საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი ლედისთან ერთად ბათუმში, საერთაშორისო მუსიკალური ფესიტივალის გახსნას დაესწრო, რომელიც ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ “ლირას” ორგანიზებით მესამე წელია ბათუმში იმართება.
ფესტივალი ქალაქის მუსიკალურ ცენტრში ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ფრანგი დირიჟორი ლორან პეტიჟერარი დირიჟორობს. 15 სექტემბერს ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება და იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.
კონცერტიდან შემოსული თანხა სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ელისო ბოლქვაძის კონცერტს ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.