ამიერკავკასია, სადაც კულტურები და ტრადიციები ტრადიციულად იკვეთებიან, ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. საბჭოთა კავშირის დაშლამ და მოსახლეობის რადიკალიზაციამ მონოეთნიკური სახელმწიფოები წარმოშვა. ამასთანავე, ეთნოდემოგრაფიული ცვლილებების ფონზე რეგიონის სატიტულო ხალხები დაზარალდნენ. პერმანენტული კონფლიქტები, მიგრაცია, მათ შორის შიდა, ასიმილაციური პროცესები, შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის ზრდა ამიერკავკასიის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაზე უარყოფითად აისახა.

საქართველო

საქართველოს მოსახლეობა 2016 წლისთვის 3 720 400 ადამიანი იყო. აქედან 86,8% – ქართველები. ქართული მოსახლეობის წილი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყნიდან ოსები, სომხები, რუსები და ბერძნები წავიდნენ. საერთო ჯამში, 1989 წლიდან 2014 წლამდე ქვეყნის მოსახლეობა 32,5%-ით შემცირდა. სხვადასხვა მონაცემებით, 1990-2000 წლებში საქართველოდან სამუშაოს საძებნელად და ეთნიკური კონფლიქტის ნიადაგზე საზღვარგარეთ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი წავიდა, მათ შორის დაახლოებით 1,2 მილიონი რუსეთის ფედერაციაში, 250 ათასამდე – საბერძნეთში, 200 ათასი – აშშ-ში, 150 ათასი – უკრაინაში, ხოლო რამოდენიმე ათობით ათასი – თურქეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ისრაელში, ავსტრიაში და ა.შ.

საქართველოს ქვემო-ქართლის რეგიონის მოსახლეობის 45%-ს აზერბაიჯანელები შეადგენენ. აზერბაიჯანული მოსახლეობა მრავლადაა მარნეულის, დმანისის, ბოლნისის და გარდაბნის რაიონებში. აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებულები თბილისში, საგარეჯოში, კასპში და რუსთავში.

Мечеть Имама Хусейна, Марнеульский район, Грузия
იმამ ჰუსეინის მეჩეთი, მარნეულის რაიონი, საქართველო

მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სომხები მხოლოდ ახალქალაქის და ნინოწმინდას რაიონებში წარმოადგენენ. სომხური სოფლებია, ასევე, ახალციხის რაიონში, თუმცა, იქ არც ისე ბევრი სომეხი დარჩა. ისინი ძველებურად აღარც, თბილისის ისეთ ცენტრალურ უბნებში დომინირებენ, როგორიცაა: ავლაბარი, სოლოლაკი, ვაკე (30%, 20%, 15%). საერთო ჯამში, ქართული წყაროებით, თბილისში სულ 50 ათასი სომეხი ცხოვრობს. თუმცა, ეს მონაცემები შეფარდებითია, რადგან საქართველოს დედაქალაქში ბევრია ეროვნებით სომეხი მოსახლეობა, რომლებმაც ქართული გვარები აქვთ. მათი წინაპრები “იძულებულები” იყვნენ სომხური გვარები გაექართულებინათ.

Армянская церковь Сурб Хач в Ахлкалаки, Грузия
სურბ ხაჩის სომხური ეკლესია ახალქალაქში, საქართველო

ეს პროცესები 1930-1950 წლებში მიმდინარეობდა, ასევე აქტუალური იყო საქართველოში ნაციონალისტური განწყობის ზრდის პერიოდში. 1991-1992 წლებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, ძალიან ბევრი სომხური და ოსური ოჯახი გაქართველდა. სომხები გვარებს იცვლიდნენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კახეთში, იმერეთში, მესხეთში. მესხეთის მთელ რიგ სოფლებში, კათოლიკური სომხური მოსახლეობა, ქართველი სასულიერო პირების გავლენით მთლიანად ქართულ ენაზე საუბრობდა. მათ სომხური გვარები ქართულით შეიცვალეს. მაგალითად, კათოლიკური სომხური ოჯახები: მეგრაბოვ-მეგრაბიან, მოსესოვ-მოვსესიან, გევორქოვ-გევორქიან ადიგენის რაიონში ერთ ღამეში მერაბიშვილად, მოსესაშვილად, გეორგაშვილად იქცნენ. ანალოგიური ვითარება იყო სხვა სომხურ-კათოლიკურ ოჯახებშიც.

ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, ოსური მოსახლეობის რაოდენობაც შემცირდა. თუ 1989 წელს ქვეყანაში 99 ათასი ოსი ცხოვრობდა, 2002 წლისთვის ისინი 37 ათასზე ნაკლები იყვნენ, ხოლო 2016 წელს ოსები საქართველოს მოსახლეობის 0,4%-ს შეადგენენ. ამგვარად, ქართულ-ოსური კონფლიქტის დასაწყისში, 1990-იან წლებში (სამხრეთ ოსეთის გარდა) საქართველოდან 60-80 ათასამდე ოსი წავიდა. ამჟამად ოსების უმრავლესობა თბილისში, გორში და კახეთში ცხოვრობენ.

მიგრაციული პროცესები საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობასაც შეეხო. მათი ძირითადი ნაწილი ქალაქებში ცხოვრობდა, თუმცა, ზოგიერთ რაიონში არის სოფელი, სადაც ძირითადად რუსი მოსახლეობა მკვიდრობს. ულიანოვკა, ბოგდანოვკა, კრასნაგორკა და სხვა ასეთი სოფლები კახეთში იყო. ამჟამად ამ ქართულ რეგიონში 1900 ეთნიკური რუსი დარჩა. მალაკნებიდან და დუხობორებიდან დაახლოებით 500 ადამიანი დარჩა, რომლებიც ნინოწმინდაში ცხოვრობენ, ამ სოფელს ადრე ბოგდანოვკას უწოდებდნენ და ის ამიერკავკასიის დუხობორების სამკვიდროდ იყო მიჩნეული, ამჟამად საქართველოს რუსული ეროვნების მოსახლეობა ძირითადად თბილისში და ბათუმში ცხოვრობს.

Духоборы, Грузия
დუხობორები, საქართველო

საქართველოში მცხოვრები ბერძენი ეროვნების მოსახლეობა ძირითადად იყოფა პონტოელ ბერძნებად და ურუმებად. ეს უკანასკნელნი თურქულენოვანი მართლმადიდებლები არიან. ბერძნების ძირითადი, რაოდენობა საქართველოში წალკის რაიონში ცხოვრობდა. წალკის სოფლებში ძალიან ბევრი პონტოელი ბერძენი და ურუმი იყო, მათ გარდა ცხოვრობდნენ ასევე სომხურენოვანი ბერძნებიც, რომლებიც დანარჩენ თანამემამულეებთან ერთად საბერძნეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. წალკის გარდა ბერძნები თბილისში, თეთრიწყაროში, დმანისში, მარნეულში და ახალციხეში, ასევე აჭარის ოთხ სოფელში გვხვდებიან. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში საქართველოში მცხოვრები 100 ათასი ბერძენიდან დღეს, 5,5 ათასი ცხოვრობს.

Греческая часовня, Грузия
ბერძნული სამრეკლო, საქართველო

ეზიდები ძირითადად თბილისში, ასევე თელავში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 12 ათასს შეადგენს. ქურთები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ და კურმანჯურ ენაზე საუბრობენ. აჭარაში ზაზაკი-ქურთების ეთნო- ჯგუფიც ცხოვრობს.

Культурный центр и молельня езидов
ეზიდების კულტურული ცენტრი და სამლოცველო

ასირიელები კომპაქტურად არიან დასახლებულები სოფელ ძველ ქანდაში. ბევრი ასირიული ოჯახი საბჭოთა პერიოდში ბათუმსა და ქუთაისში დამკვიდრდა. გარდაბანში ცხოვრობს ასირიელთა ჯგუფი, რომლებიც ახალ-არამეული ენის ბოხტანის დიალექტზე საუბრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასირიელების ნაწილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირება განიცადეს.

საქართველოში ასევე ცხოვრობენ უკრაინელები, უდინები, ბათუმელი აფხაზები, ლაზები, კისტინები, ბაცბები და ლეკები (მათ შორის ჰინუხები და ბეჟთინები), ებრაელები, მათ შორის ე.წ. ქართველი ებრაელები, ასევე შვედები, პოლონელები და სხვები. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოში ქართველ-მუსულმანთა ჯგუფი დასახლდა, მათ შორის თურქი-ქართველები, ასევე ფერეიდნელი ქართველები ირანიდან. საერთო ჯამში, ამ ამიერკავკასიულ ქვეყანაში მიგრაციული, დემოგრაფიული და ასიმილაციური პროცესები საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს და ეს იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა საგრძნობლად მცირდება. მეტ-ნაკლებად სტაბილური ეთნო-დემოგრაფიული ვითარებაა ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთში, ასევე მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში.

Церковь Св. Александра Невского, Тбилиси, Грузия
წმინდა ალექსანდრე ნევსკის ეკლესია, თბილისი, საქართველო

ამიერკავკასია ნამდვილ დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. ბევრი ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო მალე იმ ქვეყნების სიაში მოხვდებიან, რომლებიც ადრე ბერდებიან. ეს კი აისახება არა მხოლოდ ეთნო-დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, არამედ მოსახლეობის დეპოპულაციას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ რეგიონის ყველა ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას შეუქმნის საფრთხეს.

მოამზადა არმან აკოპიანმა