თბილისში არსებობს მდიდარი ისტორიის მქონე თეატრი, რომელიც 1820-იან წლებში დაარსდა. თავისი არსებობის მანძილზე, ის ერთგული იყო შემოქმედებითი და მხატვრული პრინციპებისა, რომლებიც ერებსა და მათ კულტურებს შორის ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. 1991 წელს თეატრს პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი ეწოდა.
1856 წელს საქართველოში გასტროლებით ჩამოვიდნენ მოხეტიალე სომეხი მსახიობები. დასს ხელმძღვანელობდა გევორქ ჩმშკიანი, რომელიც მამასავით ექცეოდა ყველა მსახიობს. მისი ხელმძღვანელობით გაიზარდნენ თეატრის პირველი თაობის მსახიობები: მ.ამრიქიანი, ა.სუქიასიანი, ა.მანდინიანი, ს.მატინიანი, კ.არამიანი, გ.მირაგიანი, ს.შაგინიანი, სატენიკი და სხვები. ამ პერიოდში თეატრთან თანამშრომლობდნენ დრამატურგები ნ.ალადადიანი, ნ.პუგინიანი, მ.ტერ-გრიგორიანი, ასევე სომხური რეალისტური დრამატურგიის ფუძემდებელი გაბრიელ სუნდუქიანი. ტფილისი მხოლოდ თბილისელი სომეხი მსახიობების თეატრალური ცენტრი კი არ იყო, არამედ დასავლეთ სომხეთში მცხოვრებ ნიჭიერ მსახიობებს ეხმარებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ასეთები იყვნენ, მაგალითად, პეტრე ადამიანი, სირანუშ (მერობია კანტარჯიანი), აზნივ რაჩია, დავით ტურიანი და ბევრი სხვა.
თბილისის სომხური თეატრის სცენაზე იდგმებოდა შექსპირის, შილერის, მოლიერისა და სხვა დიდებული ევროპელი ავტორების უკვდავი ნაწარმოებები. გ.ჩმშკიანმა 1866 წელს შექსპირის პიესა “ვენეციელი ვაჭარი”, ხოლო 1884 წელს, შექსპირის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს აღსანიშნავად “ოტელო” დაიდგა. შეილოკისა და ოტელოს როლს თავად ჩმშკიანი ასრულებდა. პეტროს ადამიანის დროს კი ტფილისის სომხური თეატრის სცენაზე “ჰამლეტი” ითამაშეს. დროთა განმავლობაში სუნდუქიანი და შექსპირი, როგორც დასის, ისე მაყურებლის საყვარელი ავტორები გახდნენ.
ევროპული პიესების გარდა თეატრის სცენაზე რუსი დრამატურგების: გრიბოედოვის, გოგოლის, ლერმონტოვის, ოსტროვსკის პიესებიც იდგმებოდა. ამ სპექტაკლების მეშვეობით მაყურებლის გულს სცენის ისეთი ოსტატები იპყრობდნენ, როგორებიც იყვნენ ივანე აბელიანი, ვარდუი (ანნა ნამურაზიანი), გიორგი ტერ-დავითიანი, პარანძემ, გრიგორ ავეთიანი, გიორგი პეტროსიანი, ისააკ ალიზანიანი, არტემ ბეროიანი, არკადი მამიკონიანი, ბართლომე პაპაზიანი, ოლგა მაისურიანი, ჟასმინ (მარია) გრიგორიანი, ოლგა გულაზიანი, ასმიკ (ტატიანა) აკოპიანი და ბევრი სხვა. თბილისის სომხური თეატრის სცენაზე თავისი პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგეს რეჟისორებმა არმენ არმენიანმა, სტეფან კაპანაკიანმა, ივან სევუმიანმა და ლევონ კალანთარმა.
1921 წლის მარტში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კალანთარიანის ხელმძღვანელობით მოღვაწე თეატრალურ კოლექტივს სტეფან შაუმიანის სახელობის თეატრი ეწოდა. თეატრის სცენაზე დაიდგა გოგოლის პიესა “ქორწინება”, შილერის – “ყაჩაღები”, მატერლინკის – “წმინდა ანტონიას სასწაული”. 1921 წლის მარტში სომხურ თეატრს, 1918 წელს დაღუპული რევოლუციონერი გმირის სტეფან შაუმიანის სახელი მიენიჭა. იმავე წლის მაისიდან კი თეატრს კულტურის სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
1936 წლის 29 მარტიდან თეატრმა ავლაბარში არსებულ საკუთარ შენობაში მუშაობა აღადგინა და სპექტაკლები კვირაში სამჯერ იდგმებოდა. თეატრში მუშაობდნენ რეჟისორები: ა.აბარიანი და ფ. ბჟიკიანი, რომლის ნამუშევრებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. თეატრის სცენაზე იდგმებობა გ.სუნდუკიანის პიესები “პეპო” და “კიდევ ერთი მსხვერპლი”, ა.შირვანზადეს – “ნამუს”, “ბოროტი სული”, გორკის – “მტრები”, კ.გუცკოვის – “ურიელ აკოსტა”, ა.ოსტროვსკის – პიესები და ა.შ. დიდი მსახიობური ოსტატობა აჩვენეს მარია მოჯორიანმა, არუს ბოსკანიანმა, აშოტ კაჯვორიანმა, არტემ ლუსინიანმა, ივან აბელიანმა, დორიან ამორბეკიანმა, ისააკ ალიხანიანმა, მარია ბეროიანმა, პაარე (გაი პეტროსიანმა), ბაბკენ სერსესიანმა, ბართლომე ეგშათიანმა, ცვეტანა ვრუირმა და სცენის სხვა ოსტატებმა.
აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ შაუმიანის სახელობის თეატრს მუშაობა არც სამამულო ომის დროს შეუწყვიტავს. ამ დროს თეატრის სცენაზე, როგორც კლასიკოსი, ისე თანამედროვე ავტორების 60-ზე მეტი საგმირო ნაწარმოები დაიდგა. ესენია მურაციანი “გევორქ მარზპეტუნი”, კ.სიმონოვის “ბიჭი ჩვენი ქალაქიდან”, ა.კაჯვორიანის “დევიდ ბეკი” და ა.შ.
შემდგომში რეალიზმის თემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თეატრის რეპერტუარში. სომხური თეატრისა და ხელოვნების სომეხი მოღვაწეების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს. სომხურ-ქართულ მეგობრობას დიდი ისტორია აქვს. უკვდავი საიათ-ნოვა ისტორიაში ჩაიწერა, როგორც დიდებული პოეტი ქართულ და სომხურ ლიტერატურაში.
სომხური თეატრის სპექტაკლებში ბრწყინავდნენ ქართველი მსხიობებიც: ვ.აბაშიძე, ნ.გოცირიძე, ლ.ბაღაშვილი, გ.დარისპანიშვილი და ბევრი სხვა. თბილისის სომხური თეატრი თავისი არსებობის მანძილზე მაყურებელს ქართველი დრამატურგების პიესებსაც აცნობდა. სომხურ სცენაზე დაიდგა გ.ბერიაშვილის პიესა “ტირიფები მტკვრის პირას”, ნახუცრიშვილის – “შეითან ხიხო”, ო.მამფორიას “იეთიმ გურჯი”, ო.ჩიჯავაძის “ვაჟები”, ნ.დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”.
შაუმიანის სახელობის თეატრმა 1956 წელს 100 წლის იუბილე აღნიშნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თეატრი შესანიშნავი შემოქმედებითი კლექტივის წყალობით არსებობდა. გ.ჩშმაკიანი, ა.მანდინიანი, ადამიანი, ო.აბელიანი, ა.ხარაზიანი, ვ.პაპაზიანი და სხვა მსახიობები პირველი შემოქმედებითი ნაბიჯებიდან ღრმა სიბერემდე თბილისის სომხურ თეატრს ემსახურებოდნენ. საქართველოს მიწა თბილისის სოხმური თეატრის შემქომედებითი განვითარების აკვანი იყო და არის.
მთელი თავისი არსებობის მანძილზე თეატრი შემოქმედებითი და მხატვრული პრინციპების ერთგული იყო, რომელიც ეფუძნებოდა ერებისა და მათი კულტურების ურთეირთპატივისცემას. 1991 წელს თეატრმა შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად ის პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სახელს ატარებს.
2010 წელს, თეატრის მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერდა, თუმცა გუნდმა საგასტროლო სპექტაკლები საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა თეატრებში განაგრძო. 2018 წელს თბილისში სომხური თეატრის ძველი შენობა დაანგრიეს. გადაწყდა, იმავე ადგილზე იგივე შენობის ხელახლა აშენება, ძველი შენობის იერსახისა და ფერის შენარჩუნება. ამჟამად, თეატრი პირველი მაყურებლის მისაღებად, 2024 წლის სექტემბრისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, რომ პეტროს ადამიანის სახელობის თეატრი ერთადერთი სომხურენოვანი თეატრია საქართველოში და ერთადერთი სახელმწიფო სომხური თეატრი სომხეთის ფარგლებს გარეთ.
Dalma News-ის კორესპოდენტი ზემოთ აღნიშნული თეატრის მსახიობს, რეჟისორს და სამხატვრო ხელმძღვანელს (1993 წლიდან) არმენ ბაიანდურიანს გაესაუბრა, რომელმაც თეატრის ცხოვრებაზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო თეატრი უკვე 168 წლისაა. ძირითადად, ყველა სპექტაკლი სომხურად იდგმება, თუმცა ქართულ და ინგლისურ ენებზეც ითარგმნება. ჩვენი მაყურებელი განსხვავებულია: თითოეულ სპექტაკლს თავისი აუდიტორია ჰყავს. თეატრის მთავარი ამოცანაა კარგი ლიტერატურის წარმოჩენა. თანამედროვე საზოგადოებას მსუბუქი კომედიები მოსწონს. სპექტაკლებს ვდგამთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიც“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება თბილისის თეატრს, სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 13 წელი ზემოთ აღნიშნულ შენობაში სპექტაკლები არ დაუდგმულა, თუმცა იმედოვნებს, რომ წელს თეატრის მშენებლობა დასრულდება და მაყურებელი განახლებულ სცენაზე იხილავს სპექტაკლებს.
„დროთა განმავლობაში აუდიტორია იცვლება. ახლა ახალი თაობაა და აზროვნებაც განსხვავებულია. მხოლოდ მასთან კომუნიკაციით შეგვიძლია გავიგოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი სპექტაკლები. რეპერტუარში უკვე გვაქვს ოცდათორმეტზე მეტი სპექტაკლი. გვყავს თანამედროვე სომეხი და ქართველი დრამატურგები. ჩვენი ამოცანაა ხარისხიანი ლიტერატურა წარვუდგინოთ ფართო აუდიტორიას“, – დასძინა ბაიანდურიანმა.
ბოლოს და ბოლოს, არ არსებობს კარგი სპექტაკლი კარგი დრამატურგიის გარეშე! – ამბობს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
„ჩვენი თეატრის თავისებურება ის არის, რომ ის მსოფლიოში ერთადერთი სომხური სახელმწიფო თეატრია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებს. მეტიც, ის არაფრით ჩამოუვარდება საქართველოში არსებულ სხვა წამყვან თეატრებს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. არ არსებობს ისეთი დიდი მსახიობი ან რეჟისორი, რომელიც ჩვენს თეატრთან არ იყოს დაკავშირებული. ეს თეატრი უკვდავია და მას კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. გარდა ამისა, საქართველო ამაყობს, რომ მის ტერიტორიაზე 168 წლიანი სახელმწიფო სომხური თეატრი არსებობს. ჩვენ იგივე უფლებები გვაქვს, რაც საქართველოში ყველა სახელმწიფო თეატრს“, – განაცხადა ბაიანდურიანმა.
მისივე თქმით, სპექტაკლები ზოგჯერ ქართველ კოლეგებთან ერთადაც იდგმება. მაგალითად, მიმდინარე წლის 12 მარტს თეატრში გაიმართა რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლის „ხანუმას“ (ა.ცაგარელის) პირველი რეპეტიცია და ახალი თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნება.
„ნებისმიერი ნიჭიერი რეჟისორის, თავისი სპექტაკლით, სტუმრობა წარმატებას მოუტანს ჩვენს თეატრს. ჩვენი ჯგუფის 92% ახალგაზრდები არიან და კომუნიკაცია ნიჭიერ რეჟისორებთან და მსახიობებთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი ახალგაზრდა მსახიობები ხშირად სტუმრობენ წამყვანი ქართული თეატრების სპექტაკლებსა და რეპეტიციებს. თავის მხრივ, ქართველი მსახიობებიც მოდიან ჩვენი სპექტაკლების საყურებლად”, – დასძინა მან.
პეტროს ადამიანის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ახალი შენობა ახალ მაყურებელს მოიზიდავს.
„როდესაც ახალი ეკლესია შენდება, დღითი დღე ახალი მრევლი ემატება. ვფიქრობ, იგივე მოხდება თეატრთან დაკავშირებითაც. ეს შენობა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში ყველანაირი კეთილმოწყობითა და ტექნიკური აღჭურვილობით. ამ თვალსაზრისით, უფლება არ გვაქვს ჩვენს მაყურებელს ცუდი სპექტაკლები შევთავაზოთ“, – განაცხადა ბაიანდურიანმა.
მისივე თქმით, თეატრი ასევე სომეხი და ქართველი ხალხის გამაერთიანებელი ხიდია.
“დღეს საქართველოში 200 ათასი სომეხი ცხოვრობს. ქვეყანაში ოცამდე სუმხური საჯარო სკოლა, სახელმწიფო გაზეთი, სომხური ტელეგადაცემები და ათობით მოქმედი ეკლესია. ეს ყველაფერი საქართველოს სიმდიდრეა”, – დასძინა რეჟისორმა.
დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ბოლო წლებში, მათ სპეციალურად სომხური სკოლებისთვის (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი) დადგეს სპექტაკლები. მისივე თქმით, ახალი შენობის გახსნის შემდეგ ამ ბავშვებს სომხური თეატრის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
სომხეთზე საუბრისას არმენ ბაიანდურიანმა განაცხადა, რომ საქართველოს გარდა, მათი თეატრი და დასი მჭიდროდ თანამშრომლობს ისტორიულ სამშობლოსთან.
„ერევანში ჩვენი ყოფილი მსახიობები ცხოვრობენ. მათ დაბრუნება სურთ. შენობის გახსნის შემდეგ წამყვანი მსახიობების მოწვევას ვგეგმავთ და მათთან ერთად დავდგამთ სპექტაკლს. ამგვარად, ჩვენი მაყურებელი სომხეთიდან მოწვეულ ნიჭიერ მსახიობებსაც გაიცნობს“, – დასძინა არმენ ბაიანდურიანმა.
სამხატვრო ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თეატრი სომხეთის კულტურის სამინისტროს მკაცრი ყურადღების ქვეშ იმყოფება და მჭიდრო კავშირშია საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, რაც მათი საქმიანობით დიდ ინტერესს გამოხატავს. ამ კონტექსტში ასევე აღსანიშნავია, რომ სომხური თეატრის აშენების პროექტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
ალინ გრიგორიანი, სომხეთის სახ. უნივერსიეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი