საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14% ნაკლებია. აქედან, ექსპორტი დაახლოებით 1 459 მლნ. აშშ დოლარი იყო (24% ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 937 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3 478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.