10 თებერვალს, საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში «Россия сегодня» კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგის შედეგებისა და მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობის რეიტინგის პრეზენტაცია გაიმართა. ეს რუსეთის ფედერაციისადმი მეზობელი ქვეყნების რეალური დამოკიდებულების თვალყურის დევნებისა და შეფასების მეორე რეიტინგია. ექსპერტების შეფასებით, ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების კონტექსტში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ექსპერტები, მეცნიერები, დიპლომატიური მუშაკები, სახელმწიფო მოღვაწეები. მათ შორის იყვნენ კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვლადისლავ გასუმიანოვი, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა, ჰოლდინგ Minchenko Consulting-ის საკომუნიკაციო განყოფილების ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს MGIMO University-ის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური ელიტების კვლევითი ცენტრის დირექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის რუსეთის ასოციაციის პრეზიდენტი ევგენი მინჩენკო, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საერთაშორისო საქმეთა რუსეთის საბჭოს წევრი ვალენტინ სობოლევი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სვეტლანა ვორონინა, “როსოტრუდნიჩესტვოს” წარმომადგენელი ალექსეი პეტროვი, მეცნიერი და ექსპერტი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სფეროში ალექსანდრე კრილოვი.
მრგვალი მაგიდის მოდერატორი ვლადისლავ გასუმიანოვი მიესალმა “ყველა მეგობარს, კოლეგას და პარტნიორს”, რომლებიც რეიტინგის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირდაპირ ეთერში ჩართული იყო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ბალტიისპირეთისა და უკრაინის გარდა.
”ჩვენს მიერ წარმოდგენილი რუსეთისადმი დამოკიდებულების რეიტინგი განსხვავებულია იმით, რომ კვლევა პოლიტიკური ელიტების გარდა, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინებითაც ჩატარდა”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმავდროულად გათვალისწინებულია მთელი რიგი მაჩვენებლები- გაეროში ქვეყნის კენჭისყრიდან ამ ქვეყანაში რუსული ენის სტატუსამდე. „ერთადერთი, რაც არ არის გათვალისწინებული, არის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ვინაიდან ამ თემის დახურულობის გამო წარმომადგენლობით შეფასებას ვერ მივიღებთ”.
მისი აზრით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მსოფლიო რუსეთის ფედერაციის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. შედეგად გაიყო მსოფლიო მსოფლმხედველობაც. ამ კოორდინატთა სისტემაში ქვეყნებმა იმის დადგენა დაიწყეს, თუ რუსეთის ფედერაციის მიმართ როგორი პოზიცია აქვთ. აღნიშნული რეიტინგი არა მხოლოდ იმას განისაზღვრავ ვინა არის “მეგობარი, ან მტერი”, ან “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგაა”, არამედ მიზნად ისახავს მოსახლეობას და მეზობელ ქვეყნებს ახალი მსოფლიო წესრიგის ფაქტორი აჩვენოს. იმავდროულად, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ ვინ და რა მიმართულებით იმოძრავებს, ვინაიდან ამჟამად არსებობს ორი მიდგომა – რუსული და დასავლური.
„ჩვენი მიდგომა ყოველთვის პატერნალისტური იყო. ჩვენ ყოველთვის ვეპყრობოდით მეზობელ ქვეყნებს მზრუნველობით, სიყვარულით და ვცდილობდით მათ დახმარებას, დამოუკიდებლობის ხელშეწყობიდან დაწყებული მატერიალური დახმარებისა და ინსტიტუტების მშენებლობით დამთავრებული. დასავლეთის მიდგომა ნეოკოლონიალურია, როცა მეგობრობისა და მზრუნველობის საფარქვეშ დასავლეთი თავისთვის იღებს მაქსიმალურ სარგებელს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში, აფრიკის ქვეყნებში და ახლა ამას ვხედავთ ევროპაში”, – მიაჩნია გასუმიანოვს.
თავის მხრივ, ვალენტინა კომლევამ გაწეული სამუშაოს შედეგების წარდგენისას განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგი და მათი მეგობრულობის შეფასება განხორციელდა მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.
„საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობას განვიხილავთ, როგორც პირობებისა და შესაძლებლობების ერთობლიობას ქვეყნებს შორის კომუნიკაციების სხვადასხვა ჯგუფების განვითარებისათვის. ჩვენ ვიყენებთ ცნებებს „ქვეყანათა შორისი“ და „სახელმწიფოთაშორისი“, ცნებები „ქვეყნის საკომუნიკაციო რეჟიმი“, „სახელმწიფო არასაკომუნიკაციო რეჟიმი“, რადგან ვაფასებთ არა მხოლოდ კომუნიკაციის სახელმწიფო ინსტიტუტს და სახელმწიფო დონეს, არამედ სოციოკულტურულ სფეროს, მოსახლეობის და სხვა არასახელმწიფოებრივი ინსტიტუციების დამოკიდებულებას“, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანალიტიკური კვლევების შეფასება კომუნიკაციების ათ ჯგუფს მოიცავს. — მასშტაბი გამოიყურებოდა პოლუსიდან – „სტრატეგიული მოკავშირე“, პოლუსამდე – „რუსეთი საერთაშორისო მტრული აქტორი“. 68 ინდიკატორის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა, რომ რვა ქვეყანამ ჩამოაყალიბა მეგობრული კომუნიკაციის რეჟიმი: ბელორუსი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი. სომხეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი. ჯამური ქულების მიხედვით, ორი ქვეყანა შედარებით მეგობრულად დავასახელეთ, ესენია საქართველო და მოლდოვა. ხოლო ოთხი ქვეყანა (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა) არამეგობრული კომუნიკაციის რეჟიმებს მივაკუთვნეთ“.
მომხსენებელი ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებსაც შეეხო. ეს არის დასავლური შინაარსის არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დღესასწაულების გაუქმება, რადიკალური ჯგუფების მიერ ადგილობრივი SS დივიზიების განდიდება. ამავდროულად, კომლევამ ისაუბრა დადებით დინამიკაზე, კერძოდ, წარმოადგინა ენციკლოპედია მეორე მსოფლიო ომში უზბეკეთის მონაწილეობაზე, როგორც კარგი დამოკიდებულების მაგალითი ჩვენი საერთო ისტორიული წარსულის მიმართ. თუმცა, რიგ ქვეყნებში კეთილგანწყობის ცნება დღეს ინერციით, „ჰომეოსტაზის მექანიზმის“ პრინციპის მიხედვით რეპროდუცირებულია და ახლა, მსგავსი ფენომენის თავიდან ასაცილებლად, ახალი პროექტები, ახალი ძალისხმევაა საჭირო.
ასევე საუბარი შეეხო მეგობარ და არამეგობრულ ქვეყნებში მედიის, სოციალური ქსელების, მათი შინაარსის ცენზურას. უფრო მეტიც, ოფიციალური თვალსაზრისი ყოველთვის არ ემთხვევა ხალხის აზრს, რომელიც დღეს აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, მათ შორის TG არხებზე. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პოზიციაზე რუსეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თუნდაც არამეგობრულ ქვეყნებში, 80 პროცენტს აღწევს. თუმცა, არამეგობრულ ქვეყნებში რეპრესიული ზომების თავიდან ასაცილებლად, რუსეთის დამცველების დასაცავად პროფესიონალური სისტემაა საჭირო, – თქვა კომლევამ და მოიყვანა ესტონელი კოლეგის მაგალითი, როლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
თემის გაგრძელებისას ვალენტინ სობოლევმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში საზოგადოების პოლარიზაციის საკითხი წამოჭრა და განაცხადა:
“სამწუხაროდ, ერთ დროს ძალიან მსუბუქად ვეპყრობოდით „მეზობელს, რომელიც შენს სამზარეულოში იჯდა“, ანუ ჩვენს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ახლა კი შედეგებს ვიმკით და არც ისე კარგს. უკრაინა ერთ-ერთი მათგანია. ვითარება შეიძლებოდა სულ სხვაგვარად განვითარებულიყო, თუმცა საფრთხის ხარისხი მაშინვე გამოიხატა. მაგრამ ეს განცხადებები დროულად არ შეფასდა და არ გაანალიზდა”.
მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევას გზა უნდა მიეცეს და მონიტორინგის შედეგები გაეგზავნოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას ეხება.
გარდა ამისა, სობოლევი დარწმუნებულია, რომ ეს კვლევა არა მხოლოდ ექსპერტების, არამედ რუსეთის ფედერაციის უფრო ფართო წრეების ყურადღების ღირსია. იმავე მოსაზრებას იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სვეტლანა ვორონინაც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში გათვალისწინებული იქნება მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის რეიტინგი. მისი თქმით, კვლევა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობებს, მათ შორის პრობლემურ სფეროებს გამოააშკარავებს.
“თუმცა, პრაქტიკული მეთოდების ნაკლებობა ყოველთვის არსებობს და აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია,რომ სამეცნიერო ინსტიტუტები აღნიშნულ კვლევებს შეუერთდნენ და შეიმუშაონ სტრატეგია შემდგომი ქმედებებისთვის. გამოიკვეთა ქვეყნები, რომლებსაც ჩვენთან მეგობრობისთვის ბიძგი და დახმარება სჭირდებათ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს”, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის „განგაშის ზარების“ თემას ევგენი მინჩენკოც მიუბრუნდა. “ბევრი ამერიკანისტი და ევროპის ექსპერტი გვყავს, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა ყოველთვის უკანა პლანზე იყო. არსებობდა მოსაზრება, რომ „მათთან როგორმე მოვაგვარებდით ურთიერთობას, ჩვენი ძმები არიან“. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ არც ერთი ექსპერტიზა ამ ქვეყნისთვის ადეკვატური არ არის და ეს დიდი პრობლემაა“, – განაცხადა მინჩენკომ და ყურადღება გაამახვილა მეგობრობის ხარისხის დაქვეითებაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ბოლო ორი ქვეყნის შემთხვევაში ეს შეიძლება მათ შორის არსებულ კონფლიქტს მიეწეროს. ხოლო ყაზახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის შემდეგ, ვითარება გაურკვეველია.
განხილვების შეჯამებისას ვლადისლავ გასუმიანოვმა განაცხადა, რომ დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის ნამდვილი იმიჯის დემონსტრირების აუცილებლობაა.
“დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს დაზომბირებას ცდილობდნენ. გვინერგავდნენ აზრს, რომ რუსეთის მიმზიდველი იმიჯი – ეს არის ჰოლივუდური ფილმები, ერთგვარი მოდა და ძეხვი თაროებზე. თუმცა მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთის მიმზიდველი იმიჯი სრულიად განსხვავებული იყო: სწრაფვა სამართლიანობისკენ, ზნეობისკენ და თანასწორობისკენ. დღეს დგება სიმართლის მომენტი, როდესაც ჩვენს რეალურად მიმზიდველ იმიჯს კი არ უნდა მოვერიდოთ, არამედ პირიქით – მის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი”.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რეიტინგს პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება რუსეთის ფედერაციის იმ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. შემუშავდება მეთოდები, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, არამედ რუსეთის მიმდებარე ყველა ქვეყნისთვის, ანუ ახლო და შორეული საზღვარგარეთის გათვალისწინებით.
ნათელა ოგანიანი