კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის კოდექსზე მუშაობს.
ამ მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სამართლებრივ საკითხებში ცნობილ საერთაშორისო ექსპერტ ანდრეა რაშერთან შემაჯამებელი სამუშაო შეხვდრა გამართეს და ექსპერტის მიმდინარე აქტიობები გააცნეს.
“ახალი კოდექსი კულტურის სფეროში მოქმედ ყველა საკანონმდებლო აქტს გააერთიანებს, და კულტურის პოლიტიკის ორგანული და განმსაზღვრელი ნაწილი იქნება”, – აცხადებენ სააგენტოში.