წარმოგიდგენთ პოლიტოლოგის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორის, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის საავტორო სტატიას რეალური სომხეთის არსებობის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ საფუძვლებზე, რომელიც სომხურენოვანი გაზეთში “აზგ” გამოქვეყნდა.
ბოლოდროინდელი ერთ-ერთი განცხადება შეეხებოდა იმას, რომ თანამედროვე ხელისუფლება ისტორიული სომხეთის ნაცვლად რეალურ სომხეთს ქმნის. რეალური სომხეთის თემა თავისთავად ახალი არ არის. ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ დამოუკიდებელი სომხეთის პირველ წლებში პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები. დღეს შეუძლებელია ამ თემის განვითარება და პოპულარიზაცია სომხეთისა და დიასპორის ძალიან გავლენიანი ძალების ძლიერი წინააღმდეგობის გარეშე. თუმცა, ცხადია, რომ ეს ახალი, რეალური სომხეთი რეალურ პოლიტიკაში ჩართული საერთაშორისო ძალებისგან გაგებასა და მხარდაჭერას მიიღებს.
შესაძლებელია თუ არა სომხეთსა და დიასპორას შორის განხეთქილების დაძლევა?
ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ აღიარებული იყო, რომ სომხეთის, არცახის და დიასპორის ერთიანობა უზრუნველყოფილი იყო ორი საყრდენით: ბრძოლა სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისა და დაგმობისთვის და ბრძოლა მთიანი ყარაბაღის სომეხი ხალხის თვითგამორკვევის უფლებისთვის. ეს ორი იდეა ძალზე ძლიერი ჩანდა და შეეძლო გაეერთიანებინა, ძირითადად, დიასპორული სტრუქტურები და მიმართულიყო ისინი სომხეთისა და არცახისკენ. ახლა ძნელია ცალსახად შეფასება იმისა, საკმარისი იყო თუ არა სომხური დიასპორის მხარდაჭერა ამ ორი საკითხის წინსვლისთვის? მაგრამ არ არის საჭირო უმადურობა. უნდა გვესმოდეს, რომ დიასპორის პატრიოტმა მოღვაწეებმა და აქტივისტებმა ბევრი იშრომეს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად. ეს დახმარება იყო როგორც მშვიდობის, ისე ორი ომის დროს. ის უკვე სხვა საკითხია, თუ როგორ ისარგებლა სომხეთმა ამ დახმარებით და რამდენად მიაღწია მიზანს. ეს ცალკე საკითხია, რომლის პრინციპული განხილვის გარეშე შეუძლებელია სამომავლოდ სწორი დასკვნის გაკეთება. მაგრამ ახლა სულ სხვა საკითხია. სომხეთის ლიდერები აცხადებენ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ჯანსაღი დისკუსია მიმდინარეობს, რომლის მიზანია ურთიერთობების ნორმალიზება და დიპლომატიური მისიების გაცვლა. ასევე ცნობილია დრო, თუ როდის მოხდება ეს. ეს მაშინვე მოხდება როცა აზერბაიჯანი ნიშანს გაუგზავნის თურქეთს და ეს, თავის მხრივ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოხდება.
დიასპორის სტრუქტურებში ხვდებიან, რომ თურქეთი განახორციელებს ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ სცლას – აიძულოს სომხეთი, უარი თქვას ამ საკითხის საერთაშორისოდ აღიარებაზე. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სომხეთმა ეს საკითხი უკვე დათმო. თუმცა, ცხადია, რომ ისეთ ძლიერ და დიდ ქვეყანასთან, როგორიც თურქეთია, შუამავლებისა და მსოფლიო ძალების მხარდაჭერის გარეშე, მოსწონს თუ არა ეს სომხეთის მთავრობას, დათმობა მოუწევს. ლევონ ტერ-პეტროსიანის მმართველობის დროს მიღებული იყო იმის თქმა, რომ სომხეთს თურქეთთან მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება წინაპირობების გარეშე სურს. შეგახსენებთ, რომ თურქეთს სულ მცირე ორი ძირითადი წინაპირობა ჰქონდა. პირველი – სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პოლიტიკური კურსის მიტოვება და მეორე – აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და დამოუკიდებლობის პროცესის წინსვლაზე უარის თქმა.
როგორც ვხედავთ, ბოლო წლების რეალობა არის ის, რომ კარგად გააზრებული მრავალსაფეხურიანი ოპერაციების შედეგად სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის წინაშე მარტო დარჩა. ასეთ პირობებში იმის იმედად ყოფნა, რომ სომხეთს ვინმე თურქეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ვინმე დაეხმარება, სრული გულუბრყვილობაა.
როგორც ვიცით, სომხური დიასპორები ორი დიდი ფენისგან შედგება: პირველი – ე. წ. ძველი დიასპორები. ეს ის სომხები არიან, რომლებიც სომხების გენოციდის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრდნენ. მეორე – ახალი დიასპორაა, რომლის წარმომადგენლებიც ემიგრანტები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთიდან. ისინი ძველ დიასპორასთან შედარებით ნაკლებად ორგანიზებულნი არიან, სამაგიეროდ მათი კავშირები სომხეთთან უფრო ძლიერი და ყოველდღიურია. სომხური დიასპორის ამ ორი ნაწილის ჰარმონიული განვითარებისა და ერთიანობის საკითხი ძალზე რთულია, თუმცა მათ მოგვარებაზე აქტიურად ფიქრობენ. მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი სომხებისგან დაცარიელდა და სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მარტო დარჩა, როგორც ჩანს, დიასპორას ერთადერთი რაც უნდა გაეკეთებინათ, რეორგანიზება. ეს თურქეთის საგარეო პოლიტიკური პროგრამის სრული გამარჯვებაა.
რა შეიძლება დაუპირისპირდეს აზერბაიჯანულ ნაციონალისტურ აგრესიულ იდეებს?
აქ არ ვაპირებთ აზერბაიჯანის ნაციონალისტური წრეების ომის შემდგომ მიდგომებსა და პოზიციებზე საუბარს. უბრალოდ ვიტყვით, რომ ისინი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მთიანი ყარაბაღის დაპყრობის შემდეგ, აზერბაიჯანის მმართველი ნაციონალისტური წრეები მიღწეულით არ დაკმაყოფილდებოდნენ, მართალნი აღმოჩნდნენ. დეკლარირებულია მთავარი სამიზნეები – ზანგეზური, სევანის ტბა, ერევანი და ა.შ. ამ პირობებში აშკარაა, რომ სომხეთში ჯერ კიდევ გაუგებარია მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ მიმართული დიპლომატიური ინიციატივების მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ სომხეთში უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ სისტემატიურად იმუშაონ აზერბაიჯანთან უაღრესად რთულ პროგრამებზე მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის. ვიცით, რომ ბოლო დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანში სრულიად განსხვავებული მიდგომები იყო. სომხეთში ყოველთვის არსებობდნენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ოვანეს თუმანიანის უკვდავი მაგალითის თანახმად, მშვიდობიანი თანაცხოვრების სახელით დიალოგის განვითარების მნიშვნელობაზე ფიქრობდნენ. აზერბაიჯანში ამ ხალხის წრე ძალიან ვიწრო იყო და ისინი იზოლირებულნი იყვნენ. ამის სანაცვლოდ, აზერბაიჯანში მმართველ იდეოლოგიად იქცა პანთურქიზმი, რომელიც ხაზს უსვამს თურქეთისა და აზერბაიჯანის სრული ინტეგრაციის მნიშვნელობას. დღეს სწორედ აზერბაიჯანია ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ავრცელებს პანთურქულ იდეებს და სრულად უჭერს მხარს თურქ ნაციონალისტებს.
სომხეთმა რა უნდა მოიმოქმედოს? ჩვენი აზრით, მინიმალური, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, არის ისეთი მოქნილი მექანიზმების შემუშავება, რომელიც დაეხმარება პანთურქული პოლიტიკის მატარებლებთან მტრობის წინააღმდეგ ბრძოლაში და არ გადააქცევს სომხეთს პანთურქული სიძულვილის სამიზნედ. მართალია, სომხური საზოგადოების უმრავლესობა გარე საფრთხეს ადეკვატურად აფასებს. თუმცა, გაუგებარია, აქვთ თუ არა საკმარისი ინტელექტი და სიბრძნე ჩვენს პოლიტტექნოლოგებსა და იდეოლოგებს იმ სტერეოტიპებისგან თავის დასაღწევად, რომლებიც ბოლო 70-80 წლის განმავლობაში გარე ძალების გავლენითა და ზეწოლით, გადამწყვეტი იყო? ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც საბჭოთა წლებიდან დაწყებული სომხეთში და დიასპორაში ავრცელებს აზრს, თითქოს სომხები ცოცხალი კაშხალია საერთო თურქული იდეების განვითარების გზაზე, რომელიც ახლა უბრალოდ უნდა გაჩუმდეს. მაგრამ შეიძლება თუ არა სომხური პოტენციალის შესუსტების თავიდან ასაცილებლად ამ წრეების პოზიტიური კონტენტის გონივრულად გამოყენება? ეროვნულ პოტენციალზე საუბრისას ვგულისხმობთ მსოფლიოს სომხების უნარს, დაეხმარონ სომხეთს სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი აზროვნებისა და მისწრაფებების შენარჩუნებაში, სომხეთის წინააღმდეგ მიმართული მცდელობების აღკვეთაში. ბოლოსდაბოლოს, აზერბაიჯანი სომხეთთან ახალ ომს იმიტომ კი არ იწყებს, რომ მას სომხები შეუყვარდათ, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასავლური სამყაროს იზოლაციის ეშინია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოს დიდი, თუ პატარა ქვეყნებიდან დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვა სპეციალობების მქონე ადამიანების უზარმაზარი არმიის დახმარებით, აზერბაიჯანს სურს გაარკვიოს ერთი რამ – შესაძლებელია თუ არა სომხეთის დაბრუნება 1918-1920 წლებში, როდესაც თურქეთის მიერ აღიარებული ქვეყნის ტერიტორია 10000 კვ. კმ.-ით უფრო მცირე იყო. ეს არის აზერბაიჯანის პანთურქისტული ელიტების მიდგომა სომხეთის საკითხთან დაკავშირებით.
დიდი საფრთხეების განეიტრალების სპეციალური პროგრამები
სომხური საკითხები დღეს სომხეთის გარეშე წყდება. ეს სამწუხარო სიმართლეა. საუკეთესო შემთხვევაში, სომხურ პოლიტიკურ აზრს ლოკალური ფაქტორის როლი ეკისრება. იბადება კითხვა: თუ შიდა სომხური განხეთქილება ხელს უშლის ინტერესების ურთიერთპატივისცემასა და მათ ჰარმონიზაციაზე დამყარებულ დიალოგს, შესაძლებელია თუ არა ზემოაღნიშნული საფრთხეების განეიტრალება? თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სხვადასხვა ერის მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელი შურით საუბრობდა ცალკეული სომეხის ეროვნული ხასიათის უპირატესობაზე. ამ უპირატესობებმა, უმძიმეს პირობებში, სომხები ქვემოდან სერიოზულ სიმაღლეებამდე აიყვანა. თუმცა, საიდუმლო არ არის, რომ სომხები მთლიანობაში სრულიად განსხვავებულები არიან. ზოგადად, ღირდა სერიოზული შიდაეროვნული დიალოგის დაწყება, ბოლოჯერ მცდელობა სომხური გონებისა და სიცოცხლისუნარიანობის რესურსის მობილიზება, რეალური სომხეთის სამსახურში დაყენება. რა თქმა უნდა, გვჭირდება კონფიდენციალური დიალოგი მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში მოწყალების, დათმობის პოზიციიდან, ან სახელმწიფოებრიობის საკითხებში დათმობების ხარჯზე. ვის სურს დაგვარწმუნოს, რომ მეზობლების მადლობელი უნდა ვიყოთ, თუ ისინი სომხეთს მაინც დაგვიტოვებენ? რა სიგიჟეა ეს? სომხეთში ყველაფერზე საუბრობენ, გარდა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხებისა. გასაგებია, რომ ვინც იხდის, მელოდიასაც ის უკვეთავს. სწორედ ამიტომ, ყურადღებას მივმართავთ სომხური ყოვლისშემძლე მუსიკის დამკვეთებისკენ: ერთად ვიფიქროთ რეალური სომხეთის სიცოცხლისუნარიანობაზე. ავიცილოთ თავიდან სომხური სახელმწიფოებრიობის დაშლის ეს ტრაგიკული პროცესი.