სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის საყოველთაო სპორტული კავშირის მე-11-ე სადელეგატო კრების მონაწილეებს მიესალმა.
სომხეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურმა პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა გაავრცელა:
“ძვირფასო თანამემამულენო!
მხურვალედ მივესალმები სომხეთის საყოველთაო სპორტული კავშირის მე-11-ე სადელეგატო კრების მონაწილეებს. სამშობლოში სხვადასხვა სომხური სტრუქტურის საერთო კრებად მოწვევა უკვე კეთილ ტრადიციად, უაღლესად მნიშვნელოვან და ძვირფას მოვლენად იქცა. ამ ხაზს არც სომხეთის საყოველთაო სპორტული კავშირი ჩამორჩა. ეს სომხეთსა და სომხურ დიასპორას შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია.
ყოველთვის ვიყავით სომხური ორგანიზაციების გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ მათი სამშობლოსთან კავშირების გასამყარებლად, სამშობლოს გარშემო გასაერთიანებლად და მათი მოღვაწეობის, რომლის ცენტრიც სომხეთია, სტიმულირებისათვის.
ამ სიმბოლურ წელს, როდესაც მთელი სომხური ერი პროგრესირებად კაცობრიობასთან ერთად სომხების გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მოუდრეკელია სომხური ნება, მტკიცეა მისი სული, რადგანაც იმარჯვებს მხოლოდ ის ერი, რომლის ბრძოლაც სამართლიანი და მიზანი გამართლებულია. ამის შესანიშნავი მტკიცებულებაა – გმირული ბრძოლა არცახის თავისუფლებისათვის. დღეს ჩვენ კიდევ უფრო მტკიცენი ვართ და კარგად გვაქვს გათავისებული ჩვენი ხვალინდელი მიზნები, რომლებიც ერთად, გვერდიგვერ მუშაობით, უნდა განვახორციელოთ.
სომხეთის საყოველთაო სპორტულმა კავშირმა არსებობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების სომხური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში. “წამოდექი, წამოაყენე” – ეს არის ის ამაღლებული იდეა, რომელიც კავშირს უდევს საფუძვლად და, რომელიც დღესაც აქტუალურია. სოხმეთის სახელმწიფოს, არცახისა და სომხური დიასპორის წინაშე არსებული ახალი გამოწვევები დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესღაც, ითვალისწინებს ძალის გაერთიანებას და წინასწარმოფიქრებულ მოქმედებებს. ჩვენი სამართლიანი სასამართლოს გზას ჩვენ ერთად გავივლით და ერთად გავიკვალავთ გზას გამარჯვებისაკენ.
ძვირფასო თანამემამულეებო!
დარწმუნებული ვარ, რომ სადელეგატო კრების მსვლელობისას განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი უპირველესი ეროვნული მიზნების მიღწევას სომხეთის, არცახისა და სომხური დიასპორის სამების გაძლიერების მიზნით, რაც მთელი სომხური ერის ინტერესებშია.
გისურვებთ წარმატებებსა და ნაყოფიერ სამუშაოს.”