თბილისის მკვიდრმა, წარმოშობით სომეხმა, ხანდაზმულმა მოქალაქემ, დედაქალაქში, დავით აღმაშენებლის გამზირზე დიდებული სომეხი პოეტის, საიათ-ნოვას სიმღერა, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სტილით იყო დამუშავებული, ღია ცის ქვეშ შეასრულა.
ვიდეო, რომელიც 2018 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის მუსიკალური პროექტის “აკუსტიკას” ფარგლებშია ჩაწერილი, ინტერნეტში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ სპეციალური პროექტის JAZZ Sayat-Nova-ს ვიდეოს: სომეხი პოეტი და აშუღი, სასიყვარულო ლექსების ოსტატი.