საქართველოში ლგბტ-პრაიდებმა ფეხი ვერ მოიკიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“, რომელიც საქართველოში ლესბოსელის, გეის, ბისექსუალისა და ტრანსგენდერის უფლებებზე ზრუნავს, უკვე მეორედ იკავებს თავს ზაფხულის სეზონზე ტრადიციული ე.წ. ღირსების კვირეულის ორგანიზებაზე. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, მათივე განმარტებით, ეშინიათ „ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ძალადობის“.
არადა მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ხელისუფლებისგან იღებდნენ დაცვის გარანტიებს, მათ ყველა კვირეულსა და ფესტივალს პოლიციის გაძლიერებული კორდონები იცავდნენ. მათი უფლებების დამცველია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც საერთოდ არ ეხამუშება ის, რომ ყოველ ზაფხულს, ოჯახებისა და ბავშვების დასვენების სივრცე – ლისის ტბა, ლგბტ-გარყვნილების სადემონსტრაციო არეალად გადაიქცეს.
შარშან „პრაიდ-ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა ფართომასშტაბიანი მსვლელობა მოაწყვეს ლისის ტბისკენ, რათა ხელი შეეშალათ ლგბტ-კვირეულის გახსნისთვის. მაშინ პრეზიდენტმა სამართალდამცველი ორგანოებისგან ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. ოპერატიული იყო აშშ-ს საელჩოც, რომელიც „თბილისის პრაიდის“ ღონისძიებების მთავარი გულშემატკივარია. ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა პრაიდის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უმართავი ხალხის მასა უწოდა, რომელიც “ძალადობით იმუქრება და მშვიდობიანი შეკრების უფლებას არ იძლევა“.
დეგნანის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის წაყენებული პრეტენზიებიც გვახსოვს, როდესაც მოითხოვდა პასუხისგებაში მიეცათ ყველა, ვინც „თბილისი პრაიდს“ ღონისძიების გამართვაში ხელს შეუშლიდა.
“ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას”, – ასეთი კატეგორიული იყო აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ.
2019 წელს „თბილისი პრაიდი“ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში მსჯელობის საგანიც კი გახდა. შოტლანდიელმა დეპუტატმა მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა საქართველოს ხელისუფლება რუსულ ანტი-ლგბტ პოლიტიკის გავლენაში დაადანაშაულა.
წლევანდელი “ღირსების კვირეულის” გაუქმების სხვა მიზეზებიც აქვთ. ერთ-ერთი კარგს მომდგარი საპარლამენტო არჩევნებია. პრაიდელები ვარაუდობენ, რომ საარჩევნო ზაფხული სავსე იქნება სიძულვილის რიტორიკით.
„ივნისში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „რუსული კანონი“ (იგულისხმება „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი“) და გამოაცხადა სიძულვილზე დაფუძნებული ანტი-ლგბტ კანონების პაკეტი, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კიდევ უფრო მეტად ვართ დარწმუნებული ჩვენს გადაწყვეტილებაში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რას მოიცავს ე.წ. ღირსების კვირეული? ეს არის მთელი რიგი თემატური ღონისძიებები: ფილმების ჩვენებები, მიტინგები, მუსიკალური ფესტივალები, დისკუსიები. ყოველი ასეთი შეკრება პოლიციის დაცვის თანხლებით მიმდინარეობს, რაც პრაიდელებს აშკარა დისკომფორტს უქმნის. მათი მიზანია, კვირეული ხელმისაწვდომი იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ფართო მასები მოიცვან, მაგრამ ფართო მასებისგან ჯერჯერობით მხოლოდ პროტესტს იღებენ.
საქართველოს მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, წინასაარჩევნოდ ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტიც კი მოამზადა, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია მის განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, ოპოზიცია ამ ქმედებით ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ მათთვის მისაღებია ყველა ამორალური საკითხი.
რეჟისორი და მსახიობი, სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ ვარშანიძე Dalma News-თან საუბრისას აცხადებს, რომ ლგბტ-თემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის დამოკიდებულება არის მართებული – არააგრესიული უკომპრომისობა პროპაგანდის და პრაიდის მიმართ.
მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა ილია მეორემ იდეალური დატვირთვის მქონე – ოჯახის სიწმინდის დღე დააფუძნა და ამით ქართულ საზოგადოებას საუკეთესო გამოსავალი შესთავაზა.
„ლგბტ ანგრევს ჩვენი ერის ფიზიკურ ფესვებს – ოჯახს. ოჯახის სიწმინდის დღე კი პასუხია იმ პათოლოგიის რასაც ლგბტ-პროპაგანდის დღე ანუ ლგბტ პრაიდი დაერქვა. ჩვენი პატრიარქი პირველივე დღიდან გვიკვლევს სულიერ და ფიზიკურ გზას ჩვენი ერის განვითარებისა და ეროვნული ფესვებისკენ დაბრუნებისთვის“, – აცხადებს მალხაზ ვარშანიძე.
მისი აზრით, ხელისუფლება არც მანამდე ყოფილა ლგბტ-პოპაგანდის მომხრე და ზემოთ აღნიშნული კანონპროექტიც სავსებით მისაღებია.
„უბრალოდ, ადრე მმართველ პარტიაში იყვნენ შეგზავნილები, რომლებიც პოზიციის ღიად დაფიქსირებას შიგნიდან ბლოკავდნენ. დღეს პარტია მეტწილად გასუფთავდა და აღარ აქვთ პრობლემა ეროვნული პოზიციების დეკლარირებისთვის. იმიტომაც დასავლეთიდან ნეოლიბერალებიდან დაიწყო სხვადასხვა სახის ღია თავდასხმები სანქციების სახით“, – ამბობს მალხაზ ვარშანიძე.
„ქართული მარში“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საქართველოში ლგბტ-პროპაგანდას ყველა ეტაპსა და ვითარებაში ებრძვიან. Dalma News-თან საუბრისას „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „ქართული მარშს“ “ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უპირისპირდებოდა. მისი თქმით, 17 მაისს, გახარიამ, შუამავლების მეშვეობით აუკრძალა მათ ლგბტ-აღლუმის წინააღმდეგ მიტინგის ჩატარება.
„გიორგი გახარია იყო ლგბტ-ს ყველაზე აქტიური ლობისტი და დამცველი. მისი გარემოცვა სავსე იყო და დღესაც სავსეა ლგბტ-წარმომადგენლებით. გვახსოვს მისი სამარცხვინო საქციელი, როდესაც ღამის კლუბ „ბასიანის“ ნარკომოვაჭრეებსა და გარყვნილ საზოგადოებას საქვეყნოდ ბოდიში მოუხადა. ერთხელ არ მოუხდია მას ბოდიში მართლმადიდებლური მრევლისთვის, როდესაც მისი პოლიცია არბევდა მათ. არ მოუხდია ბოდიში არც ერთი იმ ადამიანისთვის, რომლებიც დაზარალდნენ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. ხვალ შეიძლება გახარიას სახით თავზე ხელაღებული რაინდი ვიხილოთ, მაგრამ წარსული ფაქტები ფაქტებად დარჩება“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
მისი აზრით, საქართველოში ლგბტ-პრაიდის ჩატარების იდეა არის თავად პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არ სჭირდება არა მარტო ქართულ საზოგადოებას, მორწმუნე მრევლს, ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებს, არამედ არ სჭირდებათ თავად ლგბტ-თემის წარმომადგენლებსაც. წლების განმავლობაში ეს იქცა საქართველოში ფულის გათეთრების, ფულის აკუმულირების საშუალებად, რასაც ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციები იღებენ უცხოელი დონორებისგან.
ბრეგაძის აზრით, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თავადაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ლგბტ-პრაიდისა და ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებების შედეგად უფრო მეტ აგრესიას იღებენ საზოგადოებისგან, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ იცხოვრებენ ისევე, როგორც აქამდე ცხოვრობდნენ და არ დაიწყებენ გარყვნილების პროპაგანდას.
„არსებობდა ასეთი ორგანიზაცია „იდენტობა“, რომელიც თითქოს ლგბტ-ჯგუფის ადამიანების უფლებებზე ზრუნავდა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვინმე ვაჭარაძე. სად არის დღეს ის ვაჭარაძე? მე გეტყვით სადაც არის. დაახლოებით 7-8 წლის წინ, ვაჭარაძემ რამდენიმე მილიონ დოლარს, რომელიც გადმორიცხული იყო ლგბტ-ჯგუფის დასაცავად, მოჰკიდა ხელი და თავის გულის სწორთან ერთად გაიქცა უცხოეთში. ვაჭარაძის ინტერესი იყო არა ლგბტ-ჯგუფის დაცვა, არამედ ფულის შოვნა. ესენი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, რომ გრანტები არ შეუწყდეთ და ამ ფულით უზრუნველად იცხოვრონ. ესენი არიან ჩვეულებრივი თაღლითები, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მსგავსად“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
მისივე თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაიდინონ, რომ შემდგომში თავიანთ დონორებთან წარდგნენ, როგორც დაჩაგრულთა ჯგუფი ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც სჭირდება უფრო მეტი ფინანსები იმისათვის, რომ არ დაიჩაგრონ.
სანდრო ბრეგაძის მოსაზრებით, პატრიარქის გადაწყვეტილება, როცა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, იყო ბრძნული ნაბიჯი. ამით მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ საქართველოში რამდენი ადამიანია მოწადინებული ოჯახის სიწმინდეს, ქრისტიანული წესით ცხოვრებას და რამდენია გარყვნილების პროპაგანდით დაინტერესებული.
„საბედნიეროდ, კვლავ განუზომელია ქრისტიანული პრინციპების გავლენა ქართველ ერზე“, – ამბობს ბრეგაძე.
„ოცნების“ კანონპროექტის მიმართ განსაკუთრებული ნდობა არ აქვს, სკეპტიკურად არის განწყობილი იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომლებსაც წლების წინ სულ სხვა პოზიცია ჰქონდათ ლგბტ-თემასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც „ქართულ მარშს“ ერთნაირსქესიანთან ქორწინების აკრძალვის დაკანონების მოთხოვნაზე წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ 2016 წლის არჩევნების წინ, როდესაც დაინახეს, რომ 250 000 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და რეფერენდუმის ჩატარებას წინ აღარაფერი დაუდგებოდა, ხალხს დაჰპირდნენ, რომ მიიღებდნენ საკონსტიტუციო ჩანაწერს, – ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.
ბრეგაძის აზრით, თუ კი დღეს საქართველოში არ იმართება ფართომასშტაბიანი ლგბტ-აღლუმები და ე.წ. ღირსების მარშები, უპირველესად არის ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილის ურყევის პოზიციის შედეგი.
შორენა პაპაშვილი