უკან გახედვისას, რამდენად ხშირად ვიხსენებთ ჩვენს აწმყოს სომხეთის დიდი შვილების ლექსებსა და გამონათქვამებში? საუკუნეების მიღმა რამდენად ხშირად ვპოულობთ ჩვენი აწმყოს ანარეკლს, გაფრთხილებას იმის შესახებ, რაც მოხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოვისმინეთ, არ ჩავუღრმავდით და არ ვიმოქმედეთ… რატომ? ვერ შევძელით, თუ არ მოვისურვეთ,- საკითხი სწორედ ეს არის.
იმის შესახებ, თუ რაც გველოდა ხრიმიან აირიკმა, ოვანეს ტუმანიანმა, თუნდაც ნარეკაცმა და კომიტასმა გაგვაფრთხილეს. ქვემოთ მოცემულია კომიტას ვარდაპეტის სიტყვები:
“ჩვენი სომხური პროვინცია სიბნელეშია,
უმეცრების ნადავლი გახდა.
ისწავლეთ,
და აანთეთ შუქი
და გაანათე იმედი,
განდევნეთ უცოდინარი სომეხი.
დღეს ეს წინასწარმეტყველური სიტყვები უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე…
ღვთაებრივი მუსიკის შემოქმედი
კომიტასის დაბადებიდან 155 წელი გავიდა. სოგომონ სოგომონიანი – დაიბადა 1869 წლის 26 სექტემბერს, ანატოლიაში (თურქეთი), ქალაქ კუტინაში (ქეთაია). მამამისი, გევორქ სოღომონიანი მეწაღე იყო. პარალელურად სიმღერებს წერდა და ლამაზი ხმა ჰქონდა. ასევე გამორჩეული მუსიკალური ნიჭი ჰქონდა კომპოზიტორის დედას, თაგუის, რომელიც ხალიჩებსა და ნოხებს კერავდა.
კომიტასის ბავშვობა უხალისო და გაჭირვებით სავსე იყო. დედა ადრე გარდაეცვალა და რაკი მამა ძალიან დაკავებული იყო, ბავშვს ბებია ზრდიდა. 7 წლის ასაკში კომიტასი ადგილობრივ დაწყებით სკოლაში შევიდა, რომლის დასრულების შემდეგაც მამამ სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნა.
სამწუხაროდ, 4 თვეში სწავლის შეწყვიტა და სახლში დაბრუნება მოუწია, რადგან მოულოდნელად მამა გარდაეცვალა, სოგომონი კი მხოლოდ 11 წლის იყო…სოგომონი შესანიშნავად მღეროდა და შემთხვევითი არ არის, რომ კუტინში მას “პატარა მოხეტიალე მომღერალი” უწოდეს. სოგომონიანის ცხოვრება მისმა საოცარმა ხმამ ძირეულად შეცვალა.
1881 წელს კუტინის მღვდელმთავარი გ.დერცაკიანი ეჩმიაძინში ეპისკოპოსად უნდა ჩასულიყო. კათალიკოსის თხოვნით, ეჩმიაძინის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად ვოკალისტი ობოლი ბიჭი უნდა ჩაეყვანა. 20 ობოლი ბავშვიდან 12 წლის სოგომონი აარჩიეს. ვინაიდან იმ დროს კუტინში სომხურად ლაპარაკი აკრძალული იყო, ბიჭი თურქულად ლაპარაკობდა და კათოლიკოს გევორქ IV-ის მისალმებაზე უპასუხა: „მე სომხურად არ ვლაპარაკობ, თუ გინდა, ვიმღერებ“ და თავის მშვენიერი ხმით სომხური შარაკანი (სულიერი ჰიმნი) იმღერა, თან ისე რომ სიტყვების მნიშვნელობა არ იცოდა. განსაკუთრებული შესაძლებლობების წყალობით, სოგომონი მოკლე დროში დაეუფლა სომხურს და 1890 წელს ბერად აღიკვეცა.
მოგვიანებით კომიტასი ტფილისის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კომპოზიტორი მაკარ ეკმალიანი გაიცნო, რომელმაც სწავლის გაგრძელება სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში ურჩია. სოგომონი იცვლის ზრახვებს და ეკმალიანთან ჰარმონიის კურსის შეისწავლას იწყებს. ეს კურსები მისთვის ერთგვარ საფუძვლად იქცა ევროპული კომპოზიციის ტექნიკის დასაუფლებლად. შემდეგი იყო ბერლინი, სადაც სასწავლებლად კათალიკოსის პატრონაჟით და უმსხვილესი სომეხი ნავთობ-მაგნატის ალექსანდრე მანთაშიანის დაფინანსებით წავიდა. ბერლინში კომიტასი პროფესორ რიჩარდ შმიდტის კერძო კონსერვატორიაში ჩაირიცხა და იმავდროულად ბერლინის საიმპერატორო უნივერსიტეტში ფილოსოდიის, ესთეტიკის, ზოგადი ისტორიისა და მუსიკის ისტორიის ლექციებს ესწრებოდა. საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოების მოწვევით, კითხულობდა ლექციებს სომხურ საეკლესიო და საერო მუსიკის შესახებ, თურქულ, არაბულ და ქურთულ მუსიკასთან შედარებით…
სომხეთის მთელ ისტორიაში არ არსებობს კულტურის სხვა ისეთი მოღვაწე, რომლსაც მე-20 საუკუნის თითქმის ყველა პოეტი მიუძღვნიდა ლექსს. მთელი საუკუნის განმავლობაში ყველა სტილისა და მიმართულების პოეტი წერდა კომიტასზე: პატარა სტრიქონებიდან გრანდიოზულ ლექსებამდე. ასევე ზღაპრები, ლეგენდები მის ცხოვრებასა და მუსიკაზე. მასზე წერდნენ დიდი ჩარენცი, სევაკი, სარმენი, ემინი, ამო საღიანი… აზერბაიჯანელი მწერალი მამედ რაჰიმიც კი (სრული სახელი – მამედ რაჰიმ აბას ოღლი ჰუსეინოვი – რედ.) თავის ნაშრომში “არარატი” სომეხთა გენოციდის თემას ეხება: რაჰიმი არარატს მიმართავს თხოვნით, მოუყვეს სომეხი დედების მწუხარების შესახებ: „რამდენი ახალი კომიტასია დაკრძალული თურქეთში – ტუჩზე უმღერი სიმღერით?… მითხარი, ო, არარატ!“
მას ღვთაებრივი მუსიკის შემოქმედი უწოდეს. რაშია კომიტასის ფენომენი?
კომიტას ვარდაპეტმა მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრება სომხური ხალხური მუსიკალური ხელოვნების ნიმუშების შესწავლას, განწმენდას, აღორძინებას და პროფესიულ დამუშავებას მიუძღვნა. იგი სულისკვეთებით სომეხი იყო, რომელიც ოცნებობდა, ყველაფერი სომხური შენარჩუნებულიყო, განვითარებულიყო, რათა მსოფლიომ გაეცნო და დაეფასებინა სომეხი ხალხის ნამდვილი პოტენციალი. კომიტასმა მართლაც ძალიან ძვირფასი საქმე გააკეთა ეროვნული კულტურისთვის, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სომხურ კულტურაში თავისი კომპოზიციური არანჟირებით.
კომიტას ვარდაპეტი სტატიებსაც წერდა, რომელთაგან ზოგიერთი შენახულია. თავის ერთ-ერთ სტატიაში იგი საუბრობდა იმაზე, რომ სომხებს საკუთარი მუსიკა აქვთ, რომელიც სასწაულებრივად მიიღედ.
„როგორი მუსიკაა მსოფლიოში შეუზავებელი და სუფთა? ერების ურთიერთგავლენა შეუქცევადი და უდავო ფაქტია, რადგან არ არსებობს ერთი ერი, რომელიც ხელშეუხებელი დარჩება, ყოველი ერი აიღებს იმას, რაც არ გააჩნია და ნაციონალიზაციას მოახდენს. ერის ენა და ლიტერატურა შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს, მაგალითად ავიღოთ სხვა ეროვნული ენა, მაგრამ როცა მას აქვს თავისი უნიკალური ენა და ლიტერატურა, მას ასევე აქვს თავისი მუსიკა.
სომხურ ენას თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს, ამიტომ მას შესაბამისი მუსიკაც აქვს.
…საწყალი სომეხი ხალხი. ჩვენ ერი ვართ, მე მაქვს განსაკუთრებული ენა, ვლაპარაკობ. თავად განსაჯეთ, მე განსაკუთრებული ტვინი მაქვს, რომელსაც განსაკუთრებული ანთროპოლოგიური შემადგენლობა აქვს, რითაც სხვა ეროვნული ენებისგან განსხვავდება. თუმცა გული, რომელიც გრძნობების წყაროა, შენ არ გეკუთვნის. ის არის რაღაც, რაც ასოცირდება ასურულ-ბიზანტიურთან და ინდო-სპარსულთან.
არის გზა, გზა არსებობს…”
მომღერალმა, რომელმაც განადიდა და მსოფლიოს აჩვენა სომხური მუსიკისა და სომეხი ხალხის ორიგინალობა, სომეხ ხალხთან ერთად გაიზიარა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ყველა სიმწარე. გამოიარა გენოციდი, რამაც გავლენა მოახდინა მის მომავალ ბედზე და ტრაგიკულად აქცია. კომიტას ვარდაპეტმა მოახერხა არა მხოლოდ უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება, არამედ მისი გამრავალფეროვნებაც.
მემკვიდრეობა, რომელსაც ვაფასებთ. რომელიც ცოცხალია და გააგრძელებს სიცოცხლეს.
და როგორც სარმენმა თქვა:
”და სანამ არის სომხური მიწა,
დაე შენი სიმღერა ჟღერდეს,
გაზაფხულის ცეცხლოვანი ზარის მსგავსად,
ჩვენი სიმღერა კომიტასია!”
ლინა მაკარიანი