26 მაისს საქართველოში მთავარი დღესასწაული -დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. თარიღი საიუბილეო იყო – 25 წლის წინათ ძალზედ მძიმე და ტრაგიზმით აღსავსე მოვლენები მოხდა, რასაც თან ახლდა მძიმე ჭრილობები, რომლებიც დღემდე მოუშუშებელია. თუმცა, როგორც წესი, იუბილე ყოველთვის შედეგების შეჯამების დროა.
რა მოხდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?
უახლესი ისტორიის გზა საქართველომაც იმავე პროცესებით გაიარა, როგორიც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ყოფილმა რესპუბლიკამ. ფორმალურად საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მაშინ სრული სახლმწიფოებრივი ატრიბუტიკა გააჩნდა. ჰქონდა საკუთარი ღერბი, ჰიმნი და დროშა. რესპუბლიკას ასევე ძლიერი ინდუსტრია და განვითარებული სოფლის მეურნეობა ჰქონდა. ქვეყანაში განვითარებული იყო ენერგეტიკა საკუთარი ჰიდრო და თბოელექტროსადგურების წყალობით; ასევე – ავიამშენებლობა და გემთმშენებლობა. ბათუმში უნიკალური სწრაფლმავალი და წყალქვეშა გემები მზადდებოდა; შავი და ფერადი მეტალურგია, სამთო, საავტომობილო, საინჟინრო წარმოება, უდიდესი რაოდენობის ტექსტილი და ტრიკოტაჟი, ფეხსაცმელი და ბევრი სხვა მზადდებოდა. სოფლის მეურნეობა ჩაით, ციტრუსებით, ღვინითა და კვების სხვა პროდუქტებით მთელს უზარმაზარ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა.
საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოდიოდა ხალხი დასასვენებლად. მაღალ-განვითარებული სანატორიული ქსელი და დასასვენებელი სახლები ყოველთვის გადატვირთული იყო. შიდა ტურიზმისათვის რიგით მოქალაქეებსაც სერიოზული სარგებელი მოჰქონდათ. მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონის მიხედვით საბჭოთა კავშირში საქართველო ღირსეულად ლიდერობდა.
დღეს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მაღალგანვითარებული ინდუსტრიიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. ქარხნებსა და საწარმოებში, სადაც ათობით ათასი ადამიანი შრომობდა, სტაბილურ ხელფასს, უფასო საცხოვრებელს, სხვადასხვა საგზურებს იღებდა, დღეს სრული სიჩუმეა. ყოფილ საწარმო ტერიტორიებზე ნახევრად კუსტარული სახელოსნოები მოქმედებენ, სადაც ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ათობით ადამიანი მუშაობს.
იგივე მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაშიც. დღეს საქართველოში ძალიან რთულია კარგი ქართული ჩაის შეძენა. იმპორტულმა ციტრუსმა ადგილობირივი პროდუქცია თითქმის მთლიანად ჩაანაცვა. ქართული ღვინისათვის ყველაზე დიდ ბაზარს საბჭოეთის დაშლის შემდეგ კვლავაც რუსეთი წარმოადგენს. ამ ბაზრის დაკარგის შემდეგ აღნიშნული სფერო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და სხვადასხვა მთავრობის გულმოდგინე მცდელობა, მოეძებნათ გასაღების ახალი ბაზარი, სამწუხაროდ, არცთუ წარმატებული იყო. ძნელია ამ ყველაფრის წერა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სრული სიმართლეა და ამას ვერავინ უარყოფს.
პოლიტიკურ სცენაზე მდგომარეობა არანაკლებ რთულია. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდა ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლისათვის სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის მწვავე ბრძოლები გაჩაღდა, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია. როდესაც თბილისის ცენტრალ ქუჩებში სისხლი იღვრებოდა, შენობები ინგრეოდა და იწვოდა, ავტონომიურ წარმონაქმნებთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო, რაც საბოლოოდ აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფით დამთავრდა. დროთა განმავლობაში აჭარასთან ურთიერთობი აღდგა, ხოლო სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებული პრობლემები დღესაც ღია ჭრილობად რჩება.
90-იან წლებში ეკონომიკა სრულად განადგურდა. გახშირდა დამნაშავეობა, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების მკვლელობა და ტერაქატები. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაშ ცხოვრება დაწყნარდა და მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, რაშიც სერიოზული წვლილი მიუძღვის ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც ყველა თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად შეძლო კატასტროფული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანა. მაგრამ ფრთხილი “მელა” აღარ აწყობდათ იმათ, ვისაც მიაჩნდა, რომ დღეს ისინი არიან მმართავენ მსოფლიოს. “კრემლის სკოლა” გამოვლილმა შევარდნაძემ, რომელიც კარგად იცნობდა დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც, კარგად იცოდა სად გადიოდა რუსეთთან ურთიერთობების ზღვარი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, იგი არასოდეს იყო მზად თავისი ქვეყნის მსხვერპლშესაწილ პაიკად გადასაქცევად. ამიტომ, ქვეყანაში სწრაფად დაიგეგმა “ფერადი რევოლუცია” და შევარდნაძის ადგილზე სანუკვარი ოკეანის გადაღმიდან თავდაუოკებელი რადიკალები მოვიდნენ.
მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საკითხის სხვა გზით მოგვარება გადაწყვიტა, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყვა. მან, პრაქტიკულად, აიძულა რუსეთი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა. ამ აღიარებას კიდევ რამოდენიმე ქვეყანა შეუერთდა, რამაც იურიდიულა შეცვალა ავტონომიის სტატუსი “ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს” სტატუსზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, რომელმაც ქვეყანაში მკაცრი ტერორის პოლიტიკა დაამყარა, ათწლიანი მმართველობის შემდეგ, 2012 წელს კოალიაცია “ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში მშვიდობიანი გზით მოვიდა. პროდასავლური კურსის შენარჩუნებით, ელექტორატის უდიდესი ნაწილის სურვილის გათვალისწინებით ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას მაინც ცდილობდა. მაგრამ პროდასავლური ორიენტაცია და პრაგმატული კურსი, ამერიკის ტოტალური დიქტატურის პირობებში, ცუდად თავსებადია.
მსგავსი ისტორია უკრაინაშიც განმეორდა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ყირიმი დაკარგა და დონბასთან დაკავშირებით სერიოზულ პორბლემებს წააწყდა. სამაგიეროდ, ამ ფასად მისცა ნება აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომი წამოეწყო. დღეს დასავლეთელ “მეთოჯინეებს” სჭირდებათ საქართველო, რომელიც მაქსიმალური აქტიურობით დაგმობს ჩრდილოეთელ მეზობელს.
დამოუკიდებლობის დღე და მისი გაკვეთილი
2016 წლის 26-მა მაისმა სადღესასწაულო ღონისძიებებით ჩაიარა, სადაც ქვეყნის ყველა უმაღლესი ხელმძღვანელობა მონაწილეობდა. პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოხსენებები ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ეს იმიტომ, რომ მათი გამოსვლების მთავარ, თუ არა -ერთადერთ, მოტივად დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცება და თვითშეწირვის თემა გაისმოდა. ასობით წვევანდელმა თბილისსა და ქვეყნისსხვა რეგიონში სადღესაწაულო გარემოში საჯაროდ დადო ფიცი.
თავის დროზე, “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა სამხედრო აღლუმების ჩატარებაზე, რადგან ეს ღონისძიება იდეოლოგიურად უშედეგოდ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ზარალის მომტანად მიიჩნიეს. ამიტომ ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, ნატოს მიერ გაწვრთნილი და ნატოს ფორმაში გამოწყობილი ქართული ქვედანაყოფები ჩამწკრივდნენ.
ღიად პროფაშისტური და რუსოფობიური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის მსგავსება ყოველდღიურად შესამჩნევია. მმართველი ელიტის ნაწილს სუვერენიტეტზე საკმაოდ უცნაური წარმოდგენა აქვს. როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ქვეყნის მთავარ სახელმწიფო დღესასწაულზე სააღლუმე მწყობრში უცხოელი სამხედრომოსამსუხურეები დგანან?
გაიარეს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლატვიის სამხედრომოსამსახურეებმა. უკრავდნენ სამხედრო ორკესტრები. ნატო უკვე მერამდენე წელია საქართველოსკარის ფართოდ გაღბას პირდება და ქართულ ჯარს შეიარაღებითა და წრთვნებით ეხმარება. დღესასწაულზე სიტყვით ამერიკელი გენერალიც კი გამოვიდა, რომელმაც შეაქო ნატოს სტრუქტურებში მომსახურე ქართული ქვედანაყოფები და პატივი მიაგო სამშობლოდან ძალიან შორს დაღუპულ ათობით ქართველ ჯარისკაცს. რისთვის დაიღუპნენ ეს ახალგაზრდები? ნატოს ჯარისკაცები საკუთარი თავით ჩაანაცვლეს? იმისათვის, რომ ამერიკასა და ევროპაშ უფრო ნაკლები დაკრძალვა ყოფილიყო?
ისღა დაგვრჩენია ვიკითხოთ: საით მიაბიჯებს ქართული არმია ნატოს სამხედრო ორკესტრის მუსიკის ფონზე? ყველამ კარგად ვიცით, რომ მუსიკას ის უკვეთავს – ვინც ფულს იხდის.
გიორგი ქართველი, სპეციალურად Dalma News-ისათვის