მოდის საერთაშორისო ფესტივალი “მედმოდა” (MedModa) 2004 წლიდან იმართება იტალიაში, კერძოდ, კალტანისეტიში. მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩასული დიზაინერებისთვის, მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა. რამდენიმე წლის წინათ, ორგანიზაცია “მედმოდამ” მჭიდრო კავშირები დაამყარა სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან, მათ კულტურულ ცენტრებთან და მოდის სფეროსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, რისი დახმარებითაც ფესტივალის ყოველწლიურად გამართვა ხერხდება.

16215673_10208609910268486_554789711_nფესტივალი 31 იანვარს ​თეატრ Regina Margherita-ში გაიმართება და ჩინეთიდან სპეციალურად მიწვეული სოპრანო გახსნის, ხოლო ფესტივალს თავისი ახალი კოლექციით დახურავს, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერი შერონ მარი.

როგორც Dalma News-ს “მედმოდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ივენთის დირექტორმა მასიმო პასტორელომ განუცხადა, ქართველი დიზაინერები მოდის საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მეხუთედ მონაწილეობენ. წელს კი საქართველოს უცხოეთში მოღვაწე დიზაინერი შერონ მარი (Sheron Mar) წარადგენს. მასთან ერთად იქნებიან დიზაინერები თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, სერბეთიდან, კოლუმბიიდან, იტალიიდან და ა.შ.

16215486_10208610059832225_782326515_nმასიმო პასტორელოს თქმით, იმისათვის, რომ დიზაინერი მოდის ფესტივალზე მოხვდეს, უმთავრესი კრიტერიუმებია: გამოცდილება, ელეგანტურობა და ძლიერი კოლექცია. ფესტივალის მთავარი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების წარმოჩენა.

ამბობენ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს გვანანო. ეს კითხვა არც ბატონ მასიმოს გაჰკვირვებია. “დიახ, მართალია, იტალიელები და ქართველები გვანან ერთმანეთს, მაგრამ უფრო სიცილიელები ქართველებს სტილით, ხასიათით. საქართველოში ძალიან მომეწონა ღვინო და საჭმელები. ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავია”, – განაცხადა მოდის იტალიელმა ექსპერტმა.

მისი თქმით, ქართველი დიზაინერის, შერონ მარის შემოქმედებამ ფესტივალის ორგანიზატორების დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ჩვენ ის ძალიან მოგვწონს თავისი ხარისხით. ის არის ინოვაციური და თქვენი ქვეყნის სახე. ტრადიციული სტერეოტიპის, მაგრამ ყოველ ჯერზე მის კოლექციაში არის ახალი და მკაცრი ხასიათი, იგრძნობა მისი ქართული ტემპერამენტი”, – აცხადებს მასიმო პასტორელო.

15151156_10208103898058497_36834880_n

შერონ მარი მოდის უცხოელი ექსპერტებს, დყეს, 31 იანვარს, ათი კოსტიუმისგან შემდგარ ახალ კოლექციას წარუდგენს, რომელიც მარლენ დიტრიხის თემაზე აქვს შექმნილი. კოსტიუმებიცა და აქსესუარებიც საკუთარი ხელით გააკეთა. მოდის საერთაშორისო ფესტივალზე შერონ მარი პირველად, 2013 წელს გამოჩნდა და იმ პერიოდს, თავის კარიერულ წინსვლაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“არა ერთხელ მითქვამს, რომ სწორედ “მედმოდამ” მომიტანა საერთაშორისო წარმატება და საქართველოს საზღვრებს გარეთ აღიარება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში მონაწილეობა. წელს სხვა სტატუსით წარვდგები. “მედმოდა” არის ძალიან გემოვნებიანი, დახვეწილი, მოდის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის უკან დგას პროფესიონალთა გუნდი. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა და ველოდები მათ შეფასებებს. ისინი ძალიან კრიტიკულები და სამართლიანები არიან”, – აცხადებს შერონ მარი.

​მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული დიზაინერები, ფესტივალში სრულიად უფასოდ მონაწილეობენ, უფრო მეტიც, შიდა თუ საერთაშორისო რეისების 10%-ს ფესტივალის ორგანიზატორები ფარავენ, დამატებით კი, იტალიაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ მათ სასტუმროებში დაბინავებაზე.

16215969_10208609901588269_957488196_nფესტივალზე მოსახვედრად დიზაინერებს ანკეტის შევსებასა და ავტობიოგრაფიის წარმოდგენასთან ერთად, ევალებათ საკუთარი კოლექციის CD ან DVD დისკების ჩანაწერის წარდგენა, რის ჩვენებასაც მოდის ფესტივალზე აპირებენ. განაცხადები განსაზღვრულ ვადებში უნდა გაგზავნონ, ამის შემდგომ კი, ფესტივალის ორგანიზატორები მონაწილე დიზაინერებს “მედმოდის” მოთხოვნების შესაბამისად არჩევენ.

ფესტივალის დაწყებამდე მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში სარეპეტიციო დარბაზი, მოდელები, სტილისტები და ვიზაჟისტები დიზაინერების განკარგულებაში არიან. “მედმოდის” გუნდი, ფესტივალის დაწყებამდე საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას კოსტიუმების ნებისმიერი არასანქცირებულ რეპროდუქციაზე, იმიტაციაზე, დაკარგვაზე, ან კოლექციის დაზიანებაზე.

შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის