2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 7 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა და 4 მილიონ 761 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა – 1082 მილიონი, ხოლო იმპორტმა 3 680 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც Dalma News -ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობაში ლიდერობს აზერბაიჯანი 12%-ით, მას მოსდევს თურქეთი 10%-ით, ბულგარეთი და სომხეთი ცხრა-ცხრა პროცენტით, ხოლო საქართველოს საგარეო ვაჭრობამ რუსეთის ფედერაციაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში 7% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო საქონლის წილი მთლიან ექსპორტში შემდეგნაირად გადანაწილდა: სპილენძის მადნები- 12%, ფეროშენადნობები – 10%, მსუბუქი ავტომობილები – 9%, თხილი – 7%, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები კი 6%.
იმპორტს რაც შეეხება, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში კვლავ მეზობელი თურქეთი ლიდერობს, რადგან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის 18 % თურქეთიდან შემოდის. მას მოხდევს ჩინეთი 9%-ით, აზერბაიჯანი – 8%-ით, რუსეთი- 7 %, ხოლო უკრაინა 6%-ით.