საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა 22 აპრილს თბილისმა, სახელწოდებით – „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი – 2024. მიზიდულობის ძალა“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოში ჩამოსული მეცნიერები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ასევე ფორუმი მიმდინარეობდა ონლაინრეჟიმშიც.
პლენარული სხდომა კონფერენციის ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა და მომხსენებელმა, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს დისკუსიაში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მათ შორის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულ კვლევით ინსტიტუტს (NIIRK).
„სასაუბროდ შერჩეული თემა ძალიან საინტერესო და აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს აქვს სათქმელი, დაველოდებით საინტერესო რეპორტაჟებს“, – გააფრთხილა გულბაათ რცხილაძემ გამომსვლელები.
თბილისში, VIII საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თანაორგანიზატორმა, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK) დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო მუშაობის საკითხებში, მეცნიერებათა დოქტორმა ვალენტინა კომლევამ, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს მოკლედ მოუყვა NIIRK-ის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩატარებული კვლევის შესახებ.
მისი ინფორმაციით, 2003 წელს ინსტიტუტმა დაასრულა კომუნიკაციური რეჟიმების მონიტორინგი, რა დროსაც ერთ-ერთი სერიოზული თემა იყო კულტურულ-ცივილიზაციურო კონფლიქტების გავლენა ადამიანებსა და ქვეყნებს შორის კომუნიკაციაზე. მათი მიზანი იყო, განეხილათ ის სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ დიალოგის გამართვა. განხილვის პროცესში საქმე მივიდა ფასეულობების საფუძველთან.
„დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც აშკარად ვლინდება წინააღმდეგობები მანამდე დომინირებულ ლიბერალურ კონცეფციასა და კონსერვატიულ-ტრადიციულ კონცეფციას შორის, რომელიც ახლა იკრებს ძალებს. ეს ორი ფასეულობა ეჯახება ერთმანეთს და ჩნდებიან ძალები, რომლებიც ან ნეოლიბერალიზმს ემხრობიან, ან ტრადიციულ-კონსერვატორულს. ისინი, ვინც ამ უკანასკნელს ემხრობიან, მიდიან სულიერი ფასეულობების შენარჩუნების გზით. ნეოლიბერალური ფასეულობა გვთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის საკუთარ გზას. თბილისის კონფერენციაც იმ მიზნით არის ორგანიზებული, რომ განვიხილოთ, როგორია ქართული საზოგადოების განწყობები ამ ორი, აბსოლუტურად სხვადასხვა კონცეფციისადმი?“, – განაცხადა კომლევამ.
მისივე თქმით, მთავარი მიზანია ფორუმი იყოს სამეცნიერო და არა პოლიტიკურ-პროპაგანდისტული.
„ფასეულობათა საფუძველს დღეს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ახალი ურთიერთობების ასაშენებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიღებულია შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ტრადიციულ და სულიერ ფასეულობებს. ტრადიციული ღირებულებების მიმართ მხარდაჭერას მიიჩნევს პრეზიდენტი ლუკაშენკო ბელარუსის საზოგადოების განვითარების გზად. ასეთივე პროცესები მიდის საქართველოში თუ არა? რა პერსპექტივები და რისკები შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და შეხების რა წერტილების მონახვას შევძლებთ, ამისთვის შევიკრიბეთ დღეს“, – განაცხადა ვალენტინა კომლევამ.
გამოსვლის დასასრულს ვალენტინა კომლევამ მადლობა გადაუხადა დისკუსიის მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
კონფერენციაში საკუთარი მოხსენებები წაიკითხე ქართველმა მეცნიერებმა და ანალიტიკოსებმა: გერმანისტმა გულბაათ რცხილაძემ (ევრაზიის ინსტიტუტის თავმჯდომარე), თსუ-ს პროფესორებმა აკაკი კარტოზიამ და ელიზბარ ელიზბარაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პოლიტოლოგებმა – ვასილ კაპანაძემ, არჩილ სიხარულიძემ და გიორგი ირემაძემ; საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრმა ირაკლი გოგავამ, სოფლის მეურნეობის ინოვაციური აკადემიის კომისიის თანათავმჯდომარე გოჩა ცოფურაშვილმა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა არის ფასეულობები, როგორ მოქმედებს ეს ფაქტორი სახელმწიფოების იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, მათი ინტერესების ფორმირებაზე. როგორია ამ თვალსაზრისით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა. ასევე, რელიგიის ფაქტორი შესაძლებელია თუ არა იყოს აღქმული პოლიტიკაში და რეალიზებული დასავლეთის იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ატარებს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.
კონფერენციას მოწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა გიორგი რუხაძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების აღდგენას, საჭიროა.
„რუსოფობიურ ვირუსს დასავლეთი ხშირად რომ იყენებს მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ეს ისტორიული ფაქტია, ამიტომ, ვისაც რამე შეგვიძლია, უნდა შევცვალოთ ეს მდგომარეობა, უნდა შევძლოთ დიალოგის აღდგენა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა დარტყმა მიაყენა და დაქსაქსულობა შემოიტანა მართლმადიდებლურ სამყაროში. დღეს ჩვენს ეკლესიას ძალა არ შესწევს ღიად გამოხატოს თავისი ოფიციალური პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი გასაკეთებელი საქმეა, არა მხოლოდ გადავარჩინოთ რეალური ურთიერთობები, არამედ არ დავუშვათ ამ მძიმე პროცესების განმეორება“, – განაცხადა მამა გიორგი რუხაძემ.
ფორუმზე საკუთარი თეზისები წარმოადგინა თბილისში სტუმრად მყოფმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა ალექსანდრე იაკოვლევმა.
მისი თქმით, 21-ე საუკუნის პირველ 10-წლეულში გახდა აშკარა, რომ მსოფლიო სისტემა განიცდის ახალ მდგომარეობაში გადასვლის ეპოქას. ეს ახალი ხარისხი, პირველ რიგში გამოიკვეთა მატერიალურ სფეროში. სულ უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა სულიერ ცხოვრებას, ადამიანების შინაგან სამყაროს. ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა დასავლეთში XVII-XIX საუკუნეებში დაიწყო და წარმატებით დასრულდა XX საუკუნის ბოლოს. იმავე დროს, დანარჩენმა სამყარომ რაღაცნაირად რეაგირება უნდა მოახდინოს დასავლურ ღირებულებებზე. აქედან მომდინარეობს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც გარდამავალი პერიოდის სირთულე.
როგორც მეცნიერმა აღნიშნა, ადამიანს, როგორც ისტორიული პროცესის ობიექტსა და სუბიექტს, გააჩნია სულიერი ცხოვრება, რომელიც ცივილიზაციის საფუძვლებს ემყარება. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება წინააღმდეგობები და კონფლიქტები სხვადასხვა იდეალების, იდეებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს შორის.
„ეპოქების ცვლილებასთან ერთად იცვლება ადამიანების ინტერესები და იდეები, რომლებიც იმავე დროს ინარჩუნებენ ერთგულებას გარკვეული იდეალების მიმართ. ფასეულობა, ეს არის ამა თუ იმ ადამიანისა და საზოგადოების იდენტიფიკაციის საშუალება დროსა და სივრცეში. ჯერ კიდევ, 1902 წელს სერგეი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ ადამიანს სჭირდება სრულყოფილი წარმოდგენა სამყაროზე. მან უნდა დასვას კითხვები: რა? როგორ? რატომ? ცხოვრების არსის პრობლემა მოგვარებადია ფასეულობების საშუალებით, რასაც გამოიმუშავებს, როგორც მთლიანი საზოგადოება, ისე ცალკეული პიროვნებები გარკვეულ ისტორიულ პერიოდში“, – განაცხადა ალექსანდრე იაკოვლევმა.
მისივე თქმით, დღეს ფართოდ არის გავრცელებული ცხოვრების რეალური შეცნობიდან ვირტუალურ სამყაროში გაქცევა, რაც ადამიანების ღირებულებების გარშემო ერთიანობას უქმნის საფრთხეს.
შეხების წერტილები…
როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და გამომსვლელმა გულბაათ რცხილაძემ Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, მრავალი შეხების წერტილი არსებობს არა მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. რელიგია ახდენს გავლენას ცნობიერებაზე, კულტურულ-ცივილიზაციური სივრცეების ჩამოყალიბებაზე.
„მიუხედავად რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტისა, ჩვენ ერთი ცივილიზაციური სივრცე ვართ. ეს კონფლიქტი ხდება არა იმიტომ, რომ მართლმადიდებლები დაეჯახნენ ერთმანეთს, არამედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში გარედან ამღვრევენ წყალს. საჭიროა ამის შესწავლა და განხილვა, ოღონდ სწრაფი ტემპებით, რომ ჩვენ შევძლოთ კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებისთვის“, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
გიორგი ქართველი