2024 წლის 20-დან 22 აგვისტომდე სომხეთში, სევანის ტბის თვალწარმტაც სანაპიროზე, სამდღიანი კულტურულ- საგანმანათლებლო პროექტი „მეგობრობის სამყარო“ წარიმართა, რომელიც კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით (НИИРК) ბავშვთა საზაფხულო ბანაკში დაიგეგმა. ამ უნიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-დან 15 წლამდე ასაკის 100-მდე ბავშვმა, არენში, განძაკსა და სევანში ერთი წლით ადრე გახსნილი რუსული ენისა და კულტურის ცენტრების „MIR“-ის მოსწავლეებმა.
ბანაკის გახსნის ცერემონია 20 აგვისტოს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები მოსკოვიდან, ასევე სომხეთში რუსეთის საელჩოს, “რუსსოტრუდნიჩესტვოს” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიება დაიწყო ეროვნული სომხური ცეკვით „კოჩარი“, რის შემდეგაც ბავშვებმა რუსი პოეტების ლექსები წაიკითხეს და სომეხი და რუსი ხალხისადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს.
ჰუმანიტარული ფონდის „კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ პროგრამების ხელმძღვანელმა ლუიზა გუმროიანმა, მონაწილეებისა და სტუმრებისადმი მისალმების შემდეგ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “მეგობრობის სამყარო” არის ბანაკი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ჩაერთონ შემოქმედებითად, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე განივითარონ ლიდერული უნარები და ერთმანეთს გაუზიარონ რუსული ენის ცოდნა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა NIIRK-ის ხელმძღვანელობას ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
სერგეი ბაზავლუკი, NIIRK-ის საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელი, სპეციალურად ჩავიდა მოსკოვიდან, რათა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება გაეზიარებინა. „ რუსეთში ყოველწლიურად 150-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული ბავშვი სწავლობს”,— განაცხადა მან და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბაზავლუკმა ბავშვებს ერევნის მეტროს პირველ სადგურზე ჰკითხა, რაზეც მათ ერთხმად უპასუხეს: „მეგობრობა“.
“ჩვენს ბანაკს “მეგობრობის სამყარო” ჰქვია. რატომ? იმიტომ რომ მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა დედამიწაზე. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: 100 მანეთის ქონას, 100 მეგობრის ყოლა სჯობიაო. კაცი მდიდარია არა ფულით, არამედ მეგობრებით. მეგობრობაზე დაფუძნებული სამყარო ყოველთვის სამართლიანი და კეთილი იქნება.” — განმარტა ბაზავლუკმა და ბავშვებს ბანაკში ყოფნისას აქტიური სოციალიზაციისა და ვარჯიშისკენ მოუწოდა.
სომხეთში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემ, დიმიტრი რიკოვმა თავის გამოსვლაში, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ბანაკის “მეგობრობის სამყარო” ორგანიზატორებს: ჰუმანიტარული ფონდის „კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
„სტრუქტურები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდებთან მუშაობას, რუსულ ენაზე ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ. რუსული ენა, ისევე როგორც ნებისმიერი უცხო ენა, ავითარებს ჩვენს აზროვნებას, გვეხმარება სხვების გაგებაში, სამყაროს უკეთ აღქმაში. რუსული ენა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა ჩვენს სამყაროში და გაეროს ერთ-ერთი ოფიციალური ენა, მის მცოდნეს სერიოზულ უპირატესობას აძლევს, როგორც ბიზნესში, ისე კომუნიკაციების სფეროში. ძვირფასო მეგობრებო. ვიმედოვნებ, რომ ზაფხულის ამ მზიან დღეებს ღიმილით და ახალი მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ, ის შემოქმედებითი უნარები და ლიდერული თვისებები, რომლებსაც აქ შეისწავლით, დაგეხმარებათ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეთ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე ამბობდა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველი მისი ახალგაზრდების განათლებაა და თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც დღეს ვნახეთ, ვფიქრობ მომავალში ნამდვილად უკეთეს სომხეთს ვიხილავთ, სევანის ტბის სანაპიროზე ბავშვთა ბანაკის „მეგობრობის სამყაროს“ საზეიმო გახსნაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, რომლებიც თბილად მიესალმნენ ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.
ბავშვებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სევანის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა არმინე ღუკასიანმა. მან ისაუბრა არევიკის ბანაკში მონაწილეებისთვის მიცემული შესაძლებლობის უნიკალურობაზე და აღნიშნა, რომ ეს დღეები მათთვის დაუვიწყარი იქნება. ღუკასიანმა ყურადღება გაამახვილა რეგიონთაშორისი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და არაფორმალურ გარემოში რუსული ენის ცოდნის განვითარებაზე.
ღუკასიანის თქმით, ბანაკი ბავშვებს არა მხოლოდ არაფორმალურ გარემოში ახალი ცოდნის მიღების, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან მეგობრის შანსს აძლევს. მისი რწმენით, ბანაკიდან წასული ბავშვები თან ნათელ მოგონებებს წაიღებენ. შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც აერთიანებს ბავშვებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას რუსული ენის საშუალებით.
დამსწრე საზოგადოებას წინაშე სიტყვით წარსდგა არნის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მჰერ ასატრიანი. მან მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარულ ფონდს და მის ხელმძღვანელს იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც აღნიშნულ ბანაკში დაგვირგვინდა. ასტრიანმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებისა და მონაწილეთა ჰორიზონტის გაფართოებაზე.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ორივე წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ბანაკში გატარებული დრო ბავშვებისთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ ზრდას და სოციალური უნარების განვითარებას.
ბანაკის პროგრამა მდიდარია სხვადასხვა აქტივობებით. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია საველე სპორტი. ისინი ეჩვევიან სისწრაფეს, სხარტ აზროვნებას და გუნდურ მუშაობას. აქტიური თამაშების შემდეგ ბავშვები მყუდრო დარბაზში შეიკრიბებიან, სადაც მათ საინტერესო მასტერკლასები ჩაუტარდებათ.
“აქ რომ ვართ, ძალიან გვიხარია. ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა ვისაუბროთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ჩვენს თანატოლებთან. დარწმუნებულნი ვართ, რომ აქ მხიარულად და საინტერესოდ გავატარებთ დროს”, – განაცხადა ბანაკში მყოფმა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ბანაკის კიდევ ერთი მონაწილე, ანა, ასევე მოუთმენლად ელის სევანის ტბის სანაპიროზე საინტერესოდ დროის გატარებას. “რუსული ენის შესწავლის ცენტრში ჩვენი მონაწილეობა არა მხოლოდ საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ რუსული ენის ცოდნა, არამედ მსგავსი ღონისძიებების დროს პრაქტიკაში გამოვიყენოთ ის. რაც ძალიან მიხარია”, — თქვა მან.
ორგანიზატორები ცდილობდნენ ბანაკში ისეთი ატმოსფერო შეექმნათ, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა როგორც კულტურული გაცვლისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის, ისე ენობრივ გარემოში ჩაძირვისთვის. სერგეი ბაზავლუკის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია “ დაეხმაროს სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ ბავშვებს, რუსული ენის, როგორც კომუნიკაციის უნივერსალური საშუალების მეშვეობით საერთო ენა გამოძებნონ და ახალი მეგობრები შეიძინონ”.
ბანაკი „მეგობრობის სამყარო“ არა მხოლოდ რუსული ენის ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობაა, არამედ შესაძლებლობა, გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტი, გაეცნოთ სომხეთისა და რუსეთის სხვადასხვა რეგიონის კულტურასა და ტრადიციებს. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობას შორის, ეთნიკური კავშირების გაძლიერებას და ტოლერანტობის განვითარებას.
შეჯამებისას, როგორც ბანაკის გახსნაზე დამსწრე მასწავლებლებმა აღნიშნეს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პროექტი „მეგობრობის სამყარო“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სომხეთსა და რუსეთს შორის კულტურული კავშირების განვითარებაში, ხელს შეუწყობს რუსული ენის შენარჩუნებას და გავრცელებას რეგიონში, ასევე შექმნის მყარ საფუძველს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მომავალი თანამშრომლობისთვის.