ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ათლეტი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად ოფიციალურად აღიარა.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ! არ დაგიმალავთ: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს – მიხარია, რომ სამართალი აღდგა, მე ხომ პატიოსნად ვიბრძოდი ჩემპიონობისთვის. ვეცდები მომავალშიც მხოლოდ ოქროს მედლები მოვიგო”, – განაცხადა თურმანიძემ.
11-18 აპრილს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროსმედალოსანი, უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ჩემპიონობაც ქართველ ათლეტს მიენიჭა.