არც ისე დიდი ხნის წინათ ბაქოს კინოგაქირავებაში ყურბან საიდის საკულტო რომანის მოტივებზე გადაღებული ფილმი “ალი და ნინო” ჩაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების ავტორობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ერთი რამ უდავოა – წიგნი „ალი და ნინო“ ჭეშმარიტად მსოფლიო ბესტსელერად იქცა. ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის ლეილა ალიევას ინიციატივის წყალობით, აზერბაიჯანელმა კინემატოგრაფმა, რომელიც ფილმის “ალი და ნინოს” აღმასრულებელი პროდიუსერია, აზერბაიჯანელი ალის და ქართველი ნინოს სიყვარული პირველმა უკვდავყო. გადამღები და მთელი შემოქმედებითი გუნდი ინტერნაციონალური იყო, რასაც არც მაყურებელი დაუტოვებია გულგრილი.
პროდიუსერი იყო ქრის ტიკიე, რეჟისორი – პრემია “ბაფთას” მფლობელი ასიფ კაპადია, სცენარის ავტორი – პრემია Academy Award-ის ლაურეატი ქრისტოფერ ჰემპტონი.
გადაღებები 2015 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივნისამდე გაგრძელდა. ფილმის გადაღება ბაქოში, მათ შორის ისტორიულ “ძველ ქალაქ – იჩერიშეხერში”, ასევე გობუსტანში და ხინალიგის დასახლებაში მიმდინარეობდა.
ალის როლი მსახიობმა ადამ ბაქრიმ შეასრულა. იგი ცნობილია ჰანი აბუ-ასადის ფილმიდან “„ომარი”, რომელიც 2014 წელს ოსკარით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ფილმი. ქართველი ნინოს როლი კი ესპანელმა მსახიობმა მარია ვალვერდემ შეასრულა, რომელსაც მსოფლიო პოპულარობა ფილმმა “ციდან სამ მეტრზე” მოუტანა.
ფილმში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ფათალი ხან ხოისკის როლს ასრულებს ერთ-ერთი მოთხოვნადი თურქი მსახიობი ჰალილ ერგენჩი, რომელიც ცნობილ სერიალში “დიდებული საუკუნე” სულთანის როლს ასრულებს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ: აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ფაჰრადინ მანაფოვი, აზერბაიჯანის დამსახურებული მსახიობი მეჰრიბან ზეკი, მსოფლიო კინემატოგრაფიის ვარსკვლავები – მენდი პეტინკინი, კონი ნილსონი, რიკარდი სკამარჩიო, ჰუმაიონ ერშერდი, ასად ბუაბი, ნუმან აკარი და სხვები.
ნაწარმოების სიუჟეტი XX საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის და აზერბაიჯანელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფონზე, ორი ახალგაზრდა ადამიანის – აზერბაიჯანელი მუსულმანი ალი ხან შირვანშირის და ქართველი ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაზეა აგებული.
რომანის ეკრანიზაციის შესახებ საუბარი გადაღებების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, რამაც პოპულარული წიგნის “ალი და ნინოს” თაყვანისმცემლების აჟიოტაჟი გამოიწვია. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით ივსებოდა და ივსება კინოთეატრის დარბაზები ნანატრი ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ.
ფილმის წარმატების შესახებ Dalma News-სთან კინოთეატრების ქსელის Cinema Plus-ის გენერალურმა დირექტორმა, ზაურ დარაბზადემ ისაუბრა.
ფილმმა “ალი და ნინო” მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ბაქოში კინოთეატრების Cinema Plus -ის ქსელში დარბაზები გადაჭედილი იყო. მაყურებლებს შორის, ადგილობრივების გარდა დედაქალაქის სტუმრებიც იყვნენ. “ალი და ნინოს” ჩვენება ქალაქ გიანჯაშიც გაიმართა და გაგვაოცა იმ ფაქტმა, რომ ბილეთები უმალვე გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საპრემიერო ჩვენებამდე კინოთეატრმა Cinema Plus-მა პირველი ოთხი დღის ბილეთები ერთ კვირაში სრულად გაყიდა”, – ამბობს ზ.დარაბზადე.
კინოთეატრის დირექტორის თქმით, ფილმმა “ალი და ნინო”, აღიარება უკვე მოიპოვა და ჰოლივუდური ბლოკბასტერების მაყურებლებისთვის ბრძოლაში, სერიოზულ კონკურენციას გასწევს.
“რომანი “ალი და ნინო”, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ისტორიად არის აღიარებული. მან ათასობით მკითხველის გული მოიგო და შედეგად 33 ენაზე ითარგმნა. ამიტომ მოჰყვა ფილმს მაყურებლის მწვავე ინტერესი, მიტ უფრო, თუ გავითვალისწინებთ მაღალი ხარისხის გახმოვანებას მშობლიურ ენაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ფილმის დადებითად აღსაქმელად”, – დასძინა Cinema Plus-ის ხელმძღვანელმა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილმმა აზერბაიჯანული კინემატოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. დარაბზადეს თქმით, ბაქოელი პუბლიკა ადგილობრივ კინემატოგრაფიას გულშემატკივრობს და ყოველთვის მოუთმენლად ელის ახალ პრემიერებს.
“დღეს-დღეობით გაქირავებაში ბევრი ადგილობრივი ფილმია ჩაშვებული. მათ შორის ისინიც, რომლებსაც პრემიერებზე ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც “ალი და ნინოა”. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი კინემატოგრაფი ახალ-ახალი და საინტერესო ფილმებით ყოველწლიურად გაგვახარებს. ჩვენის მხრით კი, Cinema Plus-ის კინოთეატრების ქსელი ყოველთვის მოხარული იქნება პრემიერები პირველმა აჩვენოს”, – დასძინა დარაბზადემ.
აღსანიშნავია, რომ ფილმმა “ალი და ნინო”, დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პირველად “ალი და ნინო” 2016 წლის 27 იანვარს, აშშ-ში, ავტორიტეტულ საერთაშორისო კინოფესტივალ Sundance-ის ფარგლებში აჩვენეს. ფილმის პრემიერა ბაქოში 2016 წლის 6 ოქტომბერს, ჰეიდარ ალიევის ცენტრში შედგა. ცოტა ხნის წინათ, ქართულ ენაზე გახმოვანებული ფილმი თბილისში აჩვენეს. ამ დღეებში კი, ფილმმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ კინოთეატრ Sunshine-ში მაყურებლის გული მოიგო. ვიმედოვნებთ, კინოთეატრების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება და ფილმს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კინომოყვარულები ღირსეულად დააფასებენ.
ჩინარა გურბანქიზი