ივნისის ბოლოს, ნიუ-იორკში, გეი-აღლუმი ჩატარდა. მსვლელობა, უფრო ფესტივალს ჰგავდა, ვიდრე სახალხო სეირნობას. მასში ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თითქოს იმის ასანაზღაურებლად, რომ გეი-აღლუმის ჩატარება თბილისში ვერ მოხერხდა. „Tbilisi Pride“-ის ჩატარების შესახებ მისმა ორგანიზატორებმა, რამდენიმე თვით ადრე განაცხადეს. მაშინ საქართველოს შსს-მ გაავრცელა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა აღლუმის მონაწილეების უსაფრთხოებას და სავარაუდო „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე ორი დღით ადრე, აქტივისტები და ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის სახლის წინ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით შეიკრიბნენ (იგივე განმეორდა 7 ივნისსაც – Dalma News). ზუსტად ნახევარ საათში, იქ მივიდნენ ულტრარადიკალები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, თუ ისინი აღლუმს ჩაატარებდნენ. საპროტესტო აქცია ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის მეშვეობით წავიდნენ.

ამის მიუხედავად, ქართული ლგბტ-საზოგადოების და Tbilisi Pride-ის წარმომადგენლებს თავიანთ იდეაზე უარი არ უთქვამთ და აქციაზე უარის თქმის მიუხედავად, 9 ივლისს, შსს-ს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც თავიანთი მცირერიცხოვანი “მინი-აღლუმი” ჩაატარეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: “არა ჰომოფობიას”, “სახელმწიფო, სად ხარ” და მოითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

საზოგადოების დისბინაცია ან ნორმა

ძველი საბერძნეთი. ორაკულები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები და … არატრადიციული ორიენტაცია. ეს ყველაფერი ერთი ოპერა, უფრო ზუსტად ეპოქაა. ჰომოსექსუალიზმი ცოდვის არეალში გაცილებით უფრო გვიან მოხვდა, მანამდე კი, ერთსქესიანთა შორის სქესობრივი კავშირი ყოველდღიურ სოციალურ ფენომენად განიხილებოდა. დღის პირველ ნახევარში ახალგაზრდა ბიჭები პალესტრაში, ანუ ძველ ბერძნულ გიმნაზიაში დადიოდნენ, საღამოობით კი უფროს ძიებს ანიჭებდნენ სიამოვნებას. დიახ, დიახ, ზუსტად ასე იყო! ზრდასრული მამაკაცები საყვარლად მოზარდ ბიჭებს ირჩევდნენ. ერთსქესიანი ურთიერთობები უფრო ამაღლებული და სულიერი იყო, ხოლო ჰეტეროსექსუალური კავშირები ინტელექტუალურ სიახლოვეს მოკლებული. ამის მიუხედავად, მამაკაცები ქალებზე ქორწინდებოდნენ, თანაც ასაკით ბევრად უფრო ახალგაზრდებზე. საერთო ჯამში, არც ისე იდეალური საზოგადოებრივი მოდელია, მაგრამ სინამდვილე ასეთი იყო. აქვე უნდა დავაზუსტოთ ერთი რამ, რომ ძველად, ადამიანები სექსუალურ ორიენტაციას არ განიხილავდნენ, როგორ სოციალურ იდენტიფიკატორს.

საზოგადოებაში განმსაზღვრელი იყო არა სქესი, არამედ ადამიანის როლი სექსუალურ ურთიერთობებში. მაგალითად, აქტიური – მაღალი სოციალური სტატუსით განისაზღვრებოდა; პასიური – ქალურობით და დაბალი სოციალური მდგომარეობით. აი, უკვე საკმაოდ რევოლუციური შენიშვნა – მამაკაცი საზოგადოებაში თავის პოზიციას და პატივისცემა ინარჩუნებდა მანამდე, სანამ ის აქტიური იყო სექსუალურ ურთიერთობებში. აქტიური სექსუალური როლის დაკარგვა მამაკაცობის, პატივისა და ღირსების დაკარგვის იდენტური იყო. პირადად, მე ეს ძალიან მახსენებს ციხის კულტურულ პირობით კოდექსს. ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, რაღაც საერთო მახასიათებლები არსებობს.

ნიკოლა პუსენი. ვაკხანალია პანის გამოქანდაკების წინ

ქრისტიანობა და ახალი როლი საზოგადოებაში

ჰომოსექსუალიზმის მიმართ დამოკიდებულება ქრისტიანობის მიღების შემდეგ შეიცვალა. რელიგია აცხადებს, რომ სწორია კავშირი ადამსა და ევას შორის, სხვა ყველაფერი, რაც მისგან განსხვავებულია – აკრძალულია. უგუნურება იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ლეგიტიმაციის დაკარგვის შემთხვევაში, ერთსქესიანი კავშირები აღიგვებოდა მიწისაგან პირისა. არა, ცხადია, ის, უფრო სწორად, მისი წარმომადგენლები, უბრალოდ, ფსკერზე დაეშვნენ.

კინტო

თბილისის ქალაქურ კულტურაში არსებობდა პერსონაჟი – კინტო. ამბობენ, იშვიათი ნაძირალა იყო. დილით ყველანაირი საკვებით ვაჭრობდა, ღამით – სხეულით. მაღალი საზოგადოება ამას, როგორც დღეს იტყვიან, ტოლერანტულად უყურებდა. თავადები არაფერს ამბობდნენ და ამ მოვლენაზე ხელს იქნევდნენ. ერთმანეთისგან განსხვავებული სოციალური ფენები თანაარსებობდნენ, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდნენ და არ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

ამის შემდეგ, მოვიდა საბჭოთა მთავრობა. მისთვის, ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ჰომოსექსუალიზმი მიუღებელი იყო.

“საბჭოთა სისტემა ყველას ათანაბრებდა და ინდივიდუალობას უარყოფდა. ისევე, როგორც ეკლესია, კომუნიზმის ტოტალიტარული იყო, ტოტალიტარული იდეოლოგია კი მრავალფეროვნებას ვერ იტანს. არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებისადმი დღევანდელი ეკლესიის ურთიერთობიდან გამომდინარე, არაფერი შეიცვალა. თუმცა, საქართველოში პირველი გეი-აღლუმის ჩატარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მღვდლები შედარებით შემწყნარებლები გახდნენ. ყოველ შემთხვევაში ე.წ. ტაბურეტკებით აღარ დარბიან. ესეც პროგრესია”, – ამბობს ილიაუნის პოლიტოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, გია სიამაშვილი.

მისივე თქმით, ეკლესია, რომელმაც ყველა ქრისტიანული კანონის მიხედვით, მოწყალების მაგალითი უნდა აჩვენოს, აგრესიული და სასტიკია. სიამაშვილი დასძენს, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მართლმადიდებლობა, კათოლიციზმისგან განსხვავებით, დიდი კონსერვატულობით გამოირჩევა.

“ეკლესიის სეკულარიზაციის წყალობით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ დასავლეთში განსხვავებული დამოკიდებულებაა. დიახ, რელიგია დასავლური საზოგადოების ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ მას არ აქვს ისეთი კოლოსალური გავლენა, როგორც ჩვენთან. ასე მოხდა კათოლიციზმშიც, პროტესტანტიზმშიც, მაგრამ მართლმადიდებლობა ბევრად უფრო კონსერვატიულია”, – განაგრძობს გია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ძალაუფლების უპირობო ინსტრუმენტად იქცა. საქართველოში, ვერც ერთმა ძალამ შეძლო ეკლესიის სრულად დამორჩილება – ეს ადგილობრივი ფენომენია. საბჭოთა პერიოდშიც კი, ეკლესიამ გარკვეული გავლენის შენარჩუნება მოახერხა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიამ ძირითადი და ერთადერთი იდეოლოგის ადგილი დაიკავა. სსრკ-ს დაშლის შემდგომი წლები, იმდენად დეპრესიული და მძიმე იყო, რომ ადამიანის სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად უზენაესი ძალების რწმენამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. ერთი სიტყვით, ეკლესია ყოველთვის არსებობდა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებაში. ისინი, ვინც ამ ქვეყანას ესტუმრებიან, ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ეს ძალიან რელიგიური ქვეყანაა. ეკლესიის ასეთი ღრმა გავლენის და ქრისტიანობის ასეთი კონსერვატიული მიმართულების გამო, როგორიც მართლმადიდებლობაა, ლგბტ-საზოგადოების მიმართ ურთიერთობაში პოლიტიკის შერბილება გარკვეულწილად უხერხულიცაა.

საზოგადოების სანიტარები

თუმცა, ეკლესია საქართველოში გეი-აღლუმის ჩატარების ერთადერთი მოწინააღმდეგე არ არის. ლგბტ-საზოგადოების და მისი აქტივისტების წინააღმდეგ კონსერვატიული პარტიები, მოძრაობები და პოლიტიკოსებიც გამოდიან, მაგალითად, როგორიცაა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, საყოველთაო ეროვნული მოძრაობა “ქართული მარში”, ან კონსერვატიულ წრეებში ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ყველა ეს პოლიტიკური ძალა და პიროვნება საქართველოს პოლიტიკურ ჰორიზონტზე, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოჩნდნენ.

მაგალითად, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”, რომელიც პარლამენტში ოპოზიციურ ფრაქციად არის წარმოდგენილი, გაცხადებული იდეოლოგია არის ქრისტიანული კონსერვატიზმი და ევროსკეპტიციზმი. პარტია ქვეყნის პარლამენტში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა. საყოველთაო ეროვნული მოძრაობა „ქართული მარში“ შედარებით გვიან შეიქმნა და გარშემო სხვადასხვა ნაციონალისტური ორგანიზაცია შემოიკრიბა. ეს თვითაღიარებული “ტყის სანიტარები” საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ყველა არალეგალის დეპორტაციას, უცხოელების დამნაშავეობრივი, განსაკუთრებით ნარკოტიკების და პროსტიტუციის სფეროებში მოქმედებების აღკვეთას მოითხოვენ.

ლევან ვასაძე ოჯახთან ერთად

ქართველ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაც შეეხება, იგი ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ბიზნესმენი საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც (სიტყვასიტყვით) “აღმოსავლური ფესვების კაცს, რომელმაც საუკუნის ბოლო მეოთხედის მთელი მრუდე იდეოლოგიური ევოლუცია გადალახა”, რაც დამახასიათებელია მისი თაობის წარმომადგენლებისთვის და საკუთარ თავს მიიჩნევს “ტრადიციონალისტად და იმ საზოგადოების წევრად, სადაც ოჯახის, სარწმუნოების და მამულისადმი ერთგულება ადამიანის მარადიული ღირებულებებია”.

ვასაძე შესანიშნავად განათლებული ინტელექტუალია და შორს არის იმ წარმოდგენებისგან, რასაც მის შესახებ ქართული მედია ქმნის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მან თავად შეუწყო ხელი მის გარშემო პატრიარქალური და აგრესიული ლიდერის იმიჯის შექმნას.

იმ დღეს, როდესაც ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, ვასაძე იქ მივიდა და განაცხადა, რომ აპირებს სახალხო ლეგიონის შექმნას, რომელიც ქალაქის ქუჩებში დაიწყებს პატრულირებას, რათა გააკონტროლოს ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლების და მისი აქტივისტების მოქმედებები. ამ ყველაფრის გამო, ლიბერალური ძალები, როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში ვასაძეს ე.წ. ‘პრორუსულ განწყობაში”, ან “საქართველოს ინტერესების ღალატში” ადანაშაულებენ.

რადიკალური მოძრაობები, პარტიები და სახალხო ლეგიონის დანაყოფები – ყველა მათი წარმომადგენლისთვის და მხარდამჭერისთვის იდენტურობა განისაზღვრება ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით და ფასეულობების კონსერვატიული სისტემით. ყოველივე ეს პატრიოტიზმთან და ღვთისადმი რწმენასთან იდუმალებით არის გადახლართული. როგორც ჩანს, ყველაფერი რაც ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

ლევან ვასაძე

ეროვნული შეურიგებლობის განსაკუთრებულობა

მკვლევარი გია სიამაშვილი აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს ყველაფერი, რაც მისი ჩვეული წარმოდგენების ჩარჩოებს სცდება.

“არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ, არიან და იქნებიან. ეს ადამიანები შეზღუდულები არიან თავიანთ უფლებებში, რადგან მათ საკუთარი ორიენტაციის დამალვა უწევთ. თუ ისინი ამას არ დამალავენ, ისინი დაექვემდებარებიან ოსტრაციზმს … ამ ეტაპზე მათი სურვილები ევროპულ იდეებს დაემთხვა, რაც ითვალისწინებს ამ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოების სრულფასოვან და თანაბარ უფლებიან წევრებად შემოყვანას”, – აღნიშნავს ის.

თუმცა, ნეოლიბერალი პოლიტიკოსები გულუბრყვილოდ მიიჩნევენ, რომ ქცევის კულტურული ფორმები შეიძლება გაანალიზდეს სადღაც და საქართველოში ადგილობრივი ტრადიციების, ისტორიის და კულტურის გათვალისწინების გარეშე დაწესდეს. 2019 წლის თბილისი – 1969 წლის ნიუ-იორკი არ არის. “სტოუნვოლის ამბოხების” განმეორების ალბათობა, რომელმაც აშშ-სა და მთელს მსოფლიოში ლგბტ-საზოგადოებასთან მიმართებაში ადამიანის უფლებების დაცვის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, ამ ეტაპზე, თითქმის ნულის ტოლია. ამერიკაში მოძრაობა მასობრივი მოვლენა იყო. საქართველოში მხოლოდ, რამდენიმე აქტივისტით განისაზღვრება. გარდა ამისა, ამერიკული საზოგადოება შედარებით უფრო ახალგაზრდა, მოქნილი და თავისუფალია ცრურწმენებისა და რელიგიური დოგმებისგან. ჩვენ ტრადიციული, მკაცრი და თავმოყვარე საზოგადოება გვყავს. განსჯა და გაუგებრობა ჰეტეროსექსუალთა გრძნობების ღიად გამოვლინებას იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ორიენტაციის გულწრფელ დემონსტრაციაზე. ქართული საზოგადოებისთვის ეს “საძინებელში მიპატიჟებად” აღიქმება.

ეკატერინე მინასიანი