26 ოქტომბერს, საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბოლო წლების ისტორიაში ადვილად შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე რეზონანსული. საუბარია არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, სადაც ყველაფერი ნათელია, არამედ საგარეო პოლიტიკურ ასპექტსა და ზეწოლაზე, რომლის ქვეშაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმყოფება. სანამ დასავლეთი ახორციელებს ზეწოლას, იმუქრება სანქციების გამოყენებით, წყვეტს ურთიერთობებს და აშინებს თბილისს, ერევანში ექსპერტები და პოლიტოლოგები ვითარებას აკვირდებიან იმ თვალსაზრისით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ვითარებამ მთელ რეგიონზე, კონკრეტულად კი სომხეთზე.
Dalma News-მა საექსპერტო წრეების წარმომადგენლების მოსაზრებები შეაგროვა: აი, როგორია ხედვა ერევნიდამ საქართველოს არჩევნებზე.
სცენარი Netflix-ისთვის
პოლიტოლოგ ალენ გევონდიანს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიციის “საკრალური მსხვერპლშეწირვის“ სცენარი, სავარაუდოდ, აშშ-ს არჩევნებში ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში “იმუშავებს” და რომ ფაქტობრივად, დღეს საქართველო თავისი მოქალაქეების და ტერიტორიის ფასად იბრძვის იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გაიხსნას.
„მართლაც, ის, რაც ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა, Netflix-ის სცენარს ჰგავს – ფანტასტიკურად საინტერესო, არაპროგნოზირებადი, სამაგალითო და ძლიერი ნებისყოფის მქონე“, – აღნიშნავს ის.
კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, რომელზეც გევონდიანი ყურადღებას ამახვილებს:
„საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრები დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდა სახელმწიფო მოღვაწეები არიან, მაგრამ მათ კარგად ესმით, რა არის რეალურად ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები.
საქართველო და ქაოსი: შესაძლებელია თუ არა ეს სცენარი?
თუ საქართველო ქაოსში დიდი ხნით აღმოჩნდება, ეს აუცილებლად აისახება სომხეთის ეკონომიკაზე, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე გადის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, არამედ სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალი გზაც. საბედნიეროდ, ამის საშიშროება არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის კონტროლი. ამის შესახებ პოლიტოლოგმა არგიშტი კივირიანმა ისაუბრა.
თუმცა გამორიცხული არაფერია:
„ეს დიდწილად ოპოზიციის მომზადებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა მოსალოდნელი გადატრიალების ნიშნებს ვერ ვხედავ- ივანიშვილს საკმაოდ პროფესიონალი გუნდი ჰყავს… ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს რევოლუციური ბრძოლა, მაგრამ ამისათვის მას უსაფრთხოების ძალების და სახელმწიფო აპარატის განეიტრალება მოუწევს“, – ამბობს კივირიანი.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ანალიტიკოსმა ისაუბრა, არის ის, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, თავიდანვე ადვილი მისახვედრი იყო ის, რომ ამჟამინდელი გუნდი გაიმარჯვებდა, ხოლო ოპოზიცია არჩევნების შემდგომ პროცესებს ქუჩაში გადაიტანდა:
„მაგრამ არ მგონია, რომ ოპოზიცია ქუჩებში ძალაუფლების აღებას შეძლებს. მაქსიმუმი, რაც მათ შეუძლიათ, არის შეტაკებები და სისხლისღვრაც კი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოპოზიცია წარმოადგენს იარაღს დასავლეთის ხელში, რომელიც თავის პროვოკაციულ პოლიტიკას გააგრძელებს. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მას არცერთი მხარე დათმობს“, – განაცხადა კივირიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ „ედემის ევროპული ბაღი“ გაანადგურა
სომხებს ბევრი რამ აქვთ სასწავლი ქართველებისგან. ეს მოსაზრება სომხეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილმა დეპუტატმა, ანალიტიკოსმა არმან აბოვიანმა გამოთქვა.
„როგორ აკლია სომხეთს „ქართული ოცნება“, როგორც გარკვეული „ეროვნული ოცნება,“ ან იდეა. ქართველებმა გამოიარეს ომი, დანაკარგი, მოტყუება, სიძულვილი, ტკივილი და შიში. მათ მიაღწიეს ევროკავშირის კანდიდატობას, მიიღეს ცნობილი “უვიზო” მოგზაურობის შესაძლებლობა სავარაუდო “ედემის ევროპულ ბაღში”, მაგრამ მაინც არ შეიცვალნენ და გადაწყვიტეს, რომ მათ აქვთ “ოცნება”, საკუთარი, ეროვნული და სახელმწიფოებრივი“
„მაგრამ, ფაქტობრივად, საქმე იმაშია, რომ საქართველო არ გახდა პრორუსული, მან უბრალოდ გადაწყვიტა დარჩეს პროქართული, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. დიახ, სომხებს ბევრი რამ აქვთ სასწავლი მეზობლებისგან“, – დასძინა არმან აბოვიანმა.
მისთვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ მოულოდნელად ვიღაცამ გაბედოს და თუნდაც მიანიშნოს, რომ რათა მეზობლები არ გაღიზიანდნენ საქართველომ კონსტიტუცია უნდა შეცვალოს, ან ვინმემ პოლიტიკური სიგიჟის დროს დიდგორის ბრძოლას უწოდოს „ისტორიული ფაქტი, რომელიც უნდა დავივიწყოთ, რადგან დრო შეიცვალა“.
საქართველო პრორუსული არ გამხდარა – მით უმეტეს, ქართველების პრობლემები რუსებთან არ გამქრალა, მაგრამ ქართველებმა გააცნობიერეს, რომ არ შეუძლიათ სრულ რუსოფობიაში ჩაძირვა, ან „დასავლეთის“ სიძულვილი. უფრო მეტიც, თავად ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, თუ როგორ დაარწმუნეს საქართველო დასავლელმა პარტნიორებმა რუსებთან ომში ჩართულიყო და ქვეყანა განადგურების პირას მიეყვანა. ამის მიზეზი გეოპოლიტიკური ინტერესებია. ქართველებმა თავიანთი არჩევანით დაამტკიცეს, რომ არ უღალატებენ საკუთარ ეროვნულ იდენტობას, არ ივაჭრებენ სახელმწიფო ინტერესებით მხოლოდ იმისთვის, რომ მუცელი უფრო კარგად აივსონ“, – განაცხადა აბოვიანმა.
არაფერი ზებუნებრივი არ მოხდება
„საქართველოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან სომხეთის ექსპორტისა და იმპორტის დაახლოებით 70% საქართველოზე გადის. მაგრამ არა მგონია, რომ იქ რაიმე ზებუნებრივი მოხდეს, მეტიც, ვერაფერს განსაკუთრებულ გასაკვირს ვერ ვხედავ საქართველოში ამ არჩევნებში“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა.
საქართველო, მისი თქმით, დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არც ყოფილა და არც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა არსებობს. იგი ასევე არასწორად მიიჩნევს დასავლეთსა და რუსეთს შორის ქართულ ველზე დაპირისპირებას.
„თითქმის შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ საქართველოში იქნება ღია, მძაფრი პრორუსული განწყობები. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნელი ნორმალიზაცია დაწყებულია და გაგრძელდება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება ვითარების ნეგატიურად განვითარებას, ისკანდარიანს არ სჯერა, რომ ოპოზიციის პოტენციალი საკმარისია რევოლუციისთვის, თუმცა იქნება აქციები, თანაც საკმაოდ სერიოზული.
„არა მგონია, საქართველოში რაიმე ზებუნებრივი მოხდეს“, – დაასკვნა ალექსანდრე ისკანდარიანმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ამრიგად, მას 150 მანდატიდან 89 შეხვდება. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს მანდატებზე. ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ბრძოლის ქუჩაში გადატანისკენ მოუწოდა.
ლინა მაკარიანი