განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის განახლებული სტანდარტის განხილვა.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით “მე და საზოგადოება”, – აცხადებენ უწყებაში.
ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვ.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, III-IV კლასის საგნობრივ სტანდარტებში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის სამოქალაქო აღზრდის კომპონენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი სრულყოფილი განვითრებისათვის.