კომუნიკაციის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტმა (НИИРК) 26 თებერვალს წარმოადგინა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კომუნიკაციური რეჟიმების მონიტორინგის შედეგები და მეგობრობის რეიტინგი.
ინტეგრალური რეიტინგი შედგენილია სამ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით: НИИРК-ის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის რეიტინგი; რუსი ექსპერტების რეიტინგი; უცხოელი ექსპერტების რეიტინგი, – იტყობინება ანალიტიკურ-საინფორმაციო ცენტრი Verelq-ი.
კვლევის შედეგების მიხედვით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაზარდეს თავიანთი პოზიციები პოსტსაბჭოთა ქვეყნების კომუნიკაციური რეჟიმების რეიტინგში. სომხეთის მაჩვენებელი გაიზარდა 46-დან 51,5-მდე, ხოლო აზერბაიჯანის – 50,1-დან 54,7-მდე.
რეიტინგს, როგორც გასულ წელს, კვლავ სამხრეთ ოსეთი ლიდერობს. მისი მაჩვენებელი გაიზარდა 93,5-დან 94,8-მდე.
რეიტინგის ბოლოში ტრადიციულად უკრაინა და ბალტიის ქვეყნები (ესტონეთი, ლატვია და ლიტვა) მოხვდნენ.
„ჩვენი ინსტიტუტის მიერ 2021 წლიდან ჩატარებული კომუნიკაციური რეჟიმების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ქვეყნები ორიენტირდებიან თავიანთი სუვერენიტეტის ფაქტორების გააზრებისკენ, ერთის მხრივ, და საერთაშორისო კონკურენციისგან მზარდი დამოკიდებულებისკენ, მეორეს მხრივ.
რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტის გამწვავებამ პოსტსაბჭოთა ქვეყნები აიძულა კიდევ ერთხელ გადაეხედათ თავიანთი როლისა და ადგილისთვის გლობალურ და რეგიონულ პროცესებში, გაეანალიზებინათ პირობები და რესურსები მომავლისთვის.
ზოგი ქვეყანა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისკენ მიდის, ზოგი კი – საპირისპირო მიმართულებით, ზრდის მიუღებლობას და მტრულ განწყობებს.
შედეგად, მიუხედავად დეკლარირებული მრავალვექტორიანობისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები უახლოვდებიან ერთ-ერთ ძალოვან ცენტრს: პირობით „დასავლურ“ ცენტრს („დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს აშშ-ის ხელმძღვანელობით) ან „ახალ“ ცენტრს (ბრიქსის ქვეყნებს და იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ მის პოტენციალს და იზიარებენ მის ღირებულებებს).
ეს ტენდენციები გავლენას ახდენს კომუნიკაციური რეჟიმების ჩამოყალიბებულ ნორმებსა და მათ დინამიკაზე”, – განაცხადა კომუნიკაციის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (НИИРК) დირექტორმა ვლადისლავ გასუმიანოვმა პრეზენტაციის დროს.
“2024 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ათი ქვეყანა მოხვდა მეგობრული კომუნიკაციური რეჟიმების ჯგუფში (სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი). ერთი ქვეყანა (საქართველო) განთავსდა პირობითად მეგობრული/არამეგობრული ქვეყნების ჯგუფში. ხუთი ქვეყანა (მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა) მოხვდა არამეგობრული კომუნიკაციური რეჟიმების ჯგუფში.
2023 წელთან შედარებით, ჯგუფების შემადგენლობა არ შეცვლილა. თუმცა ჯგუფებში რეიტინგული პოზიციებისა და ქულათა მაჩვენებლების გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა. მცირედით გაიზარდა ყირგიზეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რეიტინგული ქულები. ყაზახეთის პოზიცია გაუმჯობესდა როგორც ქულების, ასევე რეიტინგის თვალსაზრისით. საქართველომ, რომელიც კვლავ რჩება თავის პირობით ჯგუფში, ოდნავ გაზარდა ქულები. აფხაზეთის ქულები შემცირდა, თუმცა მისი რეიტინგული პოზიცია შენარჩუნდა.
ქვეყნების ჯგუფებს შორის პოლარიზაცია კვლავ იზრდება. მეგობრულ ჯგუფში შემავალ ქვეყნებში ქულათა მაჩვენებლები ან გაიზარდა, ან შენარჩუნდა. არამეგობრულ ჯგუფში კი კვლავ იზრდება არამეგობრული განწყობები და ღია მტრული დამოკიდებულება (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა)”, – აღნიშნა НИИРК-ის სამეცნიერო მუშაობის დირექტორის მოადგილემ და კომუნიკაციური რეჟიმების მონიტორინგის ხელმძღვანელმა ვალენტინა კომლევამ.