აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი” თურქეთში საზღვაო პორტს ააშენებს, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა «Star»-ს მოემსახურება.
ამის შესახებ “facebook”-ის საკუთარ გვერდზე “სოკარის” შვილობილი კომპანიის, «SOCAR Turkey»-ს ხელმძღვანელი კიანან იავუზი წერს.
მისი ინფორმაციით, ნავთომგადამამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაწყებულია. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ქარხნის გახსნა კი, 2,5 წელიწადშია დაგეგმილი.
კიანან იავუზის თქმით, საზღვაო ესტაკადების მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება.