიული გაერთიანების წინააღმდეგ მიმართულ ამ საქმიანობაში ხანდახან სომხეთის ხელისუფლებაც არის ჩართული.
ამას მოწმობს ისიც, რომ საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან ე.წ. სოროსელები და დასავლური წრეების წარმომადგენლები, პრემიერი რეგულარულად მართავს შეხვედრებს რუსოფობიური შეხედულებების მქონე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან და ა.შ.
„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის პროცესი დაიწყო, რამაც მოსკოვი უნდა შეაშფოთოს. რუსეთმა უნდა ჩაატაროს აუდიტი ზოგიერთ საკითხზე – გაამკაცროს პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ, იმუშაოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ა.შ., რაც ხელს შეუწყობს სომხურ საზოგადოებაში პრორუსული ურთიერთობების გააქტიურებას“, – დარწმუნებულია გრიგორ ბალასანიანი.
ორიენტირი რუსეთისთვის
NIIRK-ის დირექტორის ვლადისლავ გასუმიანოვის თქმით, მეგობრულობის რეიტინგი არის საორიენტაციო ნიშანი როგორც რუსეთისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის.
„რუსეთისთვის ეს არის შესაძლებლობა შეაფასოს და გადახედოს მეზობლებთან ურთიერთობის პერსპექტივებს, სისტემას და მიმართულებებს. სხვა ქვეყნებისთვის ეს არის დაფიქრების, პრიორიტეტების დალაგებისა და ნაბიჯების სწორად განსაზღვრის საშუალება“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ის, რაც დღეს კეთდება, მომავალში არა მხოლოდ ნაყოფს გამოიღებს, არამედ მას განსაზღვრავს.
„რუსეთი თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მომავალ ურთიერთობებსა და ახალ მსოფლიო წესრიგს უყრის საფუძველს. რუსეთი იყო და რჩება ევრაზიული სივრცის საყრდენი სახელმწიფო და გლობალური პროცესების მთავარი სუბიექტი. ამიტომ თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რა ადგილს დაიკავებს ის ახალ კოორდინატთა სისტემაში“, – აცხადებს გასუმიანოვი.
მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (NIIRK) წარმოადგენს ქვეყნებს შორის და კულტურათაშორისი კომუნიკაციების ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდოლოგიის შემუშავების ცენტრს, ატარებს კვლევით, ინფორმაციულ, საგამომცემლო, საპროექტო მუშაობას მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების, სამეცნიერო დიპლომატიის, ქვეყნებისა და რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებზე, შეიმუშავებს პროექტების დოკუმენტებს, რეკომენდაციებს ხელისუფლებისა და ადმინისტრაციისთვის რუსეთსა და უცხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების სფეროში.
ლინა მაკარიანი