საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ (IFC) აზერბაიჯანის AccessBank -ს, მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სუბორდინირებული კრედიტი გამოუყო. ამის შესახებ იტყობინება “Trend-ი” IFC-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც კორპორაციის საიტზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ IFC-ის მხარდაჭერა ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რომლებსაც მოემსახურება.
“მსგავს საწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანების დასაქმებისა და ინოვაციების თვალსაზრისით, მათთვის ხშირად იზღუდება კრედიტებსა და დაფინანსების სხვა ფორმებზე ხელმისაწვდომობა. შესაძლოა ასეთმა მხარდაჭერამ თავისი წვლილი შეიტანოს აზერბაიჯანის არანავთობსექტორის განვითარებაში, ასევე ხელ შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას,” – ნათქვამია ინფორმაციაშია.
გულითადად მივესალმებით საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მხარდაჭერას – ჩვენი აქცინერისა და ბიზნესპარტნიორის. გამოყოფილი სახსრები, ჩვენი ფილიალების ფართო ქსელის მეშვეობით მოხმარდება მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოებს იმისთვის, რომ ამ საწარმოებმა დამატებით მოახდინონ აზერბაიჯანის ეკონომიკის სტიმულირება,”- განაცახადა თავის მხრივ AccessBank-ის გენერალურმა მენეჯერმა მიხეილ ჰოფმანმა, ვისი სიტყვებიც მოყვანილია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი IFC -თან 1995 წლიდან თანამშრომლობს. აზერბაიჯანისთვის ფინანსური დახმარების პორტფელი 400 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც 70-ზე მეტი პროექტის რეალიზებისთვის გამოიყო.