საქართველოს ეროვნული მუზეუმი ტრადიციულად უერთდება სოციალურ ქსელებში წამოწყებულ საერთაშორისო აქციას – მუზეუმის სელფის დღეს (#MuseumSelfieDay). წელს მუზეუმის სელფის დღე მთელს მსოფლიოში 15 იანვარს აღინიშნება. სხვადასხვა ქვეყნების მცხოვრებლები იღებენ ფოტოებს მუზეუმების შენობების ან ექსპონატების ფონზე და შემდეგ ტვირთავენ მათ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #MuseumSelfieDay.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოუწოდებს ყველას ჩაერთონ კამპანიაში #მოდიმუზეუმში. საქართველოს მუზეუმების სრული სიის ნახვა შესაძლებელია აქ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოუწოდებს ყველას ჩაერთონ კამპანიაში #მოდიმუზეუმში
“15 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით #მოდიმუზეუმში, გადაიღე Selfie და ატვირთე საჯაროდ შენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #MuseumSelfie2020 #GNMuseumSelfie2020. ასევე მოგვნიშნეთ Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე”, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
საუკეთესო ფოტოების ავტორები ეროვნული მუზეუმისგან პრიზებს მიიღებენ – მუზეუმის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს საქართველოს კულტურასა და ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, რჩეული ფოტოები მუზეუმის სოციალური ქსელის გვერდებზე აიტვირთება.
პირველად მუზეუმის სელფის დღე აღნიშნეს 2014 წელს ინტერნაციონალური პროექტის Culture Themes ინიციატივით. აქციის მიზანია სოციალური ქსელების დახმარებით მუზეუმების პოპულარიზაცია.