პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის საკითხზე წამოსული სპეკულაციები “ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია”.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსგავს “სპეკულაციებზე” მას საუბარი არ სურს.
“ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე გაეროშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს და სწორედ ის გამოვა სიტყვით გაეროს ტრიბუნიდან.
ნიუ იორკში გამგზავრებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გეგმავს. ის ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევებს და ქალთა საკითხებს.
გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე დებატები 2015 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.