ბოლო დროს, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, სომხეთის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი დადგა.  როგორც ჩანს, ფაშინიანმა ამ იდეაზე უარი თქვა, საკითხავია რატომ?

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პოლიტოლოგმა არმან გუკასიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი თვალსაზრისი წარმოადგინა.

՚სომხეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ თუ ნიკოლ ფაშინიანი თავიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობოდა, მოგვიანებით უარყო ეს იდეა და თქვა, რომ ევროკავშირს მის შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა, რის გამოც რეფერენდუმის საკითხში თითქოს უკან დაიხია.  ვფიქრობ, ფაშინიანი მშვენივრად ხვდება, რომ სომხეთს ევროკავშირში არ ელიან“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისივე თქმით, ბევრი ქვეყანაა, მათ შორის მეზობელი საქართველო და თურქეთი, რომლებიც ამ გზას ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებიან, მაგრამ ევროკავშირი მათ მაინც არ იღებს.

სომხეთთის შემთხვევაში კი ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება.

“მშრალი ეკონომიკური გათვლა ასეთი იქნება: ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, როგორ განახორციელებს სომხეთი ექსპორტს, როგორც ეს დღეს, ევრაზიის ეკ. კავშირის წევრობის ფარგლებში ხდება.  სომხურ წარმოებას მრავალი პრობლემა შეექმნება როგორც ევროპულ ბაზარზე გასვლისას, რაც გაცილებით ძვირია, ისე   ევროსტანდარტებთან შესაბამისობის და სატრანსპორტო კომუნიკაციების არარსებობის თვალსაზრისით. ანუ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ. შეგახსენებთ, რომ ევრაზიის ეკ. კავშირის წევრობის ფარგლებში, წევრ ქვეყნებს შორის, ეკონომიკური ზრდის ტემპებით სომხეთი დღეს ლიდერია. ამრიგად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს სომხეთში ეკონომიკური აქტივობის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მშპ 8,5%-ით გაიზარდა. ექსპორტი გაიზარდა 55.3%-ით, იმპორტი – 40.2%-ით. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთიდან ექსპორტი 2,8-ჯერ გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 2,3-ჯერ“, – დასძინა გუკასიანმა.

ბევრი ქვეყანა, რომელსაც მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები – სატრანსპორტო კომუნიკაციები – გააჩნიათ, როგორიცაა მაგალითად, თურქეთი და საქართველო, რომლებიც წლებია ევროკავშირისკენ მიიწევენ, ევროკავშირის წევრები ვერ გახდნენ. სომხეთში, განაგრძო მან, დღეს ზოგიერთი ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალები ხელისუფლების კრიტიკას ცდილობენ და აცხადებენ, რომ რეფერენდუმის ჩატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან ევროკავშირის წევრები ხდებიან მკაფიო პასუხის გაცემით კითხვაზე: ელიან, თუ არა ქვეყანას ევროკავშირში?

„იგივე საკითხზე საუბრობს ფაშინიანიც და იმ მარტივი ჭეშმარიტების გამო, რომ ჩვენ ევროპაში არავინ გველის, მან უკან დაიხია“, – განაცხადა გუკასიანმა.

სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ბოლო დროს გააქტიურდა, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ეს პერსპექტივაც ძალიან ბუნდოვანია და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან რეალურად ვიზალიბერალიზაციის საკითხი წინა ხელისუფლების დროს განიხილებოდა. სომხეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ ამისკენ ისწრაფვის, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხში პროგრესი არ არის. უფრო – Პირიქით.

“უფრო მეტიც, საპირისპირო პროცესს ვხედავთ, რასაც რიგითი მოქალაქეებიც ადასტურებენ.  ისინი შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანას ითხოვენ – პროცესი გაცილებით რთული გახდა, ვიდრე ადრე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვხედავთ გარკვეულ რეგრესს. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ევროკავშირის ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მშრალ ეკონომიკურ გათვლებს უნდა დავეყრდნოთ: თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზას ავირჩევთ, ისე ჩამოგვერთმევა მრავალი დივიდენდი, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკა ევრაზიის ეკ. კავშირის წევრობით იღებს, რომ ევროკავშირის წევრები მაინც არ გავხდებით. ჩვენს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აქვს, რომელიც არსებითად დაგვაკლდება.   მინდა ვკითხო პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს: როგორ გავაკონტროლებთ ამ რისკებს, თუ ალტერნატივის მიღების გარეშე დავკარგავთ ევრაზიის ეკ. კავშირის ბაზრის, რუსეთის ბაზრის შესაძლებლობებს? ამბობენ, რეფერენდუმი ჩავატაროთო. კარგი, გვაქვს პასუხი ევროკავშირიდან? გველოდებიან? ნიკოლ ფაშინიანს რომ დადებითი პასუხი ქონებოდა, ის რეფერენდუმსაც დასთანხმდებოდა, მით უმეტეს, რომ ასეთი სიგნალი აშკარად მისცა დასავლეთს. ვიმეორებ: არის მკაფიო, მშრალი ეკონომიკური გათვლები. პოლიტიკა პოლიტიკაა, განცხადებები განცხადებებია, როგორც იტყვიან – პოპულიზმი ერთია, რეალური ეკონომიკა მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. როგორც ვხვდები, ნიკოლ ფაშინიანს ეს ნათლად ესმოდა”, – დაასკვნა არმან გუკასიანმა.