დომენის სახელი სომხეთში დარეგისტრირებული ბრენდის, ფირმის და ა.შ. სახელწოდებას უნდა შეესაბამებოდეს. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “სომხეთის ინტერნეტ-გაერთიანებამ” უმაღლესი დონის “.հայ”-ს (გამოითქმის როგორც «hye») დომენის ზონაში რეგისტრაციის პირველადი ეტაპი გაიარა.

სავაჭრო ნიშნებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ფირმის სახელწოდებების მფლობელებს რეგისტრაციის ზონაში დომენის შესაბამისი სახელის რეგისტრაციის პირველადი უფლება პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე მიეცემათ – სამი თვის  განმავლობაში.

დომენის სახელი სომხეთში დარეგისტრირებული ბრენის, ფირმისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სახელწოდებას უნდა შეესაბამებოდეს.

ნოემბერში კომპანია ICANN-მ  (The International Corporation for Assigned Names and Numbers) დაამტკიცა ახალი ინტერნეტ დომენი. დომენის დელეგირება საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “სომხეთის ინტერნეტ-გაერთიანებამ” (ISOC) მოახდინა, რომელმაც ის 2014 წელს დაარეგისტრირა. ISOC-ი არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სომხეთის მთავარ ინტერნეტ-პროვაიდერებს, უნივერსიტეტების, ბიბლიოთეკების, აკადემიების, კვლევითი ცენტრებისა და სკოლების ქსელს წარმოადგენს.

2007 წელს კომპანია უმაღლესი დონის “.am”- სომხეთის ლათინურენოვანი დომენის მენეჯერი გახდა. აღნიშნული დომენი სომხეთს 1994 წელს მიენიჭა. სომხეთისთვის ახალი დომენის რეგისტრაციის გეგმის შესახებ 2013 წელს განაცხადეს.