საქართველოს შიდაპოლიტიკურ სცენაზე ახალი პერსონაჟი ჩნდება, რომელიც ზოგ ადამიანში დადაებით ემოციებს იწვევს, ზოგში კი – აღშფოთებას და სიძულვილს. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ეს უკანასკნელნი დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის.როგორც კლასიკოსი ამბობდა: ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დუმს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ასეა. ახალ პოლიტიკურ ძალას „საქართველოს ეროვნული ერთობა“ ქვია, რომელიც თავის იდეოლოგიად ეროვნულ-სოციალისტურს ასახელებენ, ხოლო თავიანთ თავს ამაყად უწოდებენ “ქართველ ფაშისტებს”. ეს არს ჭორია და არც მონაგონი, ამის შესახებ აღმიშნული პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა ბექა ლოლაშვილმა განაცხადა.
ამ ადამიანებმა საზოგადოებას უკვე გააცნეს თავი ხმაურიანი მსვლელობებით, რომელსაც თან ახლდა ნაციონალისტური ლოზუნგები, ქსენო და ჰომოფობიური მოთხოვნები. ისინი დეკლარაციიდან საქმეზე გადასასვლელად უკვე მზად არიან. პოლიციას იძულებულს ხდიან ძალა გამოიყენოს, ან ზედმეტად აგრესიული აქტივისტები დააკავოს.
პოლიტოლოგების, სოციოლოგების და ფსიქოლოგების ექსპერტთა საზოგადოება ამ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს. როგორც სჩანს, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. თუმცა, ამ მოვლენას ისინი ერთხმად უწოდებენ შემაშფოთებელს, შოკის მომგვრელს და მოულოდნელს.
ეს მოვლენა მართლაც რომ შემაშფოთებელი და შოკის მომგვრელია, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, მისი გამომწვევი ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს და ერთ-ერთი მთავარი ბანალური ნაციონალიზმია. მშობლიური ერის, ენის და კულტურისადმი სიყვარული ქართელებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ხალხს, გენეტიკურ დონეზე აქვთ დაპროგრამებული. ეს რომ არა, მცირერიცხოვანი ერისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა სისხლისმსმელ დაპყრობლებთან მრავალსაუკუნოვან ბრძოლებში გაძლება, სადაც მთავარი მიზანი ფიზიკური და სულიერი გადარჩენა იყო.
საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, ერის ფიზიკური განადგურების საკითხი აქტუალური აღარ იყო, თუმცა აზროვნების ინერცია უცვლელი დარჩა. ამიტომაც პატრიოტიზმის ჯანსაღ გრძნობას ღია შოვინიზმში გადაზრდილი ნაციონალიზმის ელემენტები შეერია. სუსტი სულის და გონებისთვის ამაში ბევრი მიმზიდველი მხარე არსებობს.
პირველ რიგში, საჭირო არ არის თვითგანვითარება, თვითგანათლება, შრომა, პატიოსნება, გაბედულება და ა.შ. საკმარისია უბრალოდ გარკვეული ეთნოსის წიაღში დაიბადო, რომ სხვებზე მაღლა დადგე და პრეტენზია დაუმსახურებელ კეთილდღეობასა და პრივილეგიებზე გქონდეს . ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი თავის არასრულფასოვნების კომპლექსს განდიდების მანიით ფარავს.ქართველი ხალხის საპატივცემულოდ, უნდა ითქვას, რომ მისმა უმრავლესობამ თავისი პოლიტიკური ფსევდო ელიტისა და ფსევდო-ინტელიგენციისგან განსხვავებით, რომელმაც სერიოზული მეცნიერული და კულტურული მიღწევების არარსებულობა მხუთავი ნაციონალისტური სულით შეავსო, საუკეთესო თვისებების შენარჩუნება მოახერხა.
ამგვარ ტენდენციებს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ქართული ერის ფენომენები. საკმარისია დავასახელოთ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი, კინორეჟისორი გიორგი დანელია, მსახიობი სოფიკო ჭიაურელი და სხვა. საბედნიეროდ, ასეთი გვარების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. საკუთარი ერი ისე უნდა გიყვარდეს, როგორც დიდ ილიას უყვარდა, რომელმაც მწარე სიმართლე ლექსში “ბედნიერი ერი” თქვა.
დღეს-დღეისობით ფაშიზმის რეაბილიტაცია ფაქტად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ეს წლების განმავლობაში მზადდებოდა, შესაძლებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ახალგაზრდა თაობის სახით ესესების დამარცხებული წევრები ივლიდნენ.
ვინ უარყოფს იმას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელებული ფაშიზმი ანტისაბჭოურ და რუსოფობიურ ნიადაგზე წარმოიშვა? ეს პროცესი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთი სქემით და საზღვარგარეთელი სპონსორების დაფინანსებით მიმდინარეობდა. დასავლეთი ჯერ დისიდენტებს კვებავდა, შემდეგ მარიონეტების პირველი ტალღა მის მიერ გამოზრდილი ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტით ჩაანაცვლა. პირველი ნაბიჯი – წარსულზე იერიშის მიტანა, მისი ტოტალური განადგურება და ისტორიის ფალსიფიკაციაა.
ყველგან ასე მოხდა და გამონაკლისი არც საქართველოა. ჯერ კიდევ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს, ქართულ მედია-საშუალებებში ჰიტლერის მხარეს მებრძოლი ადამიანების გმირებად შერაცხვა დაიწყო. თეთრი გაშავდა და შავი გათეთრდა. მთავარ ბროტებად “კრემლის აგენტები” გახდნენ, რომლებსაც ყველგან ეძებდნენ.
დამოუკიდებლობის პირველ წლებში ნაციონალისტური ლოზუნგები დომინანტური გახდა, ხოლო გამსახურდიამ განაცხადა, რომ მოქალაქეობას მხოლოდ იმ პიროვნებებს მისცემდა, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე 1801 წლამდე, რუსეთის იმპერიაში შესვლამდე ცხოვრობდა. ძალაუფლება მან ძალიან მალე დაკარგა, ხოლო მისი მმართველობის პერიოდი დახასითდა როგორც “პროვინციული ფაშიზმი”. თუმცა, პროცესი რამოდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა: სკოლის სახელმძღვანელოებში მოთხრობილი იყო იმაზე, თუ როგორ ჩაგრავდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი ქართველ ხალხს, თითქოს საქართველომ ამ პერიოდში ეკონომიკური, კულტურული და მეცნიერული განვითარების პიკს მიაღწია, რომელიც ბევრა აღემატებოდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს და არაფრით ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს ყველაზე განვიტარებულ ქვეყნებს.
ამის შემდეგ, განა გასაკვირია ის, რომ დემონსტრანტების სიმბოლიკაში ვერმახტში მომსახურე ქართული ქვედანაყოფის ფაშისტური სვავისტიკაა გადაკეთებული, ასევე ლოზუნგი “საქართველო ქართველებისთვის” და უცხოელების წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები გაისმის?
საქართველოში ფაშიზმის გამოჩენა მოულოდნელად როგორ უნდა ჩაითვალოს, როდესაც ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ხელძღვანელობით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მართავდა?! ჯერ მხოლოდ პარტიის სახელწოდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მოძრაობა “საქართველოს ნაციონალური ერთობა” ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან? ფაქტობრივად, არაფრით! თუმცა, ისინი განსხვავებული მიმართულებებით მიდიან: პირველები ევროპისკენ ისწრაფვიან, მეორეებს კი საქართველოში არც ევროპელების და არც აზიელების ხილვა სურთ. ორივეს საერთო წერტილი კი ძალადობაა, რადგანაც საკითხის გადაჭრის სხვა საშუალება მათთვის არ არსებობს.
ამგვარად, ქვეყნისთვის ფაშიზმი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, თუ ეს ცუდი ბიჭების არც ისე დიდი დაჯფუბაა და ვერ ხვდება, რას აკეთებს?! გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის მხარდასაჭერად სერიოზული ბრბოები დადიოდნენ, რომლებიც 30-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის სათავეში უკვე დემოკრატიული გზით მოვიდნენ. დღეს ისტორიის გადაწერას და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას აქტიურად ცდილობენ. ცდილობენ ასევე იმ მსოფლიოს დანგრევას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ 70 წელზე მეტია პლანეტას გლობალური კატასტროფისგან იცავს. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი ერი განსაკუთრებულ ერად გამოაცხადა. როგორც სჩანს, ისტორიას გამეორების ტენდენცია აქვს. სწორედ ამიტომ ერის ზემოთ ნახსენები დიდი უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკისგან ძალიან დაიღალა, პასიური არ უნდა იყოს, რათა საკონცენტრაციო ბანაკებიდან ვიღაცის პერსონალური მიმართულებით “ჰაილ!”-ის დაძახება არ მოუწიოს.
გონების მიძინება დაუშვებელია. ჯერ კიდევ დიდი გოია წერდა: „გონების ძილი ურჩხულებს წარმოშობს!“.
დავით კუპატაძე, სპეციალურად Dalma News-ისთვის