კომპანია SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელი მახირ მამედოვი აცხადებას, რომ კომპანია “სოკარი” საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდასა და კონტრაქტის გადახედვას არ გეგმავს.
როგორც bpn.ge, აზერბაიჯანულ trend.az-ის ინფორმაციაზე დაყრნობით იტყობინება, “სოკარსა” და საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის დადებული კონტრაქტი გაზის მოხმარების ყველა სოციალურ სახეობას ეხება.
“ეს კონტრაქტი ასევე არეგულირებს ტარიფს ბუნებრივ გაზზე. უახლოეს მომავალში ჩვენს შორის დადებული კონტრაქტის გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება გაზის კომერციულ ტარიფს, საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ტარიფის გადახედვას. თუმცა, მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – განაცხადა მახირ მამედოვმა. SOCAR Georgia Gas-ის კომერციული კლიენტებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური ერთ კუბურ მეტრზე 0,84 ლარს შეადგენს.
მანამდე Dalma News-მა გამოაქვეყნა ამონარიდი გაზეთ “რეზონანსის” სტატიიდან, სადაც საუბარია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა, საქართველოში გაზის საფასურის გაძვირების საფრთხე არსებობს. ქართველი სპეციალისტები საჭიროდ მიიჩნევენ, აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის ფასის საკონტრაქტო გადაანგარიშება გადაიხედოს.