საზოგადოება “მოქალაქე” ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს.
ბოლო დღეებში გვარცელებულ ინფორმაციასთა დაკავშირებით, საზოგადოება “მოქალაქე” განმარტებებს Facebook -ის საკუთარ გვერდზე აკეთებს: “ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოება “მოქალაქე” აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ აქვს, უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს, როგორც ამ ეტაპზე, ისე – სამომავლოდ”, – წერია “მოქალაქის” Facebook გვერზე გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” პირველ ნომრად შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი დასახელდეს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საკითხს “ქართულ ოცნებაში” აქტიურად განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.