შუა ზაფხულში, ერევნის რუსეთ-სომხურ უნივერსიტეტს (რსუ) კომპანია “კასპერსკის ლაბორატორიის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სომხეთის პრეზიდენტის პრემიის ლაურეატი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო მნიშვნელობის წვლილისათვის, ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში ევგენი კასპერსკი ესტუმრა.
რაუს-ს რექტორმა არმენ დარბინიანმა და ევგენი კასპერსკი სომხეთში პირველი “კასპერსკის მაგისტრატურის” შექმნის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა უნიკალური ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – “ინფორმაციული დაცვის მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფა”. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა თანამშრომლობის პროცესში რსუ-ის ბაზაზე IT-სფეროში ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტები უნდა განახორციელონ.
“ეს პროგრამა ბევრ წარჩინებულ სომეხ სტუდენტს მისცემს მაგისტრატურაში სწავლის და პირველწყაროდან ხარისხიანი ცოდნის მიღების საშუალებას”, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.
მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციების კონტექსტში, კერძოდ, სომხეთის ინფორმაციული სივრცის აუცილებელი და აქტუალური შემადგენელი ნაწილია.
თავის მხრივ, კასპერსკიმ განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უკმარისობაა.
“სწორედ ამიტომ მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები აქტიურად იმუშავებენ მსოფლიოს სხვადასხვა კიბერსაშიშროებისგან გადარჩენის საქმეში”
რსუ-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ევგენი კასპერსკის “რუსულ-სომხური უნივერსიტეტის საპატიო სტუმრის” წოდება მიენიჭა. კომპანია “კასპერსკის ლაბორატორიის” დამფუძნებელ და გენერალურ დირექტორს ეს წოდება IT-უსაფრთხოების სფეროს განვითარების, კიბერუსაფრთხოებისგან ინფორმაციის დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის და რსუ-თან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მიენიჭა.
“კასპერსკის ლაბორატორიას” რამდენიმე კითხვაზე, რომელიც ძირითადად, IT-სფეროს სპეციალისტებს, აბიტურიენტებს და მათ მშობლებს აინტერესებთ, პასუხის მისაღებად მივმართეთ. ჩვენს შეკითხვებს ლაბორატორიის საგანმანათლებლო ინიციატივების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ნატალია ობელეცმა უპასუხა.
– მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რა იგულისხმება “კიბერუსაფრთხოებაში”?
– ჩვენ სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა რადიკალურად შეცვალეს მთელი მსოფლიო. კომპიუტერი საბანკო ოპერაციებს, სატრანსპორტო ნაკადს, საწარმოო ობიექტებს მართავს. დღეისთვის თითქმის უკვე აღარ არსებობს ცხოვრების სფერო, რომელიც ამა თუ იმ ზომით, კომპიუტერიზირებული არ არის. ყველა ეს ჭკვიანი მანქანა თავის მხრივ, პროგრამული უზრუნველყოფით იმართება, რომლებიც კიბერთავდასხმებისგან დაუცველია.
კიბერუსაფრთხოების კონცეფცია ინსტრუმენტების, მიდგომების, სტრატეგიის კომპლექტს მოიცავს, რათა უზრუნველყოს კიბერსივრცის, ორგანიზაციების და მომხმარებლების რესურსების უსაფრთხოება.
– როგორ აფასებთ სომხეთში აღნიშნულ სფეროში არსებულ განათლების დონეს, არსებობს თუ არა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით სრულფასოვანი კადრების მომზადების პირობები?
– სომხეთში ტრადიციულად მათემატიკის ძალიან ძლიერი სკოლაა, რაც, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კიბერუსაფრთხოების სფეროში ძლიერი კადრების მოსამზადებლად. მეორე ფაქტორი -სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ ასეთი კადრების მომზადება აუცილებელია, პირველ რიგში, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ინფორმაციული უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამების ბაზაზე. რსუ-ის და “კასპერსკის ლაბორატორიის” ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ამ მიმართულებით წარმოებული მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია.
– თუ შეიძლება დეტალურად აღწერეთ რსუ-ს სამაგისტრო პროგრამა: მიღების კრიტერიუმები, ძირითადი შესასწავლი საგნები, ცოდნის შეფასების მეთოდები, პრაქტიკული სამუშაოები სწავლების პერიოდში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის არჩევანი სომხეთზე რატომ გაკეთდა?
– სომხეთის უნივერსიტეტებთან კამაროვსკის აკადემიის საერთაშორისო პროექტების – Cybersecurity for the Next Generation, Security Startup Challenge – ფარგლებში უკვე დიდი ხანია ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. სამაგისტრო პროგრამის სახელწოდებაა “ინფორმაციის დაცვის მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფა” და გათვალისწინებულია ორ წელზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში “კამაროვსკის ლაბორატორიის” ექსპერტები წაიკითხავენ ოთხ-სემესტრიან კურსს: “ინფორმაციულ უსაფრთხოებაში შეყვანა”, “მავნე პროგრამული უზრუნველყოფისგან ინფორმაციის დაცვა”, “ალგორითმები და ინფორმაციის დაცვა”, “ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაცვა”.
თითოეული საგნისთვის გათვალისწინებულია დიდი რაოდენობით პრაქტიკული სამუშაოების და გამოცდები. სამაგისტრო პროგრამების დანარჩენ საგნებს რსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები წაიკითხავენ. სემესტრის დასკვნით მეოთხედში მაგისტრანტები პრაქტიკას “კასპერსკის ლაბორატორიის” ექსპერტების ხელმძღვანელობით გაივლიან.
– ვისთვის არის გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების სამ და ექვსწლიანი კურსები, რომელი მინიმალური მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ მათ, ვისაც ამ კურსებზე მოხვედრა სურთ?
– დეტალებზე ჯერ არ გვისაუბრია. თუმცა, ცხადია, ამგვარ საგანმანათლებლო ფორმატზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია.
– შესაძლებელია თუ არა ნიჭიერი კურსდამთავრებულების უშუალოდ “კასპერსკის ლაბორატორიაში” დასაქმება და რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ პოტენციური კანდიდატები?
– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მოთხოვნები დამოკიდებულია სპეციალობებზე, რომელსაც კურსდამთავრებულები შეარჩევენ. “კასპერსკის ლაბორატორია” – დიდი საერთაშორისო კომპანიაა. ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით და ჩვენი კარი ღიაა განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ თავი, კიბერსაფრთხისგან მსოფლიოს დაცვას მიუძღვნან.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა