სომხეთის ეკონომიკაში დადებითი შედეგები ფიქსირდება, რაც ევრაზიის ექსპერტთა კლუბის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გააკეთონ საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები ეკონომიკის 8,5%-მდე ან უფრო მეტი ზრდის შესახებ.
ასე რომ, ევრაზიის ექსპერტთა კლუბმა, ცნობილ ეკონომისტთა ჯგუფების მიერ ტრადიციული მეათე ექვსთვიანი ეკონომიკური კვლევა ჩაატარა და შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. პრესკონფერენციაზე “სომხეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ ნახევარში, ევრაზიის ეკ. კავშირში გაწევრიანების კონტექსტში”, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში მრეწველობისა და ვაჭრობის ზრდას ხელს უწყობდა ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული პროდუქციის (ოქრო) გადამუშავების და მათთან საგარეო ვაჭრობის განვითარება. ინდუსტრიული ზრდის უფრო ზომიერი ტემპებითაც კი, სომხეთი ევრაზიის ეკ. კავშირის ქვეყნებს შორის, სამრეწველო წარმოების ზრდის თვალსაზრისით ლიდერობს.
და მაინც, არსებობს კიდევ ერთი “მაგრამ”:
„წლის შუა რიცხვებში მრეწველობის ზრდის ტემპი შენელდა და ეს საიუველირო სექტორში არსებული შეფერხებებით აიხსნება. რაც შეეხება მომავალს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთის გავლით რუსული ოქროს ნაკადების რეექსპორტის შეწყვეტა გავლენას მოახდენს მთლიანობაში ამ სექტორის ზრდის ტემპზე. წლის პირველ ნახევარში მრეწველობისა და ვაჭრობის ზრდას კვლავაც ხელს უწყობდა ძვირფასი ლითონების (ოქრო) გადამუშავება და მათი საგარეო ვაჭრობის ზრდა, ასევე ფინანსური საქმიანობის დინამიკაში მოცულობის ზრდა.. თუმცა, ინდუსტრიული ზრდის უფრო ზომიერი ტემპებითაც კი, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის ლიდერია სამრეწველო წარმოების ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა საფარიანმა.
მისივე თწმით, შეიცვალა სომხეთის ექსპორტის სტრუქტურაც და ექსპორტის გეოგრაფიაც. ამრიგად, ძვირფასი ქვები და ლითონები მთლიანი ექსპორტის მოცულობის 62,4%-ს შეადგენს. ტექსტილისა და ფეხსაცმლის პროდუქციამ 42.7%-ით, ხოლო სამთო მადნისა და კონცენტრატის ექსპორტი 18.5%-ით გაიზარდა. ამასთან, ექსპორტის კლება დაფიქსირდა ტრადიციულ კატეგორიებში: ლითონებისა და მათგან დამზადებული პროდუქტების ექსპორტი შემცირდა 2,3-ჯერ, მანქანები და აღჭურვილობა – 12,4-ით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები – 17, თამბაქოს ნაწარმი – 6,1%, ალკოჰოლური და რბილი. სასმელები 1,0%-ით და ქიმიკატები 31,0%-ით.
”ეკონომიკის ძირითად სფეროებში, ამ კლებამ, სომხეთის ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი სტაბილურობის თვალსაზრისით, ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია ,” – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ექსპორტის გეოგრაფიულ სტრუქტურას, სურათი ასეთია: საექსპორტო მთავარ მიმართულებად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროები იქცა. ამ რეგიონში ექსპორტი 497%-ით გაიზარდა და 3,82 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ექსპორტის 48,2%-ს შეადგენს. ექსპორტი დიდ ჩინეთში (ჰონკონგის ჩათვლით) 622%-ით გაიზარდა და 2,04 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მთლიანი ექსპორტის 25.7%-ს შეადგენს. ამასთან, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 19,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
არამ საფარიანმა დასძინა, რომ რეექსპორტი მთავარ ფაქტორად იქცა, რომელიც გავლენას ახდენს სომხეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე 2024 წლის პირველ ნახევარში.
„ოქრო რეექსპორტის მთავარ პროდუქტად იქცა. რუსეთი ოქროს რეექსპორტის მთავარი წყაროა. 2024 წლის პირველ კვარტალში მთელი რუსული ოქროს ექსპორტის 88% სომხეთზე გადიოდა. 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 9,2%-იანი ზრდა დიდწილად ოქროს რეექსპორტითაა განპირობებული. ეს აჩვენებს, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდა დასაანგარიშებელ პერიოდში დიდწილად არის დამოკიდებული დროებით და პოტენციურად არასტაბილურ ფაქტორებზე“.
პროგნოზები
ევრაზიის ექსპერტთა კლუბი წლის ბოლოს ეკონომიკურ ზრდას 8,5% და უფრო მაღალ დონეზე პროგნოზირებს. ეს ოპტიმისტური განცხადება კვლევითი ცენტრის “ალტერნატივის” ხელმძღვანელმა, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრმა თათულ მანასერიანმა გააკეთა.
მან გაიხსენა, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 7%-ით არის გათვალისწინებული. საერთაშორისო ფინანსური ცენტრები ასევე საკმაოდ კეთილგანწყობილნი არიან თავიანთ პროგნოზებში: მაგალითად, ევრაზიის განვითარების ბანკი 2024 წლისთვის სომხეთის მშპ-ის 7.5%-იან, ხოლო 2025 წლისთვის – 4.2%-იან ზრდას პროგნოზირებს; მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკის ზრდას 2024 წლისთვის 5.5%-ს, ხოლო 2025 წლისთვის – 4,9%-ს ელის.
“მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ზრდა უმეტეს ინდუსტრიულ სექტორში 2022-2023 წლების მაღალი მაჩვენებლის შემდეგ შენელდა და რეექსპორტი შესამჩნევად შემცირდა, წლის ბოლოსთვის 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობთ. ზრდას ხელს შეუწყობს სამშენებლო ზრდის მაღალი ტემპები (+15.7% წ/წ იანვარ-ივნისში), ასევე კერძო ტრანსფერების დიდი ნაკადი, რომელმაც მხოლოდ წლის პირველ ნახევარში 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ხელოვნურად გაზრდის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა“, – აღნიშნა მანასერიანმა.
სტრუქტურული ცვლილებები
ექსპორტსა და იმპორტს შორის დაბალანსებული ურთიერთფარდობითობის შენარჩუნება ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველსაყოფად. ასეთი მოსაზრება ეკონომისტმა, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრმა აღასი ტავადიანმა გამოთქვა.
სწორედ მისმა კვლევამ გამოავლინა, თუ რა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები აჩვენა სომხეთის ეკონომიკამ 2024 წლის პირველ ნახევარში. ამასთან, ეკონომისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებები ძირითადად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის რესპუბლიკის წევრობით და გეოპოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული.
„ამ ცვლილებების ძირითადი ასპექტები იყო რეექსპორტის, განსაკუთრებით ოქროს მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა და საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიული სტრუქტურის ტრანსფორმაცია. ამ ცვლილებებმა გამოიწვია მშპ-ის ერთი შეხედვით შთამბეჭდავი 9.2%-იანი ზრდა 2024 წლის პირველ კვარტალში, თუმცა, უფრო ღრმა ანალიზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის კომპლექსურ სურათს გვაძლევს.
ამრიგად, 2024 წლის ივნისის ბოლო მონაცემებით, სომხეთის წლიურმა ექსპორტის მოცულობამ მიაღწია $13,1 მილიარდს, რაც წარმოადგენს 89,7%-იან ზრდას 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ექსპორტმა შეადგინა $6,9 მილიარდი. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ზრდა თითქმის მთლიანად განპირობებულია რეექსპორტის, განსაკუთრებით ოქროსა და ძვირფასი ლითონების მოცულობის გაზრდით. ძვირფასი ლითონებისა და ქვების კატეგორიის გარეშე (HS კოდი 71), ექსპორტი შეადგენს 4,9 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან შემცირებაზე 10,9%-ით 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 5,53 მილიარდი დოლარი იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოქროს რეექსპორტის ზრდა ფარავს სხვა საქონლის ექსპორტის შემცირებას და ეკონომიკის რეალური სექტორის პოტენციურ ნეგატიურ განვითარებას“, – აღნიშნა ტავადიანმა.
მაშ, რა შეიცვალა სომხური ექსპორტის სტრუქტურასთან დაკავშირებით? როგორც აგასი ტავადიანმა განაცხადა, დომინანტური კატეგორია გახდა ძვირფასი ქვები და ლითონები, რომლებიც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 62,4%-ს შეადგენს. ამ კატეგორიის ძირითადი ნაწილი ოქროა. 42,7%-ით გაიზარდა ქსოვილები და ფეხსაცმელი, ხოლო მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი – 18,5%-ით. თუმცა, ექსპორტის კლება შეინიშნება ტრადიციულ კატეგორიებში: ლითონებისა და მათგან დამზადებული პროდუქტების ექსპორტი შემცირდა 2,3-ჯერ, მანქანები და აღჭურვილობა – 12,4-ით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები – 17,0, თამბაქო – 6,1%, ალკოჰოლი და გამაგრილებელი სასმელები. – 1,0%-ით, ქიმიკატების – 31,0%-ით, ხოლო ელექტროენერგიის 35,5%-ით.
“ეკონომიკის საკვანძო სექტორებში ეს კლება შემაშფოთებელია სომხეთის ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი მდგრადობის საკითხში,” – განაცხადა მან.
ეკონომისტმა გაიხსენა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების კონტექსტში, რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთის ეკონომიკაზე. რუსეთში ექსპორტმა 2024 წლის პირველ ნახევარში 1,41 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21,1%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, რუსეთიდან იმპორტი 383%-ით გაიზარდა და 6,96 მილიარდ დოლარს მიაღწია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას შემდეგი დინამიკა აქვს: ბელორუსიაში ექსპორტი გაიზარდა 14,8%-ით და შეადგინა 52,3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ყაზახეთში 9,8%-ით გაიზარდა და 27,0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. იმპორტი ბელორუსიიდან 34,5%-ით შემცირდა და 33,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ყაზახეთიდან კი 13,0%-ით გაიზარდა და 10,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„ამგვარად, სომხეთის ეკონომიკამ 2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, რაც დიდწილად განპირობებულია რეექსპორტის, განსაკუთრებით ოქროს მოცულობის ზრდით. თუმცა, ამ ზრდას თან ახლავს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები და რისკები. ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში აქტივობის შემცირებამ და ექსპორტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გრძელვადიან პერსპექტივაზე“, – აღნიშნა მან.
აგასი ტავადიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სომხეთმა უნდა ისარგებლოს ინტეგრაციის უპირატესობით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ზრდის სტიმულირებისთვის. აუცილებელია სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე მუშაობა.
ლინა მაკარიანი