ყველისა და რძის პოდუქტების დარგში კავკასიის მასშტაბით პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, 10 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიზანია კავკასიურ ყველს მიეცეს შანსი, ყველის მსოფლიო ბაზარზე კუთვნილი ნიშა დაიმკვიდროს.
ფესტივალის მუდმივი ორგანიზატორი იქნება საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია.
თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიყეზე გამართულ ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს. წარმოდგენილი იქნება ოსური და აფხაზური ყველის სახეობები, ასევე ინდივიდუალური მწარმოებლებისა და მსხვილი საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქცია, “მონასტრის ყველი” და სხვა. სტუმრის რანგში მოწვეულია თურქული და ებრაული დელეგაციები.
როგორც Dalma News-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამ ფესტივალით საქართველო შეძლებს, აღიდგინოს კავკასიაში კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსი.
ფესტივალი ორი დღე გაგრძელდება და უმასპინძლებს სტუმრებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან. ასევე ყველის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს.ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება შეჯიბრი კულინარიულ სასწავლებლებს შორის. გამარჯვებულს კი ვიზიტორები გამოავლენენ. სწორედ მათი დაჯილდოების ცერემონიალი იქნება ფესტივალის კულმინაცია.