ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას რადიკალური ცვლილებები სჭირდება, რისთვისაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ან პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ან ქვეყნიდან წავიდეს. როგორც მამუკა არეშიძე გაზეთ “ალიასათვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, არჩევნების დროს დაშვებული იყო შეცდომა, როცა კადრები პირადი ერთგულებისა და პროფესიული ნიშნით შეირჩა და მაშინ, შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებაში ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა გახდა საჭირო.
მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ დღეს ხელისუფლებაში კრიზისი ხელოვნურად იქმნება და ამის კონკრეტული პირები არიან დაკავებულები. ექსპერტი წუხს, რომ ამ ვითარებაში ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მარტო აღმოჩნდა და გვერდით საიმედო დასაყრდენი ძალა არ ჰყავს.
“ხელისფულებაში არსებობენ ძალები, რომლებიც საბოტაჟით არიან დაკავებულნი. პრემიერი მარტოა, საქმე გვაქვს ტოტალურ საბოტაჟთან. ხელისუფლების ერთი ნაწილი ჩინეთში ვიზიტის დროს მიღწეული წარმატებებით ეიფორიაშია, მეორე ნაწილი პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობა კი 2016 წლის არჩევნებით არის დაკავებული, რომ პარტია “ქართული ოცნებაში” თავისი ადგილი დაიმკვიდრონ,” – აცხადებს მამუკა არშეიძე და დასძენს, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანაში განვითარებული პრობლემები მეორე პლანზეა გადასული და საბოლოოდ ხელისუფლება გამოწვევებისა და პრობლემებისთვის მზად არ აღმოჩნდა.