საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურების წარდგენა ხვალიდან შეეძლებათ. სადღეისოდ პრეზიდენტობის სურვილი მხოლოდ ორმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანმა, ნაკრების რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩების მიხედვით ლევან კობიაშვილმა გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობის დატოვების შესახებ უეფა-ს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.