შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კრიმინალის წინააღმდეგ უშაღავათო ბრძოლას იწყებს და აცხადებს, რომ უმკაცრესი იქნება რეაგირება უწყების თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტორში მისულმა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დაიცავს იმ რიგითი ადამიანების უფლებებსაც, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან.
“უშეღავათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ. უმკაცრესი რეაგირება მოხდება თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც. თითოეული ასეთი შესაძლო ფაქტი დეტალურად იქნება შესწავლილი და უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მოგეხსენებათ მე ვიცავ ყველას უფლებებს – ჩემი თანამშრომლების უფლებებსაც და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.