ჯორჯ ჩილინგარი 100 წლისაა და სიბრძნეც შესაფერი აქვს. როდესაც ადამიანის სიბრძნე ცხოვრებაში მიღებულ ცოდნას შეესატყვისება, ამას პატივისცემა და უზრუნველი ცხოვრება მოაქვს. ზოგჯერ კონკრეტული ადამიანის ცხოვრება იმდენად სიუჟეტურია, რომ სათავგადასავლო რომანების ავტორებსაც შეშურდებათ. ასეთია მაგალითად, ჯორჯ ჩილინგარის ცხოვრებაც.
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ – ის არის მეცნიერი და მსოფლიო დონის ექსპერტი ნავთობის საკითხებში. ძალზედ საინტერესოა მისი საქმიანი რეზიუმე: ეს არის მაქსიმალურად მოკლე და ლაკონური დოკუმენტი, რომელიც დაახლოებით 70 გვერდისგან შედგება.
ვაროს ჩილინგარიანი ირანიდან, შეიძლება ითქვას, საბჭოთა ხელისუფლების აღორძინების ხანაში, თბილისში ჩავიდა, რათა ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. ასეც მოხდა. იგი პირველი კლასის ექიმი გახდა და ირანის შაჰმა პირად ექიმად დანიშნა. ვაროსი რუს გოგონაზე დაქორწინდა.
1929 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ თბილისში, წყვილს ვაჟი შეეძინა: გევორქ ჩილიგარიანი მოგვიანებით ჯორჯ ჩილინგარი გახდა. მისი ოჯახი ირანში დაბრუნდა. გევორქმა, რომლისთვისაც სომხური და რუსული მშობლიური ენები იყო, იმდენად სწრაფად აითვისა სპარსული, რომ პრინცმა ვაროსს ურჩია, ვაჟისთვის განათლება ნავთობგაზის სფეროში მიეცა. ვინ იცის, სანამ გევორქი სპეციალობას კარგად შეისწავლიდა პრინცი შაჰი გახდებოდა და მას ნავთობის მინისტრად დანიშნავდა. სხვათა შორის, დღეს, ჩილინგარი 9 ენაზე საუბრობს.
ცხადია, ირანში ნავთობის მინისტრობა უკეთესია, ვიდრე სხვა სახელმწიფოში პრეზიდენტობა. 1944 წელს ვაროსმა ოჯახის ამერიკაში წაყვანა გადაწყვიტა. ირანის შაჰმა რეზა პეხლევმა ბრძნულად შეაფასა არსებული ვითრება და გადაწყვიტა, რომ გევორქი ირანისთვის სარგებელის მომტანი იქნებოდა. ასეც მოხდა.
ჯორჯ ჩილინგარმა ფასდაუდებელი შრომა გასწია. მისი სამუშაო რეზიდენცია მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე სამეცნიერო რეზიდენციას: დაახლოებით 150 მედალი და დიპლომი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოს და სამეცნიერო ორგანიზაციის მიერ არის გაცემული. მათ შორისაა ამერიკული და ჩინური ВВС-ის მთელი რიგი ჯილდოები. ჯილდოებს შორის არის ასევე ირანის შაჰის მიერ ჩილინგარის სახელზე გაცემული სამადლობელი წერილი, ირანში ნავთობსაბადოს ათვისებისთვის; ასევე საუდის არაბეთში, ტაილანდში და სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნებში ნახშირბადის საბადოს დაზვერვისთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურისათვის გაცემული მთელი რიგი სახელმწიფო ჯილდოები.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჩილინგარი იმაზეც საუბრობს, თუ რატომ მოაშორა სომხურ გვარს დაბოლოება. ეს მოხდა ამერიკაში, როდესაც იგი საჰაერო ფლოტში მსახურობდა და პარაშუტით ხტებოდა. ფლოტის ხელმძღვანელობას ძალიან უჭირდა მისი გვარის წარმოთქვა, ამიტომ გევორქმა მათთვის საქმის გამარტივება გადაწყვიტა.
როგორც ზემოთ აღნიშნული რეზიუმედან ვიგებთ, ჯორჯ ჩილინგარმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ნავთობ-გეოლოგიის საკითხზე დისერტაცია დაიცვა და იქვე პროფესორობაც მოიპოვა. შედეგად, 1956-1991 წლებში ნავთობის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა.
ჩილინგარმა ირანისთვის ნავთობის ქანების იდენტიფიცირების მეთოდი შეიმუშავა, გააანალიზა ნიმუშებში კალციუმის და მაგნიუმის ურთიერთქმედება, შემდეგ კი ტაილანდში ნავთობის მარაგის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა.
2001 წელს საუდის არაბეთის მეფემ ფაჰდმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია ჩილინგარის წვლილი ადგილობრივი ნავთობკომპანიის წარმატებულად მუშაობის და მთელს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების საქმეში. 1973 წელს ჩილინგარი კალიფორნიის მაშინდელი გუბერნატორის რონალდ რეიგანის დროს დაინიშნა მრჩევლად ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში.
ჯორჯ ჩილინგარი ყოველთვის და ყველაფერში ცდილობდა პირველი ყოფილიყო. როდესაც ქუვეითის ომი დაიწყო, პატარა ქვეყნის დასახმარებლად ერთ-ერთი პირველი გაეშურა და სამხედრო გამოცდილებაც გამოადგა. ომი დასასრულს უახლოვდებოდა, გევორქი თავის კარავში იჯდა, მოულოდნელად ტყვედ აყვანილი 4 ირაყელი სამხედრო მიიყვანეს და მათი გაშვება დააპირეს, მაგრამ ამ უკანასკნელებმა ითხოვეს, რომ ერაყში არ გაეშვათ, რადგანაც იქ, მათ სადამი დახოცავდა, მით უფრო რომ ისინი წარმოშობით არაბები კი არა, სომხები იყვნენ.
“როდესაც ეს მოვისმინე, განვრისხდი. ახლა ეს ბიჭები კალიფორნიაში არიან და შობის ყოველ დღესასწაურზე ღია ბარათებს მიგზავნიან”, – გაისხენა ჯორჯ ჩილინგარმა.
რაც შეეხება ნავთობს, ჩილინგარი დარწმუნებულია: თუ თქვენ, რამდენიმე ზედაპირული ჭაბურღილი გაბურღეთ და ვერაფერი იპოვეთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნახშირწყალბადები არ არის. რამდენიმე ადგილას უნდა გაბურღო და ძალიან ღრმად – მხოლოდ ამის შემდეგ გახდება, მეტ-ნაკლებად ცნობილი არის თუ არა იქ ნავთობი, ან გაზი.
ნავთობი იქ არის, სადაც იპოვეს და ტაილანდი ამის დადასტურებაა, – მიაჩნია ჩილინგარს. იქ ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ 20 ჭაბურღილი გაბურღა და ყველა ცარიელია. ამერიკელები წასვლას აპირებდნენ, ტაილანდელი მეფე შეშფოთებული იყო… ჩილინგარი ამ კომპანიის პრეზიდენტთან მივიდა, რაღაც უთხრა და კომპანია ტაილანდში დარჩა. ბოლოს ნავთობი სწორედ იმ ადგილზე იპოვეს, სადაც ჭაბურღილი იყო.
სომხეთში ნავთობის და გაზის პოვნის ალბათობაც ერთობ საყურადღებოა, – მიაჩნია გევორქ ვაროსოვის ძეს. მაგრამ სომხეთში ზედაპირული ბურღვებით იმდენად გააფუჭეს ნიადაგი, რომ რთულია ამ სფეროში სერიოზული ინვესტორების დათანხმება.
ჩილინგარის აზრით, რომელიც რუსი მეცნიერების მოსაზრებას ეყრდნობა, სომხეთში, მინიმუმ 5 კილომეტრის სიღრმეზე უნდა გაიბურღოს. ასეთი სიღრმეების არ უნდა შეგვეშინდეს. ზოგან, იგივე რუსეთშიც კი, ნავთობი კიდევ უფრო ღრმა ადგილებშია. თუმცა, ამ მიმართულებით ვერც ერთმა სომხურმა მთავრობამ ვერ იაქტიურა, ჩილინგარი კი თავის დროზე, ამბობდა, რომ მსგავსი წარმოებისთვის ფული იქნება.
ჩილინგარმა თავის დროზე წიგნიც კი დაწერა, სომხეთში ნავთობის და გაზის მოპოვების პერსპექტივებზე, მსგავსი კვლევების რეალურობასა და საფუძვლიანობაზე. წიგნი მიუძღვნა მეგობარს – კერკ კრკორიანს. სწორედ მას გულისხმობდა ჩილინგარი, როდესაც ნიადაგის დაზვერვის დაფინანსებაზე საუბრობდა: “კორკს შეუძლია დახმარება, მას სომხეთი ძალიან უყვარს”. ახლა კი, უკვე აზრი აღარ აქვს, რადგანაც დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ.
გევორქ ვოროსოვის ძე ჩილინგარიანი 100 წლისაა. დიახ, ჯორჯ ჩილინგარი მოხუცდა და ამას წინ ვერავინ დაუდგება, თუმცა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტზე, თავის მოკლე რეზიუმეს უწინდებურად წერს.
რუბენ გიულმისარიან