15 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოედანზე სამეცნიერო ფესტივალი Look Around გაიმართა. ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ბევრი მონაწილე და სტუმარი ჩაერთო. ღონისძიება სახელმწიფო კორპორაცია „როსატომისა“ და NPUA-ს ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის პარტნიორები იყვნენ სომხეთის ილუზიების მუზეუმი და კომპანია Youth Development Center.
პირველი სამეცნიერო ფესტივალი Look around 2019 წელს ერევანში გაიმართა და სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო 2021 წელს მასში ერევნიდან და მეზობელი რეგიონებიდან ოთხი ათასამდე სტუმარი მონაწილეობდა.
ფესტივალში მონაწილეობა უფასოა. დამსწრეებს, როგორც წინა წლებში, ახლაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიზიდულობის ძალის ელემენტარული ნაწილაკების ცენტრი გამხდარიყვნენ, დამუხტულიყვნენ დადებითი ენერგიით და ბირთვული ინდუსტრიის, ინჟინერიისა და მეცნიერების შესახებ ცოდნა მიეღოთ.
წელს თემატური ლოკაციები იყო: Technology, Homo science, Green Energy, Art.
სამეცნიერო ფესტივალის პროგრამა ნებისმიერი ასაკის მონაწილეებისთვის საკმაოდ მდიდარი იყო: საინტერესო სემინარები, გასართობი „მასტერ-კლასები“, მომხიბლავი სამეცნიერო ექსპერიმენტები, საინტერესო ლექციები, საგანმანათლებლო ვიქტორინები, სამეცნიერო ტესლა-შოუ, თოქ-შოუ „მეცნიერების ენერგია“ და მრავალი სხვა.
«ამ ფორმატის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილეებს საკუთარი თვალსაწიერის გაფართოვების შესაძლებლობა ეძლევათ. სკოლის მოსწავლეები თანამედროვე მეცნიერებას ეცნობიან და მომავალი პროფესიის ასარჩევად დამატებით ინფორმაციას იღებენ. ამ საოცარი სამეცნიერო სამყაროს ნახვით, ახალგაზრდებს აუცილებლად გაუჩნდებათ თავიანთი ცხოვრების მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დაკავშირების სურვილი, რათა პროფესიული წვლილი შეიტანონ თანამედროვეობის შემუშავებაში და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატების მიღწევაში», — განაცხადა ღონისძიებაზე NPUA-ს პრორექტორმა სარგის ასატრიანცმა.
ფესტივალი კიდევ უფრო სასიამოვნო იყო წამყვანის, დიჯეის, ფოტოგრაფისა და ოპერატორის თანდასწრებით. სტუმრებმა კარგ შთაბეჭდილებებთან ერთად, მაღალი ხარისხის ფოტოები მიიღეს. ასევე ფოტო ჯიხურისა და სელფის სპინერის დახმარებით, დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. მთელი დღის განმავლობაში, აქტივობების დროს მონაწილეებს პრიზებისა და საჩუქრების მოპოვების შესაძლებლობები ჰქონდათ.
«როსატომი – საერთაშორისო ქსელის» სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობის დირექტორის მიხეილ ტურუნდაევაის თქმით, «როსატომი» ერევანში ფესტივალ Look Around-ს უკვე მესამედ მასპინძლობს. მომხიბვლელი, ნათელი და სანახაობრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, მონაწილეები ბირთვული ტექნოლოგიების, ენერგეტიკის და არაენერგეტიკულ სფეროებში მეცნიერების შესაძლებლობებს და მიღწევებს ეცნობიან.
“სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ჩვენს ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ, ამიტომ ყოველწლიური სამეცნიერო დღესასწაულის ჩატარების ამ შესანიშნავი ტრადიციის გაგრძელება გადავწყვიტეთ”, — განაცხადა მიხეილ ტურუნდაევმა.
თოქ-შოუს „მეცნიერების ენერგიის“ დროს, ექსპერტებმა სომხური მეცნიერების მომავალი განიხილეს და იმსჯელეს, თუ როგორ აისახება ინოვაცია ახალ პროფესიებში. ლოკაციებზე მონაწილეები ნარჩენების დახარისხების პრინციპებს გაეცნენ, გაიგეს, თუ როგორ გამოიყურება ბირთვული რეაქტორის რეალური ოთახი; როგორია ადამიანების რადიაციული მკურნალობის პრინციპები, მოქსოვეს კოდური სახელწოდებების სამაჯურები და საკუთარ თავს წერილები წარსულიდან მომავალში მისწერეს.
Smart-talk-ის «ატომი: ხმელეთზე, წყალზე და სივრცეში» დროს, სტუმრებმა შეიტყვეს, რამდენად მტკიცედ შემოვიდა ბირთვული ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში და რა დადებითი გავლენა აქვს მას. ამ ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია დაავადებების ზუსტი დიაგნოზირება და მკურნალობა, ზრდის მოსავლიანობას, ახანგრძლივებს საკვების შენახვის ვადას, ასუფთავებს ზღვის წყალს და იკვლევს და ინახავს უნიკალურ ისტორიულ არტეფაქტებსა და წიგნებს.
ასეთი აქტივობები აშკარად საჭიროა. ისინი, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს, მეცნიერების დახმარებით სამყაროს უკეთ გაცნობაში ეხმარებიან.
მარიანა აკოფიანი