მიხეილ სააკავშილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ 3 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიატანა სარჩელი მოთხოვნით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს მუხლი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების ტრანსლირების აკრძალვას ბლოკავს.
ექს-პრემიერი თავისი გადაწყვეტილების მოტივად ასახელებს იმას, რომ რუსული არხები ანტიქართულ პროპაგანდას ეწევიან, არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთოდ ძლიერი საინფორმაციო იარაღია პუტინის ხელში.
“საჭიროა საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული მაუწყებლობის ისეთი რუსული არხების საინფორმაციო პროგრამები, როგორიცაა, НТВ, РТР, «Звезда». რუსეთის საინფორმაციო გადცემები ამართლებენ რუსეთის მიერ საქართველოს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) ოკუპაციას, ატყუებენ ქართველ ტელემაყურებელს და ამახინჯებენ ფაქტებს”,- განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ნიკა რურუამ.
საიდუმლო არ არის, რომ დღეს სატელევიზიო სივრცე კულტურის სერიოზული შემადეგნელი კომპონენტია. კულტურასთან აკრძალვების გზით ბრძოლა – აბსოლუტურად უშედეგო და სულელური გადაწყვეტილებაა.
თავისდროზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე აკრძალა ოფიციალურად საქართველოში რუსული ტელეარხების ტრანსლაცია და სერიოზული სასჯელითაც იმუქრებოდნენ რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულების გამო.
სინამდვილეში რა შედეგი მოჰყვა ამას?
საქართველოში სატელიტური ანტენებზე მოთხოვნა გაიზარდა და სერიოზული ყიდვა-გაყიდვა დაიწყო (ანტენების გამყიდველები, ალბათ, ლოცავდნენ კიდევაც “ნაც.მოძრაობას” ამ გადაწყვეტილებისთვის). რესტორნებში რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე აჟღერდა რუსული მელოდიები, ისეთი საშიში სიმღერაც კი, როგორიც არის День Победы. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ნიკა რურუამ განაცხადა, რომ მას არ სიამოვნებს ამ სიმღერის მოსმენა 9 მაისს.
თბილისში ჯერ კიდევ ახსოვთ აჟიოტაჟი, რომელიც 2011 წელს ავლაბარში, კინოფილმ “მიმინოს” გმირების ძეგლის დადგმას მოჰყვა.
სწორედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მესვეურებმა მოაწყვეს საპროტესტო აქციები, საბჭოთა ხელოვნების ამ ნიმუშის მოსაშორებლად და ზურაბ წერეთლის, როგორც რუსული იმპერიალიზმის წარმომადგენლის საჩუქარზე უარის სათქმელად. სატელევიზიო დებატებში საკმაოდ ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდე ქალიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ანტისომხური განწყობის გათვალისწინებით, მსგავსი ძეგლის დადგმა სწორი არ არისო. საინტერესოა, ძეგლის დადგმის კონკრეტულად რომელი იდეა აღმოჩნდა პროტესტანტებისთვის მიუღებელი? ერთადერთი, რაზეც ეს ძეგლი მეტყველებს, არის სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის მეგობრობა და ადამიანური ურთიერთობები. რა არის ამაში ცუდი და საშიში მრავალნაციონალური საქართველოსა და მისი ათას საუკუნოვანი კულტურისთვის? ყველა ეს მოვლენა სწორედ იმ დროს ხდებოდა, როდესაც კულტურის მინისტრი ნიკა რურუა იყო.
რატომ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ტელევიზიითა და ძეგლებით? იქნებ, დროა გავანადგუროთ მავნე წიგნები, სადაც ისეთი რამ წერია, რაც არ მოგვწონს?! კაცობრიობას ჯერ კიდევ ახსოვს მესამე რაიხის მიერ წიგნებით დანთებული კოცონები. ლოგიკურად ამ ზომამდეც ადვილად მივალთ.
საქართველოში არავინ არის ვალდებული გაიზიაროს რუსული ტელეარხებიდან გადმოცემული მოსაზრებები და მიიღო მათი პოზიცია. საეთერო სივრცეში ადგილი მთელ რიგ ქართულ არხებსაც აქვთ დათმობილი, რომლებსაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად მიაწვდინონდ ადამიანებს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება. საქმე იმაშია, რომ სწორედ მაყურებელს აქვს უფლება აირჩიოს და თავად გააანალიზოს. მათთვის ამ თავისუფლების წართმევის უფლება კი არავის აქვს.
არსებობს ვოლტერისთვის მიწერილი ფრთიანი გამონათქვამი სიტყვის თავისუფლებაზე: „თქვენს მიერ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ ვეთანხმები, მაგრამ შემიძლია სიცოცხლე გავწირო იმ უფლებისთვის, რომელიც ამის თქმის საშუალებას გაძლევთ“. ეს ძველი, მაგრამ აქტუალური ჭეშმარიტებაა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველომ კი არ უნდა აკრძალოს, არამედ ხელმისაწვდომი გახადოს რუსული სატელევიზიო არხები. ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს: საქართველოში ფუნქციონირებდა ტელეარხი “ალანია” და შემდეგ “ПИК”-ი, თუმცა სახელმწიფო მინისტრის აზრით, ამ მაუწყებლობებმა მათ წინაშე დასახულ ამოცანებს თავი ვერ გაართვეს.
ამასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “ПИК”-ის შესახებ საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო მისი კონტექსტი, თუმა ამის მიუხედავად რუსული სატელევიზიო არხის არსებობა მიზანშეწონილად მიაჩნია, ამისთვის კი საჭიროა სახსრები და კადრები.
ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ურჩევდა ყურადღება გაემახვილებინათ იმ ფაქტისათვის, რომ მსგავსი სახის აკრძალვები დემოკრატიის მოთხოვნებსა და მთავარ ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ასეთი საქციელი საქართველოს ხელს შეუშლის მიზნის მიღწევაში – შევიდეს ევროპოულ ოჯახში.
“პირადად მე, პუტინი და მისი პოლიტიკა არ მომწონს, მაგრამ მოდით, თავი დავანებოთ რუსულ ტელეარხებს, დოსტოევსკისა და რუსულ ენას”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
პარადოქსული ვითარებაა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სიტყვით ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას დეკლარირებს, საქმით კი, ამ გზაზე სულ რაღაც დაბრკოლებებს ჰქმნის.
ამ მოსაზრებას იზიარებენ არა მხოლოდ მმართველი პარტიისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილიც. სწორედ ის რიგითი ადამიანები, რომლებმაც არ დაზოგეს ფული და თავიანთ ოჯახებში რუსული სატელევიზიო არხების ყურების შესაძლებლობა დამოუკიდებლად უზრუნველჰყვეს.
დღეს ცოტა თუ იცნობს გერმანელ დრამატურგ ჰანს იოსტს, თუმცა ერთი ფრაზა მისი პიესიდან, რომელიც ადოლფ ჰიტლერს მიეწერება, მთელს მსოფლიოში ფრთიან და პოპულარულ გამონათქვამად იქცა”:
“როდესაც მესმის სიტყვა “კულტურა”, ხელი იარაღისკენ მიმიწევს”.
ამ ფრაზას ხან გერინგს, ხან გებელსსა და ხან ფაშისტური რეიხის სხვა მოღვაწეებს მიაწერდნენ. მიაწერდნენ იმიტომ, რომ ის საუკეთესოდ ასახავს ნაცისტურ იდეოლოგიასა და ფაშიზმის კაცთმოძულე არსს. ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო საქართველოშიც ისმოდეს მსგავსი მოტივები და ნაცისტი ადამიანების სიას ქართველი პოლიტიკოსების გვარებიც ავსებდეს.
საქართველო ამას ნამდვილად არ იმსახურებს!
ირაკლი ჩხეიძე